ფსალმუნები 22:4
შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
იოანეს 3:16
რადგან იქამდე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი ერთადერთი ძე, რათა არავინ, ვინც მას ირწმუნებს, არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
რომაელთა 8:38-39
და მწამს, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზები და ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო და ვერც მყოფადი, ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე, ვერც ვერავითარი სხვა ქმნილება ვერ შეძლებს ჩვენს ჩამოშორებას ღვთის სიყვარულისაგან ჩვენს უფალ ქრისტე იესოში.
ესაია 4:1
და ჩაეჭიდება შვიდი ქალი ერთ კაცს იმ დღეს და ეტყვის: „ჩვენს პურს შევჭამთ და ჩვენს სამოსელს ჩავიცვამთ, ოღონდ შენი სახელით ვიაროთ, სირცხვილი ჩამოგვრეცხე.“
1 თესალონიკელთა 4:13-18
არ გვსურს უცოდინარნი დარჩეთ, ძმებო, განსვენებულთა შესახებ, რათა არ მწუხარებდეთ სხვებივით, რომელთაც არა აქვთ სასოება. რადგან თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღსდგა, ასევე განსვენებულებსაც ღმერთი იესოს მეშვეობით მოიყვანს მასთან ერთად. ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, ვინც ცოცხლები დავრჩით უფლის მოსვლამდე, არ დავასწრებთ განსვენებულებს, რადგან თვით უფალი გადმოვა ციდან ბრძანებაზე, მთავარანგელოზის ხმაზე და ღმერთის საყვირზე, და ჯერ ქრისტეში მკვდარნი აღდგებიან, მერე კი ჩვენ, ცოცხლები, ვინც დავრჩით, მათთან ერთად ვიქნებით ზეატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად სამარადისოდ უფალთან ვიქნებით. ამიტომ გაამხნევეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით.
ფსალმუნები 67:20
ჩვენი ღმერთი არის ღმერთი დამხმარე, და უფალი ღმერთის ხელში არის ხსნა სიკვდილისაგან.
ესაია 54:4
ნუ გეშინია, რადგან არ შერცხვები; ნუ შეძრწუნდები, რადგან არ გაილანძღები: დაგავიწყდება სიჭაბუკის დღეთა დაცინვა, და შენს სამარცხვინო დაქვრივებას არ გაიხსენებ.
ფილიპელთა 1:21
რადგან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი – მონაგები.
ოსია 13:14
ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისაგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო? შებრალება მიეფარა ჩემს თვალს!
ფსალმუნები 115:6
ძვირფასია უფლის თვალში სიკვდილი მის წმიდათა.
გამოცხადება 14:13
და გავიგონე ხმა ციდან, რომელიც მეუბნებოდა – „დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში მოკვდებიან.“ „დიახ,“ – ამბობს სული, – „რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან, რადგან მათი საქმეები თან მიჰყვებიან მათ.“
ეკლესიასტე 8:8
კაცი ვერ შეაჩერებს ქარს, ვერ განაგებს თავისი სიკვდილის დღეს; ბრძოლის ველს ვერ დაუსხლტება ჯარისკაცი, უკეთურებით თავს ვერ გადაირჩენს.
იოანეს 14:27
მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. ისე კი არ გაძლევთ, ქვეყანა რომ იძლევა. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
ეკლესიასტე 7:1
კარგი სახელი სჯობს ძვირფას ნელსაცხებელს და სიკვდილის დღე – გაჩენის დღეს.
გამოცხადება 21:4-5
და მოსწმენდს ყოველ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, არც გლოვა, არც კვნესა, არც ტკივილი, რადგან წინანდელი უკვე გარდავიდა.“ და თქვა ტახტზე მჯდომმა: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს.“ და მეუბნება: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია.“
ფსალმუნები 54:22
მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმიდის წაბორძიკებას.
1 კორინთელთა 15:25-26
ვინაიდან მან უნდა იმეფოს, ვიდრე თავის ფეხქვეშ მოაქცევდეს თავის ყველა მტერს. ხოლო უკანასკნელი მტერი, რომელიც განქარდება, სიკვდილია.
იობი 14:5
თუ მისი დღეები განსაზღვრულია, თუ მისი თვეების რიცხვი შენს ხელთაა, თუ სამანი დაუდე მას და ვერ გადავა,
იოანეს 10:28-29
მე მათ საუკუნო სიცოცხლეს ვაძლევ და არ დაიღუპებიან საუკუნოდ და ხელიდან ვერავინ გამომტაცებს. ჩემი მამა, რომელმაც მომცა ისინი, ყველაზე დიდია, და ვერავინ გაიტაცებს მათ ჩემი მამის ხელიდან.
რომაელთა 8:18
ვინაიდან ვფიქრობ, რომ ახლანდელი ტანჯვანი არაფერია იმ დიდებასთან, რომელიც გამოცხადდება ჩვენს მიმართ.
იოანეს 14:3
როცა წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.
რომაელთა 14:8
ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით. და ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.