სიცოცხლე და სიკვდილი ბიბლიური ციტატები

იერემია 21:8
ამ ხალხს კი უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი: აი, სიცოცხლის გზას და სიკვდილის გზას ვდებ თქვენ წინაშე.

მეორე რჯული 30:15
აჰა, შენს წინაშე დამიდევს დღეს სიცოცხლე და სიკეთე, სიკვდილი და ბოროტება,

მეორე რჯული 30:19
მოწმედ მოვუხმობ დღეს ცასა და მიწას, რომ: სიცოცხლე და სიკვდილი, კურთხევა და წყევლა დაგიდე წინ. ამოირჩიე სიცოცხლე, რათა იცოცხლოთ შენ და შენმა შთამომავლობამ.

1 კორინთელთა 3:22
გინდ პავლე, გინდ აპოლო, გინდ კეფა, გინდ წუთისოფელი, გინდ სიცოცხლე, გინდ სიკვდილი, გინდ აწმყო და გინდაც მომავალი – ყოველივე თქვენია.

იგავნი 18:21
სიკვდილ-სიცოცხლე ენის ხელშია და მისი მოყვარულნი შეჭამენ მის ნაყოფს.

ეკლესიასტე 5:16
ესეც დიდი ბოროტებაა – როგორც მოვიდა, ისე წავა. და რა სარგებელი აქვს მას, ქარისათვის შრომაში?

რუთი 2:20
უთხრა ნაყომიმ თავის რძალს: „უფალმა აკურთხოს იგი, რადგან მკვდრებიც შეიწყალა და ცოცხლებიც”. უთხრა ნაყომიმ: „ის კაცი ჩვენი ახლობელია, ჩვენი ახლო ნათესავთაგანი”.

2 მეფეთა 15:21
მიუგო ითაიმ მეფეს: „უფალს და მეფეს, ჩემს ბატონს ვფიცავ, სადაც არ უნდა წავიდეს მეფე, ჩემი ბატონი, სასიკვდილოდ თუ სასიცოცხლოდ, შენი მსახურიც იქ იქნება”.

ეზეკიელი 32:32
რადგან მე განვავრცობ ჩემს შიშს ცოცხალთა ქვეყანაზე, განერთხმებიან ისინი წინადაუცვეთელთა და მახვილით დაცემულთა შორის – ფარაონი და მთელი მისი ხალხი!” – ამბობს უფალი ღმერთი!

ეზეკიელი 32:23
საფლავები ქვესკნელის კიდეებთან დაუდგინეს, მისი კრებული მისი საფლავის ირგვლივაა; ყველა მოკლულია, მახვილით დაცემული; ისინი, ვინც შიშის ზარს სცემდა ცოცხალთა ქვეყანას.

ეზეკიელი 32:24-27
იქვეა ყელამი, მთელი თავისი ხალხით, მისი საფლავის ირგვლივ. ყველა მოკლულია, მახვილით დაცემული, წინადაუცვეთელები ჩავიდნენ ქვესკნელში, შიშის ზარს სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას, იტვირთეს თავიანთი სირცხვილი საფლავში ჩასულებთან ერთად.  განგმირულთა შორის მიუჩინეს სარეცელი მთელ თავის ხალხთან ერთად. მის ირგვლივაა მათი საფლავები, ყველა წინადაუცვეთელია, მახვილით დაცემული; აკი თვითონ სცემდნენ შიშის ზარს ცოცხალთა ქვეყანას, მათაც იტვირთეს თავიანთი შერცხვენა საფლავში ჩასულებთან ერთად. მოკლულთა შორის განაწესეს.  იქვე არიან მეშექი და თუბალი თავიანთ ხალხთან ერთად. მის ირგვლივაა მათი საფლავები, ყველა წინადაუცვეთელია, მახვილით დაცემული, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.  არ უნდა განერთხნენ გმირებთან? დაცემულ წინადაუცვეთელებთან? საკუთარი საბრძოლო საჭურვლით ჩავიდნენ შავეთში, თავქვეშ ამოიდეს მახვილები, მათ ძვლებზე დაივანა მათმა ურჯულოებამ, შიშის ზარს რომ სცემდნენ ცოცხალთა ქვეყანას.

მათეს 22:32
მე ვარ ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა? ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა”.

რომაელთა 7:9
ხოლო მე, ოდესღაც რჯულის გარეშე ვცხოვრობდი და, როცა მცნება მოვიდა, ცოდვა გაცოცხლდა, მე კი მოვკვდი;

რომაელთა 14:8
ვინაიდან, თუ ვცოცხლობთ, უფლისათვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით; ამიტომ, ვცოცხლობთ თუ ვკვდებით, უფლისანი ვართ.

რომაელთა 14:9
რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც.

1 კორინთელთა 15:36
უგუნურო! რასაც დათესავ, არ გაცოცხლდება, თუ არ მოკვდა.

2 კორინთელთა 2:16
ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ და ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ. და ვინაა შემძლე ამისა?

2 კორინტელთა 4:12
ამრიგად, ჩვენში სიკვდილი მოქმედებს, თქვენში კი – სიცოცხლე.

2 კორინთელთა 5:4
რადგან ვიდრე ამ კარავში ვიმყოფებით, ტვირთქვეშ ვართ და ვოხრავთ, ვინაიდან გახდა კი არ გვსურს, არამედ შემოსვა, რათა მოკვდავი შთაინთქას სიცოცხლით.

ფილიპელთა 1:20
ველოდები და ვიმედოვნებ, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც განდიდდება ქრისტე ჩემს სხეულში – სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით,

საქმეები 10:42
მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ და დავუმოწმოთ ხალხს, რომ ის არის ღვთისგან დანიშნული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად.

2 ტიმოთეს 4:1
გიმოწმებ ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელიც განიკითხავს ცოცხლებსა და მკვდრებს თავისი მოსვლითა და თავისი სამეფოთი,

1 პეტრეს 4:5
ისინი პასუხს აგებენ მის წინაშე, რომელიც მზადაა ცოცხლებიც განიკითხოს და მკვდრებიც.