ლევიანნი 19:32
წამოდექი ჭაღარის წინაშე და პატივი ეცი მოხუცებულს; გეშინოდეს შენი ღმერთისა; მე ვარ უფალი.
1 პეტრეს 5:5
ასევე ახალგაზრდებიც დაემორჩილეთ უხუცესთ და ერთმანეთისადმი მორჩილებით თავმდაბლობა შეიმოსეთ, რადგან ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლებს კი მადლს ანიჭებს.
იობი 29:8
დამინახავდნენ ყმაწვილები და განზე დგებოდნენ, წამოიმართებოდნენ მოხუცები და ფეხზე იდგნენ;
იგავნი 16:31
ჭაღარა, დიდების გვირგვინია, სიმართლის გზაზე იპოვება იგი.
1 ტიმოთეს 5:1
ბერიკაცს ნუ შერისხავ, არამედ შეაგონე, როგორც მამა, ყმაწვილკაცები კი – როგორც ძმები,
ლევიანნი 19:3
თავისი დედისა და მამის მოწიწება ჰქონდეს ყველას და დაიცავით ჩემი შაბათები. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
იგავნი 23:22
უსმინე მამაშენს, რომელმაც გაგაჩინა და ნუ მოიძულებ დედაშენს, როცა მოხუცდება.
იობი 32:6-7
და ილაპარაკა ელიჰუმ, ბუზელი ბარაქელის ძემ: „მე წლებით უმცროსი ვარ, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომ მერიდებოდა და მეშინოდა თქვენთვის ჩემი აზრი მეთქვა. ვიფიქრე: უმჯობესია დღეებმა ილაპარაკონ და წლების სიმრავლემ ასწავლოს სიბრძნე.
იობი 8:8
აბა, ჰკითხე გარდასულ თაობას და ყურად იღე მამების სიბრძნე;
ფსალმუნები 104:22
რათა თავისი სურვილისამებრ მოქცეოდა მის თავადებს და განებრძნო მისი მოხუცებულნი.
ესაია 3:5
შეავიწროვებს ხალხი ერთმანეთს და თითოეული თავის მოყვასს, გაუთავხედდება ყმაწვილი მოხუცს და მდაბიო – პატივდებულს.
მეორე რჯული 28:50
ხალხი თავხედი, რომელიც მოხუცს არ მიაგებს პატივს და ყრმას არ შეიწყალებს.
იობი 30:1
„ახლა კი დამცინიან ჩემზე უმცროსნი, რომელთა მამებს ჩემი ფარის ძაღლებშიც არ გავრევდი.
ესაია 47:6
განვრისხდი ჩემს ხალხზე, შევბღალე ჩემი სამკვიდრებელი და ხელში გადმოგეცი, შენ კი წყალობა არ გაიმეტე, ფრიად დაუმძიმე მოხუცს უღელი.
გოდება იერემიასი 5:12
მთავრებს ხელებით ჰკიდებენ, უხუცესებს პატივს არ სცემენ.
1 ტიმოთეს 5:17
ხუცესნი, რომლებიც წესიერად მმართველობენ, ორმაგი პატივის ღირსნი არიან, განსაკუთრებით კი ისინი, ქადაგებითა და დამოძღვრით რომ შრომობენ.