შესაძლებლობები ცხოვრებაში ბიბლიური ციტატები

გალატელთა 6:10
მაშასადამე, სანამ დრო გვაქვს, ყველასთვის კეთილი ვაკეთოთ; განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მორწმუნეა.

ლუკას 10:33
მერე ვიღაც სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეებრალა.

იოანეს 9:4
სანამ დღეა, ჩემი მომავლინებლის საქმენი უნდა ვაკეთოთ. მოდის ღამე, და მაშინ ვეღარავინ შეძლებს კეთებას.

ეფესელთა 5:16
გამოისყიდეთ დრო, ვინაიდან ბოროტნი არიან დღენი.

კოლასელთა 4:5
ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ და გამოისყიდეთ დრო.

2 ტიმოთეს 4:2
რომ დაჟინებით იქადაგო სიტყვა მოსახერხებელ და მოუხერხებელ დროს, ამხილო, შერისხო, შეაგონო მთელი სულგრძელობითა და სწავლებით.

იესო ნავეს ძე 2:8-14
ვიდრე დაწვებოდნენ მსტოვრები, ავიდა მათთან რახაბი სხვენზე. უთხრა კაცებს: „ვიცი, რომ თქვენ მოგცათ უფალმა ეს ქვეყანა, თქვენდამი შიშმა მოგვიცვა ყველანი და შეძრწუნებულნი არიან ამ ქვეყნის მკვიდრნი თქვენ წინაშე. რადგან გვსმენია, როგორ დააშრო უფალმა მეწამული ზღვის წყლები თქვენ წინაშე, როცა გამოხვედით ეგვიპტიდან და რა დამართეთ ორ ამორელ მეფეს, იორდანეს გაღმა მყოფ სიხონსა და ყოგს, რომლებიც გაანადგურეთ. მოვისმინეთ და შედრკა ჩვენი გული, აღარავის შერჩა მხნეობა, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, ღმერთია მაღლა ზეცაში და დაბლა დედამიწაზე. ახლა გევედრებით, დამიფიცეთ უფალი, რომ როგორც მე მოგექეცით სიკეთით, მამაჩემის სახლეულსაც ისე მოექცევით სიკეთით და მომცემთ სარწმუნო ნიშანს. იხსენით ჩემი დედ-მამა, ძმები, დები და ყველაფერი, რაც მათ აქვთ და დაგვიხსენით სიკვდილისგან”. უთხრეს კაცებმა: „ჩვენი სიცოცხლე თქვენის სანაცვლოდ, თუ არ გააცხადებ ჩვენს ამბავს; სიკეთითა და ერთგულებით მოგექცევით, როცა მოგვცემს უფალი ამ ქვეყანას”.

იესო ნავეს ძე 6:23
მივიდნენ მზვერავი ჭაბუკები და გამოიყვანეს რახაბი, მამამისი, დედამისი, ძმა და ყველა, ვინც ჰყავდა და დატოვეს ისრაელის ბანაკის გარეთ,

4 მეფეთა 5:1-3
ნაყამანი, არამის მეფის მხედართმთავარი, დიდად მიღებული და პატივდებული კაცი იყო თავისი ბატონის წინაშე, რადგან მისი მეშვეობით გაამარჯვებინა უფალმა არამელებს. მამაცი კაცი იყო, კარგი მებრძოლი, მაგრამ კეთროვანი. სათარეშოდ გავიდნენ არამელები და ისრაელის ქვეყნიდან პატარა გოგონა წაიყვანეს ტყვედ. ნაყამანის ცოლს ემსახურებოდა იგი. უთხრა თავის ქალბატონს: „ნეტავ წასულიყო ჩემი ბატონი და ენახა წინასწარმეტყველი, რომელიც სამარიაშია, ხომ განკურნავდა კეთრისგან”.

ნეემია 2:2-5
მკითხა მეფემ: „რატომ გაქვს სევდიანი სახე, ავად რომ არ ჩანხარ? ეს სხვა არაფერია, თუ არა გულის სევდა!” და ძალზე შევშინდი. ვუთხარი მეფეს: „იცოცხლოს მეფემ უკუნისამდე! როგორ არ მექნება სევდიანი სახე, როცა ქალაქი, სადაც ჩემი მამების სამარხებია, დანგრეულია და მისი კარიბჭეებიც ცეცხლშია დამწვარი?” მკითხა მეფემ: „რას ითხოვ?” და ვილოცე ცათა ღმერთის წინაშე. ვუთხარი მეფეს: „თუ ინებებს მეფე, და თუ შენმა მსახურმა მადლი ჰპოვა შენ წინაშე, მაშინ გამგზავნე იუდაში, ჩემი მამების სამარხების ქალაქში, და თავიდან ავაშენებ მას”.

დანიელი 2:14-16
მაშინ დანიელმა სიბრძნითა და გონიერებით მიმართა არიოქს, მეფის მცველთა უფროსს, ბაბილონელ ბრძენთა მოსაკლავად რომ გამოვიდა. მიუგო და ჰკითხა არიოქს, მეფის მსახურთუხუცესს: „რატომ გასცა ასეთი სასტიკი ბრძანება მეფემ?” და აუწყა არიოქმა ეს საქმე დანიელს. მივიდა დანიელი და სთხოვა მეფეს, დრო მიეცა, რომ სიზმარი აეხსნა მეფისთვის.

საქმეები 18:24-26
ჩავიდა ეფესოში ერთი იუდეველი, სახელად აპოლო, წარმოშობით ალექსანდრიელი, კაცი მჭევრმეტყველი და ძლიერი წერილებში. განსწავლული იყო იგი უფლის გზებში, მხურვალე სულით ლაპარაკობდა და ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა იცოდა. მან გაბედულად იწყო ლაპარაკი სინაგოგაში. როცა მოუსმინეს აკვილამ და პრისკილამ, თან წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა.

1 მეფეთა 24:3-4
ცხვრის სადგომებიდან გზის ნაპირას გამოქვაბულთან მივიდა და შევიდა საული შიგ მოსასაქმებლად, ხოლო დავითი და მისი ხალხი გამოქვაბულის სიღრმეში ისხდნენ. უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: „აი, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა, აჰა, ხელში ჩაგიგდებო შენს მტრებს და უყავი, რაც გენებოს”. ადგა დავითი და ჩუმად კიდე მოაჭრა საულის მოსასხამს.

1 მეფეთა 26:6-11
ღამით მივიდნენ დავითი და აბიშაი ბანაკში და ხედავენ, აჰა, შუაგულ ბანაკში სძინავს საულს, შუბი კი სასთუმალთან ჩაურჭვია მიწაში. აბნერი და დანარჩენები მის გარშემო წვანან. უთხრა აბიშაიმ დავითს: „ღმერთმა ჩაგაგდებინა დღეს ხელში შენი მტერი. ნება მომეცი და ერთი დაკვრით დავაკლავ მიწას, მეორე დარტყმა აღარ დამჭირდება”. უთხრა დავითმა აბიშაის: „ნუ მოკლავ, რადგან უფლის ცხებულზე ხელის აღმმართველი დაუსჯელი არ დარჩება”. თქვა დავითმა: „უფალს ვფიცავ, თავად უფალი განგმირავს მას ან მისი დღე მოვა და მოკვდება, ან ომში წავა და დაიღუპება. ღმერთმა დამიფაროს, რომ უფლის ცხებულზე აღვმართო ხელი. ახლა აიღე მის სასთუმალთან დარჭობილი ეგ შუბი, წყლის ჭურჭელი და წავიდეთ აქედან”. აიღო დავითმა შუბი და წყლის ჭურჭელი საულის სასთუმლიდან და წავიდნენ თავის გზაზე. არავის დაუნახავს, არავის გაუგია, არც არავის გაღვიძებია, ყველას ეძინა, ვინაიდან ღრმა ძილი დასცემოდათ უფლისგან.

დაბადება 4:8
უთხრა კაენმა აბელს, თავის ძმას: ველად გავიდეთ და რომ გავიდნენ, აღდგა კაენი აბელზე, თავის ძმაზე, და მოკლა.

დაბადება 25:29-31
ერთხელ იაკობმა შეჭამანდი მოამზადა, ამასობაში ველიდან დაღლილი ესავი მოვიდა. უთხრა ესავმა იაკობს: „”გთხოვ, მაჭამე წითელი, ეგ წითელი, რადგან მოქანცული ვარ”. ამიტომ ეწოდა სახელად ედომი. უთხრა იაკობმა: „მომყიდე დღეს შენი პირმშოობა”.

დაბადება 37:18-20
ვიდრე მიუახლოვდებოდა, შორიდანვე დაინახეს იგი ძმებმა და განიზრახეს მისი მოკვლა. უთხრეს ერთმანეთს: „აჰა, მესიზმრეც მოდის! მოდი, მოვკლათ და რომელიმე ორმოში ჩავაგდოთ; ვიტყვით, ვითომ მტაცებელმა ნადირმა შეჭამა. ვნახოთ, როგორ აუხდება სიზმრები”.

მათეს 26:16
მას მერე ეძებდა ხელსაყრელ დროს, რომ გაეცა იგი.

1 ტიმოთეს 5:14
ამიტომ ჩემი სურვილია, რომ ახალგაზრდა ქვრივები გათხოვდნენ, გააჩინონ ბავშვები, იდიასახლისონ და მტერს ლანძღვის არანაირი საბაბი არ მისცენ.