ოკულტიზმი ბიბლიური ციტატები

ესაია 47:13
დაქანცული ხარ მრავალი რჩევისგან; ახლა ადგნენ და გიხსნან ცისმზომელებმა და ვარსკვლავთმრიცხველებმა, ახალმთვარობისას რომ წინასწარმეტყველებენ და გეუბნებიან რა მოგივა.

ლევიანნი 20:6
ვინც მიცვალებულთა გამომძახებლებსა და ჯადოსნებს მიმართავს მათ კვალდაკვალ სამრუშოდ, ჩემს სახეს მოვმართავ იმ ადამიანის წინააღმდეგ და მოვკვეთ მისი ხალხიდან.

მიქა 3:7
გაწბილდებიან მისნები და შერცხვებიან მკითხავები; ყველანი პირზე აიფარებენ ხელს, რადგან პასუხი არ იქნება ღმერთისგან.

მეორე რჯული 18:11
არც მომჯადოვებელი, არც სულთა და არც მკვდართა გამომკითხველი,

იერემია 27:9
ნუ მოუსმენთ თქვენს წინასწარმეტყველებსა და თქვენს ჯადოსნებს, თქვენს მესიზმრეებს, თქვენს მკითხავებსა და თქვენს გრძნეულებს, რომლებიც გეუბნებიან, არ მოემსახურებით ბაბილონის მეფესო.

ლევიანნი 19:31
ნუ მიმართავთ მიცვალებულთა გამოძახებას და ჯადოსნობას; ნუ გაიუწმიდურებთ თავს. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.

ლევიანნი 19:26
არ ჭამოთ სისხლიანად, არ იმარჩიელოთ და არ იჯადოქროთ.

იერემია 10:2
ასე ამბობს უფალი: „ნუ ივლით წარმართთა გზებით და ცის ნიშნებისა ნუ შეგეშინდებათ, როგორც წარმართებს ეშინიათ.

გამოსვლა 22:18
ჯადოქარს ნუ აცოცხლებ.

1 მეფეთა 28:7
შეინიღბა საული, სხვა სამოსელი გადაიცვა, ორი კაცი გაიყოლა და ღამით მიაკითხა იმ ქალს. უთხრა: „დაეკითხე გარდაცვლილთა სულებს და ამომიხმე, ვისზეც გეტყვი”.

მეორე რჯული 18:10
არ იყოს შენს შორის თავისი ძისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც მარჩიელი, არც გრძნეული,

1 ნეშტთა  10:13
მოკვდა საული დანაშაულის გამო, რომელიც ჩაიდინა უფლის წინაშე, რადგან არ დაიცვა უფლის სიტყვა და მესულთანესაც მიმართა გამოსაკითხად.

დანიელი 4:7
მოვიდნენ გრძნეულნი, მოგვნი, მკითხავნი და ქალდეველნი; ვუამბე სიზმარი, მაგრამ ვერ ამიხსნეს მისი აზრი.

მეორე რჯული 18:10-11
არ იყოს შენს შორის თავისი ძისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც მარჩიელი, არც გრძნეული, არც მომჯადოვებელი, არც სულთა და არც მკვდართა გამომკითხველი,

ესაია 8:19
როცა გეტყვიან: „დაეკითხეთო მესულთნეებსა და გრძნეულებს, რომლებიც ჩურჩულებენ და ბუტბუტებენ; განა ყოველი ხალხი თავის ღმერთს არ ეკითხება, განა მკვდრებს უნდა ეკითხებოდნენ ცოცხალთა გამო?”

გამოსვლა 7:11-22
უხმო ფარაონმა ბრძენკაცებსა და ჯადოქრებს; და გააკეთეს ეგვიპტელმა გრძნეულებმა, იგივე თავ-თავისი გრძნეულებით. დააგდო თითოეულმა თავისი კვერთხი და იქცნენ გველებად; და შთანთქა აჰარონის კვერთხმა მათი კვერთხები. გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, ისე როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. უთხრა უფალმა მოსეს: „გული გაუქვავდა ფარაონს, უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე. წადი ფარაონთან დილით; გამოვა წყალთან და დადექი მის შესახვედრად მდინარის ნაპირზე; კვერთხი, გველად რომ იქცა, ხელში გეჭიროს. უთხარი, უფალმა, ებრაელთა ღმერთმა, მომავლინა-თქო შენთან ამის სათქმელად: „გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ უდაბნოში; აჰა, არ შეისმინე აქამდე. ასე ამბობს უფალი: ამით შეიტყობ, რომ მე ვარ უფალი – კვერთხს, რომელიც ხელში მიჭირავს, დავკრავ მდინარის წყალს და სისხლად იქცევა; თევზი, რომელიც მდინარეშია, გაწყდება და მდინარე ამყრალდება, ვეღარ დალევენ ეგვიპტელნი მდინარის წყალს”. უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აჰარონს: ‘აიღე შენი კვერთხი, გაიწოდე შენი ხელი ეგვიპტელთა წყლებზე – მათ მდინარეებზე, ნაკადულებზე, მათ ტბებსა და ყველა მათ წყალსატევზე!’ და იქცევიან სისხლად და ჩადგება სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში, როგორც ხეებში, ასევე ქვებშიც”. ისე მოიქცნენ მოსე და აჰარონი, როგორც უბრძანა უფალმა. ფარაონის და მისი მსახურების თვალწინ აღმართა კვერთხი, დასცა მდინარის წყალს და გადაიქცა მთელი მდინარის წყალი სისხლად. ამოწყდა თევზი მდინარეში, აყროლდა ნილოსი და ვეღარ სვამდნენ ეგვიპტელები მდინარის წყალს; და იყო სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე. და იგივე გააკეთეს ეგვიპტის გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით; გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს.

გამოსვლა 8:7-18
იგივე გააკეთეს გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით და ამოიყვანეს ბაყაყები ეგვიპტის ქვეყანაზე. დაუძახა ფარაონმა მოსეს და აჰარონს და უთხრა: „ილოცეთ უფლის მიმართ, რომ მოაშოროს ბაყაყები ჩემგან და ჩემი ხალხისაგან; გავუშვებ თქვენს ხალხს და შესწირონ მსხვერპლი უფალს”. უთხრა მოსემ ფარაონს: „დანიშნე დრო, როდის ვილოცო შენთვის, შენი მსახურებისთვის და შენი ხალხისთვის – ბაყაყების შენგან და შენი სახლებიდან მოსასპობად, მხოლოდ მდინარეში დარჩებიან”. და უთხრა: „ხვალ”. მიუგო მოსემ: „იყოს შენი სიტყვისამებრ, რათა გაიგო, რომ არავინ არის უფლის, ჩვენი ღმერთის მსგავსი. მოგშორდებიან ბაყაყები შენ და შენს სახლებს, შენს მსახურთ და შენს ხალხს; მხოლოდ მდინარეში დარჩებიან”. გამოვიდნენ მოსე და აჰარონი ფარაონისგან და შეჰღაღადა მოსემ უფალს ბაყაყთა გამო, რომელნიც მოუვლინა ფარაონს. აასრულა უფალმა მოსეს სიტყვისამებრ და დაიხოცნენ ბაყაყები სახლებში, ეზოებსა და მინდვრებში. მოაგროვეს გროვებად და აყროლდა ქვეყანა. იხილა ფარაონმა, რომ სული მოითქვა ქვეყანამ და გაიქვავა გული. არ ისმინა მათი, როგორც ჰქონდა ნათქვამი უფალს. უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აჰარონს, გაიწოდეო კვერთხი, დაჰკარი მიწის მტვერს და გადაიქცევა მტვერი მკბენარად ეგვიპტის მთელ ქვეყანაში”. ასეც მოიქცა: გაიწოდა აჰარონმა კვერთხიანი ხელი, დაჰკრა მიწის მტვერს და მკბენარი მოედო ადამიანსა და პირუტყვს. მთელი მიწის მტვერი კოღოდ გადაიქცა ეგვიპტის ქვეყანაში. და იგივე გააკეთეს გრძნეულებმა თავ-თავისი ჯადოქრობით, მკბენარის წარმოსაქმნელად, მაგრამ ვერ შეძლეს და მკბენარი ეხვია ადამიანსა და პირუტყვს.

ესაია 19:3
სული დაელევა ეგვიპტეს მის წიაღში; წახდება მათი განზრახვა; დაეკითხებიან კერპებს, მომნუსხველებს, მესულთანეებს და ჯადოქრებს;

საქმეები 16:16-18
ისე მოხდა რომ, როცა ლოცვისთვის მივდიოდით, ერთი გოგონა შეგვხვდა, რომელსაც პითონის სული ჰქონდა და მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს. იგი პავლეს და ჩვენ მოგვყვებოდა და მოგვყვიროდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც თქვენი გადარჩენის გზებს გაუწყებენო. ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში. ძალიან შეწუხდა პავლე, მიუბრუნდა და უთხრა სულს: „იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან”. და იმწამსვე გამოვიდა.

საქმეები 19:19
ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოსნობას ეწეოდა, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვერცხლი გამოვიდა.

4 მეფეთა 23:24
აღმოფხვრა იოშიამ მესულთანეები, გრძნეულები, ჯადოქრები, თერაფიმები, კერპები და ყოველი სისაძაგლე, რაც კი იუდას ქვეყანასა და იერუსალიმში გამოჩნდა, რათა აღსრულებულიყო იმ წიგნში ჩაწერილი რჯულის სიტყვები, რომელიც უფლის სახლში იპოვა ხილკიაჰუ მღვდელმა.

დანიელი 2:2
და ბრძანა მეფემ მოეყვანათ გრძნეულნი, მოგვნი, მკითხავნი და ქალდეველნი, რომ აეხსნათ სიზმარი მეფისთვის. ისინიც მოვიდნენ და დადგნენ მეფის წინაშე.

მიქა 5:12
ხელიდან გამოგგლეჯ ჯადოქრებს და აღარ გეყოლება მკითხავები.

4 მეფეთა 21:6
ცეცხლში გაატარა თავისი ვაჟი, მისნობდა და სულთა მხმობელნი განაწესა. ბევრ ბოროტებას აკეთებდა უფლის თვალში მის განსარისხებლად.

1 მეფეთა 28:6
უთხრა საულმა თავის მსახურებს: „მომიძებნეთ სულთა გამომძახებელი ქალი, მივალ და ვამკითხვინებ”. უთხრეს მსახურებმა: „აჰა, ყენდორშია სულთა გამომძახებელი ქალი”.