მშობლების მოვალეობები ბავშვებისადმი ბიბლიური ციტატები

ტიტეს 2:4
რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს ქმრისა და შვილების სიყვარული,

მათეს 19:13-14
მაშინ მოიყვანეს მასთან ბავშვები, რომ ხელი დაედო და ელოცა მათთვის, მოწაფეები კი უკრძალავდნენ მათ. იესომ თქვა: „გამოუშვით ბავშვები და ნუ უკრძალავთ ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა სამეფო”.

იგავნი 22:6
გაწვრთენი ყმაწვილი, რომ სწორ გზაზე იაროს და სიბერეშიც არ გადაუხვევს მას.

ეფესელთა 6:4
თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.

მეორე რჯული 4:9
მხოლოდ გაფრთხილდით და გულმოდგინედ დაიცავით თქვენი სული, ნუ დაივიწყებთ თქვენი თვალით ნანახ საქმეებს და ნურც გულიდან ამოიგდებთ სიცოცხლის დღეებში; მოუყევით თქვენს ძეებს და ძეთა ძეებს

მეორე რჯული 11:19
ასწავლეთ თქვენს ძეებს და ელაპარაკეთ მათზე, როგორც სახლში ყოფნისას, ისე გზაზე სვლისას, როგორც დაწოლისას, ისე ადგომისას.

ესაია 38:19
ცოცხალი! მხოლოდ ცოცხალი შეგაქებს, როგორც მე გაქებ დღეს. მამა აუწყებს შვილებს შენს ერთგულებას.

იოველ 1:3
ამაზე უამბეთ თქვენს შვილებს, თქვენმა შვილებმა – თავიანთ შვილებს, მათმა შვილებმა – შემდეგ თაობას.

გამოსვლა 10:2
რომ გეამბნა შენი შვილისა და შვილიშვილისათვის, რა მოვაწიე ეგვიპტეს, და რა ნიშნები გამოვავლინე, რათა გცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი”.

ფსალმუნები 77:4
არ დავუმალავთ ამას მათ შვილებს, ვუამბობთ მომავალ თაობას უფლის დიდებას, მის ძლიერებას და სასწაულებს, რომელნიც მან მოიმოქმედა.

1 ნეშტთა 28:9
შენც სოლომონ, ჩემო ძეო, შეიცანი მამაშენის ღმერთი და მთელი გულითა და გონებით ემსახურე მას, რამეთუ მთლიანად იკვლევს გულს უფალი და ფიქრთა ყოველი ზრახვა უწყის. თუ მოძებნი მას – იპოვი, თუ მიატოვებ – სამუდამოდ უარგყოფს.

დაბადება 48:15
აკურთხა იოსები და თქვა: „ღმერთმა, რომლის წინაშეც დადიოდნენ ჩემი მამები, აბრაჰამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მმწყემსავს ჩემი გაჩენიდან დღემდე,

ებრაელთა 11:20
რწმენით აკურთხა ისაკმა იაკობი და ესავი მომავლისთვის.

ფსალმუნები 102:13
როგორც მამას ებრალება შვილები, ისე ებრალება უფალს თავისი მოშიშები.

იობი 42:15
მთელ ქვეყანაზე არ მოიძებნებოდნენ იობის ასულებისთანა მშვენიერი ქალები. და მისცა მათ მამამ სამკვიდრო მათ ძმებს შორის.

1 ტიმოთეს 5:8
ხოლო, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავისი ოჯახის წევრებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია.

1 ტიმოთეს 3:4
თავისი სახლის კარგი მმართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ჰყავს ყოველგვარი ღირსებით.

იგავნი 13:24
წკეპლის დამზოგავს სძულს თავისი ძე, შვილის მოყვარული კი გულმოდგინედ წვრთნის მას.

იგავნი 19:18
გაწვრთენ შენი შვილი, სანამ ჯერ კიდევ არის იმედი; შეხედე, ნუ დაღუპავ მას.

იგავნი 23:13
წვრთნას ნუ დაუკავებ ყმაწვილს, წკეპლაც რომ მოსცხო, არ მოკვდება;

იგავნი 29:17
დასაჯე შენი შვილი და მოგასვენებს, სულს დაგიამებს.

ებრაელთა 12:7
წვრთნას გაუძელით, რადგან როგორც ძეებს, ისე გექცევათ ღმერთი. რომელ ძეს არ წვრთნის მამა?

კოლასელთა 3:21
მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა გულები არ დაუძაბუნდეთ.

დაბადება 24:1-4
მოხუცდა აბრაჰამი, ხანში შევიდა; და აკურთხა უფალმა აბრაჰამი ყველაფრით. და უთხრა აბრაჰამმა თავის მსახურს, სახლთუხუცესს, ყოველივეს განმგებელს, რაც გააჩნდა: „ამომიდე ხელი საზარდულქვეშ. და დაგაფიცებ უფალს, ცისა და მიწის ღმერთს, რომ არ მოჰგვრი ცოლს ჩემს ძეს ქანაანის ასულთაგან, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ, არამედ წახვალ ჩემს ქვეყანაში, ჩემს სახლეულთან, და იქიდან მოუყვან ცოლს ჩემს ძეს, ისაკს”.

დაბადება 28:1-2
მოიხმო ისაკმა იაკობი, აკურთხა და დაავალა: „ცოლი ქანაანის ასულთაგან არ შეირთო. წადი შუამდინარეთში, დედაშენის მამის, ბეთუელის სახლში, და დედაშენის ძმის, ლაბანის ასულთაგანი შეირთე ცოლად;

დაბადება 17:18
და უთხრა აბრაჰამმა ღმერთს: „ნეტავ ისმაელმა იცოცხლოს შენს წინაშე!”

2 მეფეთა 12:16
ევედრებოდა დავითი ღმერთს ჩვილისთვის; მარხულობდა, შიგნით განმარტოვდა და მიწაზე წოლით ათევდა ღამეს.

მარკოზის 5:23
ევედრებოდა და ეუბნებოდა: „ჩემი ქალიშვილი სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ განიკურნოს და იცოცხლოს”.

იოანეს 4:46
ასე რომ, იესო კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ გადააქცია. იყო იქ მეფის ერთი მოხელე, რომელსაც ავადმყოფი შვილი ჰყავდა კაპერნაუმში.