Homeტიტეს მიმართ

ტიტეს 2

ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის წერილი ტიტეს მიმართ
სწავლება ჯანსაღ მოძღვრებაზე

21 შენ კი ილაპარაკე ის, რაც შეჰფერის საღ მოძღვრებას, რათა ბერიკაცები იყვნენ ფხიზელნი, ღირსეულნი, აზრიანნი, საღნი სარწმუნოებაში, სიყვარულში, მოთმინებაში. ასევე მოხუცი დედაკაცებიც – ქცევით ღირსეულნი, არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონანი, არამედ სიკეთის მასწავლებელნი, რათა ასწავლონ ყმაწვილქალებს, უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები, იყვნენ აზრიანნი, სუფთანი, ოჯახზე მზრუნველნი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა. ჭაბუკებსაც შეაგონე, რომ თავშეკავებულნი იყვნენ. ყველაფერში გამოიჩინე თავი კეთილ საქმეთა მაგალითად: მოძღვრებაში – შეურყვნელობა, სიდინჯე, 8 სიტყვა ნათელი, უკიცხველი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვერაფერი თქვას ჩვენზე. 9 მონები თავიანთ პატრონებს დაემორჩილონ ყველაფერში, აამონ, სიტყვას ნუ შეუბრუნებენ, 10 არაფერი მოიპარონ, არამედ გამოიჩინონ სრული ერთგულება, რათა ყველაფრით შეამკონ ჩვენი მაცხოვარი ღვთის მოძღვრება.
11 ვინაიდან გამოჩნდა ღვთის მადლი, ყველა ადამიანის მხსნელი, 12 ჩვენ დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი, და ვიცხოვროთ ამ საუკუნეში აზრიანად, სიმართლით და ღვთისმოსაობით. 13 მოველოდეთ ნეტარ სასოებას და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გაცხადებას, 14 რომელმაც თავი დასდო ჩვენთვის, რათა გამოვესყიდეთ ყოველგვარი ურჯულოებისაგან და განეწმიდა თავისთვის რჩეული ხალხი, კეთილი საქმეების მოშურნე. 15 ეს ელაპარაკე, შეაგონე და ამხილე მთელი ძალით. ნურც ნურვინ უგულებელგყოს შენ.

თავი პირველი                                                                                                                                         თავი მესამე

Newer Post
Older Post

COMMENTS