ბიბლიის მუხლები თემაზე
მსახურები, რა გზით უნდა ასწავლონ
25 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
საქმეები 8:5
ფილიპე სამარიელთა ქალაქში ჩავიდა და მათ უქადაგებდა ქრისტეს.
-
ლუკას 20:21
ჰკითხეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ მართებულად ლაპარაკობ და ასწავლი, მიკერძოებული არ ხარ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას.
-
1 პეტრეს 4:11
თუ ვინმე ლაპარაკობს, ილაპარაკოს როგორც ღვთის სიტყვით; თუ ვინმე ემსახურება, ღვთის მიერ მინიჭებული ძალით ემსახუროს, რათა ღმერთი განდიდდეს ყველაფერში იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც აქვს დიდება და ძალა უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
-
მარკოზის 16:20
ისინი კი წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანამდევი ნიშნებით.
-
მარკოზის 8:4
მიმოფანტულნი კი მიმოდიოდნენ და სიტყვას ახარებდნენ.
-
1 კორინთელთა 1:17
რადგან ქრისტეს არ მოვუვლენივარ მოსანათლად, არამედ სახარებლად. არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი.
-
1 კორინთელთა 2:1
და მეც, თქვენთან მოსვლისას, ძმებო, მაღალფარდოვანი სიტყვითა და სიბრძნით არ მოვსულვარ ღვთის მოწმობის გასაცხადებლად,
-
2 კორინთელთა 4:5
ვინაიდან ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს; ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსთვის.
-
2 კორინთელთა 2:17
ვინაიდან ჩვენ არ ვვაჭრობთ ღვთის სიტყვით, როგორც მრავალნი, არამედ წრფელად, როგორც ღვთისგან, ღვთის წინაშე ვლაპარაკობთ ქრისტეში.
-
2 კორინთელთა 4:2
არამედ უარვყავით ყოველივე რაც სამარცხვინო და დაფარულია, და არა მზაკვრობითა და ღვთის სიტყვის გაყალბებით, არამედ ჭეშმარიტების წარმოჩენით წარვუდგენთ ჩვენს თავს ყველა ადამიანის სინდისს, ღვთის წინაშე.
-
1 თესალონიკელთა 2:3
ვინაიდან ჩვენს შეგონებაში არც საცდური ყოფილა, არც უწმიდურება და არც ცბიერება.
-
საქმეები 5:20
წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ყველაფერი ამ სიცოცხლის შესახებ”.
-
საქმეები 20:20
სასარგებლო არაფერი დამიკავებია თქვენთვის, რაც არ გაგიცხადეთ და გასწავლეთ საჯაროდ თუ სახლებში;
-
რომაელთა 15:19
ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილურიკიამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება.
-
ესაია 58:1
ხმამაღლა იყვირე, თავს ნუ დაიზოგავ, საყვირივით აღიმაღლე ხმა და გამოუცხადე ჩემს ხალხს მისი დანაშაული და იაკობის სახლს - მისი ცოდვები.
-
ეზეკიელი 2:6
შენ კი, ძეო კაცისავ! ნურც მათი შეგეშინდება და ნურც მათი ლაპარაკისა, თუმცა ძეძვივით და ეკალივით იქნებიან შენთან და იცხოვრებ მორიელთა შორის. მათი ლაპარაკის ნუ შეგეშინდება და მათი სახე ნუ შეგაკრთობს, ვინაიდან მეამბოხენი არიან.
-
მათეს 10:27-28
რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე ილაპარაკეთ, და რასაც ჩურჩულით მოისმენთ, ერდოებზე იქადაგეთ. ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. უფრო მეტად იმის გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია და სხეულისაც გეენაში.
-
2 კორინთელთა 3:12
ამიტომ, რაკი ამდენი თავისუფლება გვაქვს, დიდი გაბედულებითაც ვმოქმედებთ.
-
1 თესალონიკელთა 2:8-9
ასევე ჩვენც, თქვენდამი გულმხურვალთ გვსურდა მოგვეცა თქვენთვის არა მარტო ღვთის სახარება, არამედ ჩვენი სიცოცხლეც, ვინაიდან საყვარელნი გახდით ჩვენთვის. ხომ გახსოვთ, ძმებო, ჩვენი შრომა და ჯაფა: დღედაღამ ვშრომობდით, რათა არავის დავწოლოდით ტვირთად და ისე ვქადაგებდით თქვენს შორის ღვთის სახარებას.
-
საქმეები 6:4
ჩვენ კი, ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი”.
-
2 ტიმოთეს 4:2
რომ დაჟინებით იქადაგო სიტყვა მოსახერხებელ და მოუხერხებელ დროს, ამხილო, შერისხო, შეაგონო მთელი სულგრძელობითა და სწავლებით.
-
2 კორინთელთა 1:18-19
მაგრამ მოწმეა ღმერთი, რომ ჩვენი სიტყვა თქვენ მიმართ არ ყოფილა ‘ჰო’ და ‘არა’, ვინაიდან ღმერთის ძე, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენ შორის ვქადაგებდით მე, სილოანე და ტიმოთე, არ იყო ‘ჰო’ და ‘არა’, არამედ ყოველთვის ‘ჰო’ იყო მასში,
-
1 ტიმოთეს 4:16
იფხიზლე საკუთარ თავსა და მოძღვრებაზე; მტკიცედ მიჰყევი ამას, ვინაიდან ასეთი მოქმედებით საკუთარ თავსაც იხსნი და შენს მსმენელთაც.
-
ფილიპელთა 1:15-17
თუმცა ზოგიერთი შურითა და ჯიბრით, ზოგი კი კეთილი განზრახვით ქადაგებს ქრისტეს. ერთნი სიყვარულით, რადგან იციან, რომ სახარების დასაცავად ვარ დაყენებული, მეორენი კი ჯიბრით, არაწმიდად ქადაგებენ ქრისტეს, რადგან ფიქრობენ, რომ ამით ჭირს მიუმატებენ ჩემს ბორკილებს.
-
1 კორინთელთა 9:18
მაშ, რა არის ჩემი საზღაური? ის, რომ როცა სახარებას ვქადაგებ, უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვიყენებ ჩემს ძალაუფლებას სახარებაში.