მათეს 11:28
მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ!
გამოსვლა 23:5
თუ ტვირთის ქვეშ დავარდნილი სახედარი დაინახო, რომელიც შენი მოძულისაა, ნუ მიატოვებ: დაეხმარე გამოხსნაში.
1 მეფეთა 12:11
მაშინ მოავლინა უფალმა იერუბაყალი, ბედანი, იფთახი და სამუელი და გამოგიხსნათ გარშემო მტრების ხელიდან და თქვენც ცხოვრობდით მშვიდად.
1 მეფეთა 12:14
თუ უფლის შიში გექნებათ, მას ემსახურებით, მის ხმას მოუსმენთ და არ ეურჩებით უფლის ბრძანებებს, მაშინ დაგიფარავთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენცა და მეფესაც, თქვენზე რომ მეფობს.
გოდება იერემიასი 3:27
სიკეთე კაცს, რომელმაც თავისი უღელი ზიდა სიჭაბუკეში,
მათეს 23:4
კრავენ მძიმე და ძნელად საზიდ ტვირთს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს; თავად კი თითსაც არ გაატოკებენ მის სატარებლად.
ლუკას 11:46
მან კი უთხრა: ვაი თქვენც, რჯულისმცოდნენო, ვინაიდან მძიმე ტვირთს ჰკიდებთ ადამიანებს, თვითონ კი იმ ტვირთს თითსაც არ აკარებთ!
ამოსი 2:13
აჰა, ისე გაგჭყლეტთ, როგორც ძნებით სავსე ურემი ჭყლეტს.
რიცხვნი 11:11
უთხრა მოსემ უფალს: რატომ უმტრე შენს მონას? რად ვერ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამ ხალხის ტვირთი რომ დამაკისრე?
მეორე რჯული 1:9
ასე გითხარით თქვენ იმ დროს: მე მარტოს არ შემიძლია-მეთქი თქვენი ტარება!
მეორე რჯული 1:12
მე მარტომ, როგორ ვატარო თქვენი საზრუნავი, ტვირთი და შუღლი?
2 მეფეთა 15:33
უთხრა დავითმა: თუ წამომყვები, ტვირთად დამაწვები.
ნეემია 5:15
განმგებლებმა, რომლებიც ჩემზე წინ იყვნენ, ხალხს ცხოვრება დაუმძიმეს, მათგან პურსა და ღვინოსაც იღებდნენ, ვერცხლის ორმოცი შეკელის გარდა; მათი მსახურებიც კი ბატონობდნენ ხალხზე, მაგრამ ღვთის მოშიშობის გამო, მე ასე არ მოვქცეულვარ.
იგავები 27:3
მძიმეა ქვა და ქვიშის ტვირთი, სულელის ბრაზი კი ორივეზე მძიმეა.
იგავები 12:25
დარდიანი გული თრგუნავს კაცს, კეთილი სიტყვა კი ახარებს.
ფსალმუნები 37:4
რადგან ჩემს თავს გასცილდნენ ცოდვანი ჩემნი, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემზე.
გოდება იერემიასი 1:14
ჩემი დანაშაულის უღელი შეკრულია, მისი ხელით დაიწნა, კისერზე დამადო და ძალა წამართვა; მათ ხელთ გადამცა უფალმა, ვის წინაშეც არ ძალმიძს წამოდგომა.
მათეს 20:12
ამბობდნენ: ამ უკანასკნელებმა, მხოლოდ ერთი საათი წაიმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე ავიტანეთო.
2 კორინთელთა 1:8
რადგან არ გვინდა, ძმებო, არ იცოდეთ ჩვენი გასაჭირი, რაც აზიაში გადაგვხდა, რომ ჩვენს შეძლებაზე მეტად დაგვიმძიმდა, ისე, რომ, სიცოცხლის იმედიც აღარ გვქონდა.
გალატელთა 6:5
რადგან ყველა თავის ტვირთს ატარებს.
ლუკას 21:14
ჩაიდეთ გულებში, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი.
2 ტიმოთეს 3:6
რადგან ამათთაგან არიან, სახლებში რომ იპარებიან და ატყვევებენ უგუნურ ქალებს – ცოდვებში ჩაფლულებსა და სხვადასხვაგვარი გულისთქმებით მართულებს;