მათხოვრები ბიბლიის მუხლები

4 მეფეთა 6:26
და გაიარა ერთხელ ისრაელის მეფემ გალავანზე და შეჰბღავლა ერთმა ქალმა: „მიშველე, მეფე-ბატონო!”

ლუკას 16:3
მნემ თქვა თავისთვის: ‘როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მართმევს სამნეოს. ბარვა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია.

4 მეფეთა 8:3-5
შვიდი წლის დამლევს დაბრუნდა ეს ქალი ფილისტიმელთა ქვეყნიდან, და მოვიდა მეფესთან თავისი სახლ-კარისა და საყანის გამოსათხოვად. ამ დროს გეხაზის, ღვთისკაცის მსახურს, ელაპარაკებოდა მეფე და ეუბნებოდა: „მიამბე ყველა დიდი საქმე, რაც ელისეს გაუკეთებია.” და როცა უამბობდა მეფეს, როგორ გააცოცხლა ელისემ მკვდარი, აჰა, ის ქალი, რომელსაც შვილი გაუცოცხლა, ეხვეწება მეფეს თავისი სახლ-კარისა და საყანის გამო. თქვა გეხაზიმ: „მეფე-ბატონო! ეს ის ქალია! და ეს არის მისი ძე, ელისემ რომ გააცოცხლა!”

იობი 19:16
ჩემს მსახურს ვეძახი და არ მპასუხობს; ვევედრები მას ჩემი პირით.

იობი 24:4-5
გაჭირვებულს გზიდან აგდებენ, ერთად მიიმალნენ ქვეყნის ღარიბნი. როგორც უდაბნოში კანჯრები, გადიან თავიანთ საქმეზე ნადავლის საძებრად. ტრამალი პურს აძლევს მათ ბავშვებს.

იობი 29:11-12
ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა, რადგან მიხსნია ღატაკი, შველას რომ ითხოვდა, და ობოლი, შემწე რომ არ ჰყავდა.

ფსალმუნები 36:25
ყმაწვილი ვიყავი, კიდეც მოვხუცდი და არ მინახავს მართალი კაცი მიტოვებული, და მისი მოდგმა – პურზე ხელგაწვდილი.

ფსალმუნები 108:10
იხეტიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ, და ითხოვდნენ პურს თავიანთი ნანგრევებიდან.

გოდება იერემიასი 4:4
ძუძუმწოვრის ენა წყურვილისაგან ეკრობა მის სასას, ჩვილნი პურს ითხოვენ, არავინაა მათთვის პურის მომტეხი.

2 მეფეთა 14:4
და შევიდა თეკოაყელი ქალი მეფესთან, დაემხო მიწაზე, თაყვანისცა და უთხრა: “მიშველე, მეფეო”

იობი 30:28
ჩაშავებული დავიარები, უმზეოდ; კრებულში ვდგავარ და შველას ვითხოვ.

მარკოზი 10:46
და მივიდნენ იერიხოს. იერიხოდან რომ გადიოდა, თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად, გზის პირას იჯდა ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმაიოსი.

ლუკას 18:35
იერიხოს რომ მიუახლოვდნენ, ვიღაც ბრმა იჯდა გზაზე და მოწყალებას ითხოვდა.

ლუკას 16:20-21
ასევე იყო ერთი გლახაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა დაწყლულებული. ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ.

იოანეს 9:8
მეზობლებმა და მათ, ვისაც ადრე ენახათ, რომ მათხოვარი იყო, თქვეს: „ეს ის არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?”

საქმეები 3:2-3
იყო კაცი ვინმე, დედის მუცლიდანვე საპყარი. ყოველდღე მოჰყავდათ იგი და სვამდნენ ტაძრის კართან, რომელსაც მშვენიერი ეწოდებოდა, რათა ტაძარში შემომსვლელთაგან მოწყალება ეთხოვა. როცა დაინახა ტაძარში შემავალი პეტრე, და იოანე, სთხოვა მათ მოწყალება.

ესაია 58:6-7
განა ეს მარხვა არაა, რომელიც ამოვარჩიე, გახსენი საბელნი ბოროტეულთა, შეხსენი ბორკილნი უღლისა, და გაუშვი ჩაგრულნი თავისუფლად და ყველა უღელი გაწყვიტეთ. განა იმისათვის არ არის, რომ გაუნაწილო შენი პური მშიერს და ღარიბნი და უსახლკარონი შემოიყვანო სახლში? როდესაც დაინახავ შიშველს, შემოსე იგი და შენს სისხლსა და ხორცს ნუ უგულვებელჰყოფ.

მათეს 26:11
ვინაიდან ღარიბნი მუდამ თქვენთანა გყავთ, მე კი მუდამ არ გეყოლებით.

მეორე რჯული 15:11
რადგან არ დაილევა გლახაკი ქვეყანაში, ამიტომ გიბრძანებ ხელგაშლილი იყო შენი ძმის მიმართ, შენი ღარიბისა და შენი გლახაკის მიმართ შენს ქვეყანაში.

იგავნი 19:17
ღატაკის მწყალობელი უფალს აძლევს სესხს და სამაგიეროს ის მიუზღავს მას.

ზაქარია 7:10
ქვრივს, ობოლს, ხიზანს, ღარიბ-ღატაკს ნუ დაჩაგრავთ, ბოროტს ნუ იზრახავთ თქვენს გულში ერთმანეთისთვის.’

Close
Close