მართლის წარმატება ბიბლიური ციტატები

იგავნი 28:25
ამპარტავანი კაცი შუღლს აღვივებს, უფალზე დაიმედებულს კი წარმატება ექნება.

იგავნი 13:21
ცოდვილთ ბოროტება დასდევს, მართალთ კი სიკეთე მიეზღვებათ.

ფსალმუნები 1:3
და იქნება იგი წყლის ნაკადებთან დანერგილი ხესავით, თავის დროზე რომ იძლევა ნაყოფს, ფოთოლი მისი არ ჭკნება და ყოველივეში, რასაც იქმს, წარმატებულია.

ფსალმუნები 36:11
თავმდაბალნი კი ქვეყანას დაიმკვიდრებენ და დიდი მშვიდობით დაამდებიან.

ფსალმუნები 67:6
ღმერთი სახლს აძლევს მარტოხელებს, კეთილდღეობაში გამოჰყავს პატიმრები, ურჩნი კი ხრიოკზე რჩებიან.

ფსალმუნები 105:5
რათა ვიხილო შენი რჩეულების კეთილდღეობა, გავიხარო შენი ერის სიხარულით და ვიკვეხნო შენს სამკვიდროსთან ერთად.

მეორე რჯული 29:9
დაიცავით ამ აღთქმის სიტყვები და აღასრულეთ, რათა წარმატებას მიაღწიოთ ყველაფერში, რასაც გააკეთებთ.

იესო ნავეს ძე 1:8
და ნუ განშორდება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეთ – დღე და ღამე მასზე იფიქრე, რომ იფხიზლო ყოველივე მასში ჩაწერილის აღსასრულებლად, რადგან მაშინ მიაღწევ წარმატებას და სიკეთეს შენს გზებზე.

იობი 36:11
თუ გაუგონებენ და ემსახურებიან, კურთხევაში დაასრულებენ დღეებს და წლებს – ნეტარებაში.

იგავნი 11:25
გულუხვი კაცი წარმატებული იქნება; სხვათა დამარწყულებელი, თვითონაც დარწყულდება.

იგავნი 13:4
ზარმაცის სულს სწადია და არა აქვს, ბეჯითთა სული კი დამსუყდება.

ეკლესიასტე 7:14
დატკბი სიკეთის დღეს და უბედურების დღეს – ჩაუკვირდი; ესეც და ისიც ღმერთმა შექმნა იმისთვის, რომ კაცი ვერ მიხვდეს რა იქნება მის შემდეგ.

დანიელი 6:28
წარმატებული იყო დანიელი როგორც დარიოსის, ისე სპარსელი კიროსის მეფობისას.

მეორე რჯული 28:11
სიუხვეს მოგცემს უფალი ყველა სიკეთეში, შენი მუცლის, საქონლისა და მინდვრის ნაყოფებში, იმ მიწაზე, რომლის მიცემაც შეჰფიცა შენს მამებს უფალმა.

დაბადება 39:3
და იხილა მისმა ბატონმა, რომ უფალი იყო მასთან და ხელს უმართავდა ყველაფერში, რასაც აკეთებდა.

1 მეფეთა 18:5
ყველგან დადიოდა დავითი, სადაც საული გააგზავნიდა და ყველგან წარმატებას აღწევდა; და დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად. ყველას მოეწონა ეს ამბავი, ხალხსაც და საულის მსახურთაც.

1 მეფეთა 18:14
ყველაფერში ხელი ემართებოდა დავითს და უფალი იყო მასთან.

4 მეფეთა 18:7
ყველგან, სადაც გავიდოდა, უფალი იყო მასთან და გონივრულად იქცეოდა. განუდგა აშურის მეფეს და აღარ ემორჩილებოდა.