კოჭლობა ბიბლიის მუხლები

საქმეები 3:2
იყო კაცი ვინმე, დედის მუცლიდანვე დავრდომილი. ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ ტაძრის „მშვენიერად“ წოდებულ კართან, რათა ტაძარში შემომსვლელებისთვის მოწყალება ეთხოვა.

მათეს 11:5-6
ბრმები კვლავ ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.  ნეტარია, ვინც არ შეცდება ჩემში!“

საქმეები 14:8
იყო ერთი კაცი ლისტრაში, ფეხებმოწყვეტილსა და დედის მუცლიდანვე დავრდომილს, არასოდეს გაევლო.

2 მეფეთა 4:4
კოჭლი ძე ჰყავდა იონათანს, საულის შვილს. ხუთი წლის იყო, როცა საულისა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეყელიდან; აიყვანა იგი მისმა ძიძამ და გაიქცა; სიჩქარეში დაუვარდა ბავშვი და დაკოჭლდა. მეფიბოშეთი ერქვა სახელად.

2 მეფეთა 9:3
ჰკითხა მეფემ: „ხომ არ დარჩენილა ვინმე საულის სახლიდან, რომ მოვექცე ღვთის სიკეთით?“ უპასუხა ციბამ მეფეს: „ძე დარჩა იონათანს, ორივე ფეხით კოჭლი“.

იობი 29:15
ბრმისთვის თვალები ვიყავი და კოჭლისთვის – ფეხები;

იერემია 31:8
აჰა, მომყავს ისინი ჩრდილოეთის ქვეყნიდან, დედამიწის კიდეებიდან შევკრებ მათ; ბრმა და კოჭლი, ფეხმძიმე და მშობიარე მათთან ერთად იქნებიან, დიდი კრებული დაბრუნდება.

ლუკას 14:13-14
არამედ ლხინს რომ გამართავ, გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები მოიწვიე.  ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, სანაცვლოდ რომ მოგიზღან. ამიტომ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება“.

ლუკას 7:22
უთხრა მათ იესომ პასუხად: „წადით, უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ – ბრმები კვლავ ხედავენ, ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.

მათეს 4:23-24
დადიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სამეფოს სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველნაირ უძლურებას ხალხში.  და მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და კურნავდა მათ.

მათეს 8:6-7
უთხრა: „უფალო, სახლში მსახური მიწევს დავრდომილი და სასტიკად იტანჯება“. 7 იესომ მიუგო: „მოვალ და განვკურნავ“.

მარკოზის 2:1-12
რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში; ხმა დაირხა, სახლშიაო.  უმალვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კარებში ტევა აღარ იყო; და ეუბნებოდა მათ სიტყვას.  მივიდნენ და მიუყვანეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა.  და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლეს მასთან მიახლოება, სახურავი გადახადეს იმ სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და საწოლი, რომელზეც დავრდომილი იწვა, ხვრელიდან ჩაუშვეს შიგნით.  მათი რწმენა რომ იხილა იესომ, უთხრა დავრდომილს: „შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!“  ზოგიერთი იქ მჯომთაგან მწიგნობარი იყო და გულში ფიქრობდა:  „რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?“  იესო სულით მაშინვე მიხვდა, რასაც ისინი გულში ფიქრობდნენ, და მიმართა: „რატომ ფიქრობთ ასეთ რამეს თქვენს გულებში?  რა უფრო ადვილია, თქმა დავრდომილისთვის – მოგეტევა შენი ცოდვებიო, თუ იმის თქმა – ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარეო?  ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე, უთხრა დავრდომილს:  შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!“  ისიც მაშინვე ადგა, აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას დასანახად. ყველა განცვიფრდა, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „ასეთი რამ არასოდეს გვინახავს“.

მათეს 15:30-31
დიდძალი ხალხი მივიდა მასთან; თან ჰყავდათ კოჭლები, დასახიჩრებულები, ბრმები, მუნჯები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფერხთით და მან განკურნა ისინი, ისე, რომ უკვირდა ხალხს როცა ხედავდა, ალაპარაკებულ მუნჯებს, გამოჯანსაღებულ ავადმყოფებს, მოსიარულე კოჭლებს და მხედველ ბრმებს; და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.

მათეს 21:14
ივიდნენ მასთან ბრმები და კოჭლები ტაძარში და განკურნა ისინი.

საქმეები 3:6-10
უთხრა პეტრემ: „ვერცხლი და ოქრო არ გამაჩნია, მაგრამ რაც მაქვს, იმას გაძლევ – იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, იარე!“  მარჯვენაზე მოკიდა ხელი და წამოაყენა; მყისვე გაუმაგრდა მას ფეხები და სახსრები.  წამოხტა, დადგა და სიარული იწყო. მათთან ერთად შევიდა ტაძარში. დადიოდა, ხტოდა და ღმერთს აქებდა.  მთელი ხალხი უყურებდა მოარულსა და ღვთის მაქებარს. იცნეს ტაძრის „მშვენიერ“ კარიბჭესთან მოწყალების სათხოვად მჯდომი. ამიტომ გაკვირვებითა და განცვიფრებით აღივსნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა.

საქმეები 7:7-8
მრავალი დაკავებულისგან ყვირილით გამოდიოდნენ არაწმიდა სულები; ბევრი დავრდომილიც და კოჭლიც იკურნებოდა. და იყო დიდი სიხარული იმ ქალაქში.

საქმეები 9:33-34
ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რვა წელიწადს დავრდომილი რომ იწვა სარეცელზე. უთხრა პეტრემ: „ენეას, გკურნავს იესო ქრისტე. ადექი და თავად გაისწორე სარეცელი“. და მაშინვე წამოდგა.

მარკოზის 9:45
თუ შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე იგი; გირჩევნია კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხი გქონდეს და ჩაუქრობელი ცეცხლის გეენაში იქნე ჩაგდებული,

იგავნი 26:7
რაღა კოჭლის უსარგებლო ფეხები და რაღა ბრიყვის ბაგეზე იგავი.

ესაია 35:6
ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება, რადგან უდაბნოში წყალი ამოხეთქავს და ტრამალზე – ნაკადულები.

მეორე რჯული 15:21
თუ რამ ნაკლი აღმოაჩნდეს, სიკოჭლე ან სიბრმავე, ან რაიმე ცუდი ხინჯი, ნუ შესწირავ მას უფალს, შენს ღმერთს.

მათეს 11:5
ბრმები კვლავ ხედავენ და ხეიბრები დადიან, კეთროვნები იწმიდებიან და ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.