მეორე რჯული 9:23
როცა გაგგზავნათ უფალმა კადეშ-ბარნეაყიდან სიტყვებით: წადით და დაიპყარით ქვეყანა, რომელიც მოგეცითო, წინ აღუდექით უფლის, თქვენი ღმერთის ბრძანებას, არ ერწმუნეთ და არ შეისმინეთ მისი ხმა.
ფსალმუნები 105:24-25
უგულებელჰყვეს სანუკვარი ქვეყანა, არ ირწმუნეს მისი ნათქვამი. დრტვინავდნენ თავიანთ კარვებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.
1 მეფეთა 8:7
უთხრა უფალმა სამუელს: „გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეტყვიან, რადგან შენ კი არა, მე უარმყვეს თავიანთ მეფედ!
ესაია 1:5
როდემდე უნდა იცემებოდეთ და უმატებდეთ განდგომას? ყოველი თავი სნეულია და ყოველი გული უძლური.
ესაია 31:6
მობრუნდით მისკენ, ძენო ისრაელისა, განდგომის გამრღმავებელნო.
ნეემია 9:26
მაინც განგიდგნენ და აგიჯანყდნენ, ზურგს უკან მოისროლეს შენი რჯული, შენი წინასწარმეტყველნი კი, რომლებიც შენკენ მოსაბრუნებლად შეაგონებდნენ მათ, დახოცეს და დიდი საგმობი საქმენი ჩაიდინეს.
ფსალმუნები 106:11
რადგან ეურჩებოდნენ ღვთის სიტყვებს და უზენაესის რჩევას უგულებელყოფდნენ.
ეზეკიელი 17:15
ის კი აუჯანყდა მას და მოციქულები გაგზავნა ეგვიპტეში, რომ ცხენები და ბევრი ხალხი მიეცათ მისთვის. განა მიაღწევს წარმატებას? განა გადარჩება ამის ჩამდენი? აღთქმას დაარღვევს და გადარჩება?
რიცხვნი 20:3
ედავებოდა ხალხი მოსეს და ამბობდა: „ნეტავ ჩვენც მაშინ დავხოცილიყავით, როცა ჩვენი ძმები იხოცებოდნენ უფლის წინაშე.
ეზეკიელი 20:8
მაგრამ ამიჯანყდნენ, არ მოინდომეს ჩემი მოსმენა; არც ერთმა არ მოიშორა თავისი სისაძაგლე თვალთაგან, არ მიატოვეს ეგვიპტის კერპები. ვთქვი: გადმოვღვრი-მეთქი ჩემს გულისწყრომას და აღვასრულებ მათზე ჩემს რისხვას შუაგულ ეგვიპტის მიწაზე.
ზაქარია 7:11
მაგრამ მათ არ მოისურვეს ყურის დაგდება, ურჩი მხრები აიჩეჩეს და ყურები დაიმძიმეს, რომ არ შეესმინათ.
ესაია 59:13
ურჩობა და სიცრუეა უფლის წინაშე და განვუდექით ჩვენს ღმერთს: ცილს ვწამებდით და ვღალატობდით; გულში სიყალბეს განვიზრახავდით და ვლაპარაკობდით.
დანიელი 9:5
აჰა, შევცოდეთ, ურჯულოებას ვიქმოდით, ბოროტს ჩავდიოდით და ვჯიუტობდით, გადავუხვიეთ შენს მცნებებსა და დადგენილებებს.
იესო ნავეს ძე 1:18
და ყოველი, ვინც ეურჩება შენს ბრძანებას და არ დაემორჩილება შენს სიტყვას, რასაც უბრძანებ, მოკვდება! ოღონდ განმტკიცდი და ძალზედ გამხნევდი”.
იესო ნავეს ძე 22:16-19
„ასე ამბობს უფლის მთელი თემი: რატომ უღალატეთ ისრაელის ღმერთს, რატომ აქციეთ ზურგი, რატომ აიშენეთ სამსხვერპლო და აუმხედრდით ამ დღეს უფალს? ნუთუ საკმარისი არ იყო ჩვენთვის ფეღორის დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვწმენდილვართ და რის გამოც მოსრა უფლის თემი სენმა? ზურგი აქციეთ დღეს უფალს და აღარ მიჰყვებით. დღეს უფალს აუმხედრდით, ხვალ კი ისრაელის მთელ თემს დაატყდება რისხვა! თუ უწმიდურად თვლით თქვენს სამკვიდრო ქვეყანას, გადადით უფლის სამკვიდრო ქვეყანაში, სადაც დაივანა უფლის სავანემ და დამკვიდრდებით ჩვენს შორის. ნუ აუმხედრდებით უფალს და ნურც ჩვენ აგვიმხედრდებით ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოს გარდა სხვა სამსხვერპლოს აშენებით.
ესაია 65:2
მთელ დღეს გაწვდილი მქონდა მათკენ ხელები, ურჩთა გზით თავის ნებაზე მავალი, უკეთური ხალხისკენ.