მარკოზის 10:18
ხოლო იესომ უთხრა: „რატომ მიწოდე კეთილი? არავინ არის კეთილი, გარდა ერთისა – ღმერთისა.
ფსალმუნები 118:68
კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე შენი წესები.
ნეემია 9:20
შენი კეთილი სული მიეცი მათ შესაგონებლად, შენი მანნა არ მოგიკლია მათი პირისთვის და წყალი – მათი მწყურვალებისას.
ფსალმუნები 72:1
ნამდვილად კეთილია ღმერთი ისრაელისადმი, გულით სუფთების მიმართ.
ფსალმუნები 144:9
ყველას მიმართ კეთილია უფალი და მისი წყალობა მის ყველა ქმნილებაზეა.
1 ნეშტთა 16:34
უმადლოდეთ უფალს, რადგან კეთილია იგი; რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი!
ფსალმუნები 99:5
რადგან კარგია უფალი, საუკუნოა მისი წყალობა და თაობიდან თაობამდეა მისი ერთგულება.
რიცხვნი 13:27
წამოვიდნენ და მოვიდნენ მოსესთან, აჰარონთან და ისრაელიანთა მთელ თემთან, ფარანის უდაბნოში, კადეშში, უამბეს ყველას ამბავი და აჩვენეს იმ ქვეყნის ნაყოფები.
მეორე რჯული 8:7
ვინაიდან კარგ ქვეყანაში მიჰყავხარ უფალს, შენს ღმერთს, სადაც წყლის ნაკადულები და წყაროები მოედინება და ბინულებია ველებსა და მთებში;
იერემია 29:10
რადგან ასე ამბობს უფალი: სამოცდაათი წელი რომ შეუსრულდება ბაბილონს, მაშინ მოგიკითხავთ და ავასრულებ თქვენზე ნათქვამ ჩემს კეთილ სიტყვას: დაგაბრუნებთ-მეთქი ამ ადგილზე.
რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.
ნაუმი 1:7
კეთილია უფალი, თავშესაფარია გაჭირვების დღეს, ცნობს მასზე მინდობილებს.
გამოსვლა 33:19
უპასუხა უფალმა: „ჩამოვატარებ მთელ ჩემს სიკეთეს შენს წინ და განვაცხადებ ჩემს სახელს ‘უფალი’ და შევიწყალებ ვისაც შევიწყალებ, და შევიბრალებ ვისაც შევიბრალებ”.
გოდება იერემიასი 3:25
კეთილია უფალი მისი მომლოდინესთვის, მისი მაძიებელი სულისთვის.
ამოსი 5:14-15
სიკეთე ეძიეთ და არა ბოროტება, რომ იცოცხლოთ, მაშინ ცაბაოთ უფალი იქნება თქვენთან, როგორც თქვენ ამბობთ. ბოროტება შეიძულეთ, სიკეთე შეიყვარეთ; კარიბჭეში სამართალი დაამკვიდრეთ და იქნებ შეიწყალოს უფალმა, ცაბაოთ ღმერთმა იოსების ნატამალი.
1 პეტრეს 2:3
რადგან იგემეთ, რომ კეთილია უფალი,
იერემია 32:40
სამარადისო აღთქმას დავდებ მათთან, რომ ზურგს აღარ ვაქცევ და სიკეთით მოვექცევი; ჩემს შიშს ჩავუნერგავ გულებში, რომ აღარ განმიდგნენ.
მათეს 7:11
მაშ, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისთვის, მეტადრე თქვენი ზეციერი მამა მისცემს სიკეთეს იმას, ვინც სთხოვს.
ფილიპელთა 1:6
და დარწმუნებული ვარ, რომ ის, ვინც დაიწყო თქვენში კეთილი საქმე, დაასრულებს კიდეც იესო ქრისტეს დღემდე.
ნეემია 9:25
დაიპყრეს გამაგრებული ქალაქები და ნოყიერი მიწა, დაიმკვიდრეს ყოველგვარი სიკეთით სავსე სახლები, ამოკვეთილი ჭები, ვენახები და ზეთისხილის ბაღები და ნაყოფიერი ხეები მრავლად; ჭამეს, გაძღნენ, გასუქდნენ და განცხრომას მიეცნენ შენი დიდი სიკეთის წყალობით.
ნაუმი 1:7
კეთილია უფალი, თავშესაფარია გაჭირვების დღეს, ცნობს მასზე მინდობილებს.