ებრაელთა 1:3
ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. დაასრულა რა ჩვენი ცოდვებისგან განწმედა, დაჯდა მაღლა, დიდების მარჯვნივ.
ლუკას 2:9
და უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და დიდი შიშით შეშინდნენ.
იოანეს 11:40
უთხრა მას იესომ: „განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღმერთის დიდებას იხილავ-მეთქი?”
იოანეს 14:8-9
უთხრა ფილიპემ: „უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისი იქნება ჩვენთვის”. უთხრა მას იესომ: „რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამა იხილა. როგორღა ამბობ, გვიჩვენეო მამა?
საქმეები 7:55
ხოლო მან, სულიწმიდით აღსავსემ, ახედა ცას და დაინახა ღვთის დიდება და უფლის მარჯვნივ მდგარი იესო.
იოანეს 1:14
და სიტყვა გახდა ხორცი და დამკვიდრდა ჩვენ შორის მადლითა და ჭეშმარიტებით აღსავსე და ჩვენ ვიხილეთ მისი დიდება, როგორც მამისგან მხოლოდშობილის დიდება.
ლუკას 9:32
პეტრე და მასთან მყოფნი ძილით იყვნენ დამძიმებულნი; როცა გამოფხიზლდნენ, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომი ორი კაცი.
იოანეს 2:11
ასე დაიწყო იესომ სასწაულების მოხდენა გალილეის კანაში და გამოავლინა თავისი დიდება; და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა.
იოანეს 12:41
ეს თქვა ესაიამ, რაკი იხილა მისი დიდება და ილაპარაკა მასზე. მთავრებმა ირწმუნეს, მაგრამ არ აღიარებენ
იოანეს 17:24
მამავ, მსურს, რომ სადაც მე ვარ, ისინიც, შენ რომ მომეცი, ჩემთან იყვნენ, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც შენ მომეცი, რადგან წუთისოფლის შექმნამდე შემიყვარე.
ებრაელთა 2:9
მაგრამ ვხედავთ იესოს, სიკვდილის განცდის გამო მცირე ხნით დამცირებულს ანგელოზთა წინაშე; და დიდებითა და პატივით დაგვირგვინებულს, რათა ღვთის მადლით ეგემა სიკვდილი ყველას გამო.
2 პეტრეს 1:16:17
ვინაიდან მოხერხებულად შეთხზული ამბების მოყოლით კი არ გაუწყეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალა და მოსვლა, არამედ საკუთარი თვალით ვიხილეთ მისი სიდიადე. რადგან მან მამა ღმერთისგან მიიღო პატივი და დიდება, როდესაც ხმა გამოვიდა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე.
იოანეს 12:23
იესომ მიუგო და უთხრა მათ: „დადგა ჟამი, რომ განდიდდეს ძე კაცისა.
იოანეს 12:27-33
ახლა შფოთავს ჩემი სული და რა ვთქვა? მამაო, მიხსენი ამ ჟამისგან! მაგრამ ამისთვის მოვედი ამ ჟამს. მამაო, განადიდე შენი სახელი! და მოვიდა ზეციდან ხმა: „განვადიდე და კვლავაც განვადიდებ”. იქ მდგომმა ხალხმა ამის გაგონებაზე თქვა, დაიქუხაო. სხვებმა კი თქვეს: ანგელოზი დაელაპარაკაო. მიუგო იესომ და უთხრა: „ჩემთვის კი არ იყო ეს ხმა, არამედ თქვენთვის. ახლაა ამ ქვეყნიერების განკითხვა და ახლა განიდევნება გარეთ ამ ქვეყნიერების მთავარი. და როცა ავმაღლდები დედამიწიდან, ყველას ჩემთან მივიზიდავ”. ამას იმის მისანიშნებლად ამბობდა, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.
იოანეს 13:31-32
იუდა რომ გავიდა, თქვა იესომ: „ახლა განდიდდა ძე კაცისა და ღმერთი განდიდდა მასში. რაკი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავის თავში და უმალვე განადიდებს მას.
მათეს 16:27
რადგან მოვა ძე კაცისა თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით.
მარკოზის 8:38
რადგან ვისაც ჩემი და ჩემი სიტყვებისა შერცხვება ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, ძე კაცისასაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამის დიდებით, წმიდა ანგელოზებთან ერთად”.
მათეს 24:30
მაშინ გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი; და იხილავენ ძე კაცისას ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.
მათეს 25:31
ხოლო, როცა თავისი დიდებით მოვა ძე კაცისა და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.
2 თესალონიკელთა 1:10
როცა ის მოვა, რათა იმ დღეს განდიდდეს თავის წმიდანებში და გააოცოს ყველა მორწმუნე; რადგან იწამეთ ჩვენი მოწმობა თქვენს მიმართ.
მათეს 17:2
და ფერი იცვალა მათ წინაშე: მზესავით გაბრწყინდა მისი სახე, ხოლო მისი ტანისამოსი სინათლესავით გასპეტაკდა.
მარკოზის 9:3
მისი ტანისამოსი ბრწყინვალე და სპეტაკი გახდა, ისე რომ, ამ ქვეყნად არც ერთ გამთეთრებელს არ ძალუძს ასე გათეთრება.
2 კორინთელთა 4:4-6
ურწმუნოთათვის, რომლებსაც ამ წუთისოფლის ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა არ ებრწყინა მათთვის სახარების ნათელს ქრისტეს დიდებაზე, რომელიც ღვთის ხატია. ვინაიდან ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს; ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსთვის. ვინაიდან ღმერთმა, რომელმაც ბრძანა, სინათლე გამობრწყინებულიყო ბნელიდან, ჩვენი გულებიც გაანათა; რათა მოეცა ღვთის დიდების შემეცნების სინათლე, რომელიც ქრისტეს სახეზეა.
2 პეტრეს 1:17
რადგან მან მამა ღმერთისგან მიიღო პატივი და დიდება, როდესაც ხმა გამოვიდა მისი დიდმშვენიერი დიდებიდან: ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე.
გამოცხადება 1:14-16
მისი თავი და თმები თეთრი იყო, როგორც თეთრი მატყლი, როგორც თოვლი; თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი. მისი ფეხები, როგორც ქურაში გავარვარებული სპილენძი, ხოლო მისი ხმა, როგორც ბევრი წყლის ხმაური. მარჯვენა ხელში ეჭირა შვიდი ვარსკვლავი, მისი პირიდან გამოდიოდა ორლესული მახვილი; და მისი სახე იყო როგორც მზე, თავისი ძლიერებით მბრწყინავი.
იოანეს 1:18
ღმერთი არასოდეს არავის უხილავს. მხოლოდშობილმა ძემ, მამის წიაღში მყოფმა, მან გაგვიცხადა.
იოანეს 12:44-45
იესომ შესძახა და თქვა: „ვისაც ჩემი სწამს, ჩემი კი არ სწამს, არამედ იმისი, ვინც მე მომავლინა, და ჩემი მხილველი ხედავს მას, ვინც მე მომავლინა.
იოანეს 14:7-9
მე რომ მიცნობდეთ, მამაჩემიც გეცნობებოდათ. ამიერიდან იცნობთ მას და გიხილავთ იგი”. უთხრა ფილიპემ: „უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისი იქნება ჩვენთვის”. უთხრა მას იესომ: „რა ხანია, თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამა იხილა. როგორღა ამბობ, გვიჩვენეო მამა?
კოლასელთა 1:15
ვინც არის უხილავი ღვთის ხატება, პირმშო ყოველი ქმნილებისა,
კოლასელთა 1:19
ვინაიდან სასურველი იყო მამისთვის, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სისავსე,
კოლასელთა 2:9
ვინაიდან სხეულებრივად მასშია დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე;