ბიბლიის მუხლები თემაზე
ღმერთმა აპატია
19 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
2 მეფეთა 12:13
და უთხრა დავითმა ნათანს: „შევცოდე უფალს.“ უთხრა ნათანმა: „უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები!
-
ფსალმუნები 31:5
ცოდვა ჩემი ვაღიარე და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა.
-
ფსალმუნები 84:2
შენ აპატიე შენს ხალხს დანაშაული, დაფარე ყველა მათი ცოდვა.
-
ფსალმუნები 77:38
მაგრამ მან, გულმოწყალემ, შეუნდო ცოდვა და არ მოსპო ისინი, მრავალჯერ შეაბრუნა თავისი რისხვა და არ აღმდგარა მთელი თავისი გულისწყრომით.
-
რიცხვნი 14:20
უთხრა უფალმა მოსეს: „მიმიტევებია, შენი სიტყვისამებრ.
-
ესაია 40:2
გულითადად ელაპარაკეთ იერუსალიმს და აუწყეთ, რომ დასრულდა მისი ბრძოლა, რადგან ეპატია დანაშაული და ორმაგად მიეზღო უფლის ხელით ყველა მისი ცოდვის წილ.
-
ფსალმუნები 102:12
როგორც აღმოსავლეთია დაშორებული დასავლეთისგან, ისე განგვაშორა მან ჩვენი დანაშაული.
-
იობი 14:17
ჩაიბეჭდებოდა გრაგნილში ჩემი დანაშაული, და ჩემს ბრალს შენ წარხოცავდი.
-
ესაია 44:22
ღრუბელივით წარვხოცე შენი დანაშაული და ნისლივით – შენი ცოდვები; დამიბრუნდი, რადგან მე გამოგისყიდე.
-
ესაია 38:17
აჰა, ჩემი სიმრთელისთვის ვიწვნიე სიმწარე, შენ დაიცავი სული ჩემი არარაობის ორმოსგან და შენს ზურგს უკან მოისროლე ჩემი ყველა ცოდვა.
-
2 კორინთელთა 5:19
იმიტომ, რომ ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყნიერება, არ ჩაუთვალა მათ მათი დანაშაულებანი და მოგვცა შერიგების სიტყვა.
-
მათს 9:2
და აჰა, მიუყვანეს ლოგინად ჩავარდნილი დავრდომილი. იხილა რა მათი რწმენა, უთხრა იესომ დავრდომილს: „გამხნევდი შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.
-
ლუკა 5:20
იხილა რა მათი რწმენა, უთხრა: „ადამიანო, მოგეტევა შენი ცოდვები.
-
ლუკა 7:47-48
ამიტომ გეუბნები: მაგას მრავალი ცოდვა მიეტევა, რადგან ძლიერ შეიყვარა. ხოლო, ვისაც ცოტა მიეტევა, მცირედ უყვარს.“ შემდეგ უთხრა ქალს: „მიგეტევა შენი ცოდვები.
-
1 იოანე 2:12
თქვენ გწერთ, შვილებო, რადგან მოგეტევათ ცოდვები მისი სახელის მეშვეობით.
-
კოლასელთა 2:13
და თქვენც, მკვდრები რომ იყავით დანაშაულსა და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგვიტევა ყველა შეცოდება.
-
მათეს 9:5
რა უფრო ადვილია: უთხრა, მოგეტევა შენი ცოდვები თუ უთხრა, ადექი და გაიარე?
-
რომაელთა 3:25
რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შეწყალების მსხვერპლად, რწმენის მეშვეობით მისსავე სისხლში, რათა გამოჩენილიყო მისი სიმართლე უწინ ჩადენილ ცოდვათა მიტევებით,
-
კოლასელთა 3:13
შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.