ღმერთი ხედავს მთელ დედამიწას ბიბლიური ციტატები

დაბადება 16:13
და უწოდა ჰაგარმა უფალს, რომელიც მას ელაპარაკა, „ელ როი“ – „უფალი, რომელიც ხედავს!“ და თქვა: „აქ ვნახე ღმერთი, რომელიც მხედავს.“

იობი 10:4
ნუთუ შენც ხორციელი თვალები გაქვს? ნუთუ შენც ადამიანივით იყურები?

ფსალმუნები 95:9
თაყვანი ეცით უფალს წმიდა მოწიწებით; თრთოდე მის წინაშე, მთელო ქვეყნიერებავ!

ზაქარია 4:10
რადგან ვინ მოიძულა მცირე წამოწყების დღე? გაიხარებენ ისინი, რადგან იხილავენ შვეულს ზერუბაბელის ხელში – ეს უფლის შვიდი თვალია, ისინი გადასწვდებიან მთელ ქვეყნიერებას.

ფსალმუნები 112:6
თავს იმდაბლებს, რათა იხილოს ცა და ქვეყანა;

ფსალმუნები 32:13
ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ადამიანის ყველა ძეს.

ფსალმუნები 101:19
რადგან გადმოიხედა უფალმა თავისი წმიდა სიმაღლიდან, ზეციდან გადმოხედა დედამიწას.

ესაია 18:4
რადგან ასე მითხრა უფალმა: „მშვიდად გადმოვიხედავ ჩემი სამკვიდროდან, როგორც შუადღის ხვატის სინათლე და როგორც ნამის ღრუბელი მკის პაპანაქებაში.“

გოდება იერემიასი 3:50
ვიდრე არ გადმოიხედება და არ იხილავს უფალი ციდან.

დაბადება 1:4
იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო ნათელი და გაყო ღმერთმა ნათელი ბნელისგან.

დაბადება 1:10
უწოდა ღმერთმა ხმელეთს მიწა, ხოლო შეგროვილ წყალს – ზღვა. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

დაბადება 1:12
აღმოაცენა მიწამ მცენარეული – ბალახი, თესლის მთესველი და ხე ნაყოფიერი, მიწაზე თავისი ჯიშებისამებრ თესლოვანი ნაყოფის მომტანი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

დაბადება 1:18
რათა განეგოთ დღე და ღამე და ერთმანეთისგან გაეყოთ ნათელი და ბნელი. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

დაბადება 1:21
შექმნა ღმერთმა ზღვის ურჩხულნი და ყოველი სულდგმული, წყალში მცურავი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ფრთოსანი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

დაბადება 1:25
შექმნა ღმერთმა მიწის მხეცები თავისი ჯიშებისამებრ, პირუტყვი თავისი ჯიშებისამებრ და ყოველი ქვეწარმავალი თავისი ჯიშებისამებრ. და იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო.

დაბადება 1:31
იხილა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და აჰა, კარგი იყო ფრიად. იყო საღამო და იყო დილა – მეექვსე დღე.

დაბადება 9:16
გამოჩნდება ცისარტყელა ღრუბლებში, დავინახავ მას და გავიხსენებ საუკუნო აღთქმას ღმერთსა და ყოველ მიწიერ ხორციელ არსებას შორის, რაც კი არის დედამიწაზე.“

მეორე რჯული 11:12
მიწა, რომელზეც უფალი, შენი ღმერთი ზრუნავს; უფლის, შენი ღმერთის თვალია მასზე, წლის დასაწყისიდან – დასასრულამდე.

იგავნი 22:12
უფლის თვალები ცოდნას იცავენ, მოღალატის ნათქვამს კი ძირს დასცემს.

იობი 28:24
რადგან ის გაჰყურებს დედამიწის კიდეებს და ხედავს მთელ ცისქვეშეთს.