3 მეფეთა 8:56
„კურთხეულ იყოს უფალი, რომელმაც მოასვენა თავისი ხალხი, ისრაელი, როგორც დაპირდა! ერთი სიტყვაც არ დარჩენილა აღუსრულებელი მისი სასიკეთო დანაპირებიდან, რომელიც თავისი მსახურის, მოსეს მეშვეობით წარმოთქვა.
იობი 23:13
თუ გადაწყვიტა, ვინ შეაცვლევინებს აზრს? რასაც მოისურვებს მისი სული, იმას გააკეთებს;
იობი 33:11
ბორკილები დამადოო ფეხებზე და ყოველ ჩემს ნაბიჯს აკვირდება!
იობი 19:21
შემიბრალეთ, შემიბრალეთ, მეგობრებო, რადგან ღმერთის ხელი შემეხო!
იობი 3:14
მეფეებთან და ქვეყნის მრჩევლებთან, თავისთვის სამარხთა აღმშენებლებთან
იობი 31:2
მაშ, რა წილი გვაქვს მაღლა მყოფი ღმერთისგან, ანდა რა მემკვიდრეობას ვიღებთ ყოვლადძლიერისგან, მაღლიდან?
იოანეს 5:17
მან კი მიუგო: „მამაჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ.“
საქმეები 4:28
რომ მოემოქმედათ ის, რაც წინასწარ განსაზღვრა შენმა ხელმა და შენმა ნებამ.
იაკობის 1:17
ყოველი კეთილი მისაცემელი და ყოველი სრულყოფილი ნიჭი გადმოდის მაღლიდან, შუქთა მამისგან, რომელთანაც არც ცვლილებაა და არც ჩრდილი ცვალებადობის.
ფსალმუნები 101:27
შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დასრულდება.
ებრაელთა 1:12
მოსასხამივით დაგორგლავ მათ და სამოსელივით გამოიცვლებიან; შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დასრულდება.“
მალაქია 3:6
რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები, ამიტომ არ ნადგურდებით თქვენ, იაკობის ძენო.
ებრაელთა 13:6
ამიტომ თამამად ვამბობთ: „უფალია ჩემი შემწე, არ მეშინია: რას მიზამს კაცი?“
ფსალმუნები 88:2
რადგანაც ვთქვი: უკუნისამდეა დაფუძნებული შენი წყალობა და ცებშია განმტკიცებული შენი ერთგულება.
2 ტიმოთეს 2:13
თუ ჩვენ არ ვერწმუნებით, ის მაინც სარწმუნოდ რჩება, ვინაიდან არ ძალუძს საკუთარი თავის უარყოფა.
ებრაელთა 6:17
ამიტომ, როცა ღმერთმა მოინდომა აღთქმის მემკვიდრეთათვის თავისი ნების ურყევობა ეჩვენებინა, ფიცს მიმართა,
იგავნი 19:21
მრავალი განზრახვაა კაცის გულში, მაგრამ უფლის გადაწყვეტილება ასრულდება.
ებრაელთა 7:21
ვინაიდან ისინი გახდნენ მღვდლები ფიცის გარეშე, ეს კი ფიცით მის მიერ, რომელმაც უთხრა მას: „დაიფიცა უფალმა და არ შეინანებს: შენ ხარ მღვდელი უკუნისამდე მელქისედეკის წესით.“
ებრაელთა 4:1
ამიტომ გვეშინოდეს, რათა, ვიდრე მის სიმშვიდეში შესასვლელი აღთქმა რჩება, ვინმე თქვენგანი დაგვიანებული არ აღმოჩნდეს.
ესაია 40:8
ხმება ბალახი და ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას.“
ფსალმუნები 118:89
უფალო, უკუნისამდეა განმტკიცებული შენი სიტყვა ზეცაში.
მათეს 5:18
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, არც ერთი იოტა, არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, სანამ ყოველივე არ აღსრულდება.
1 პეტრეს 1:23-25
რადგან ხელახლა ხართ შობილნი არა ხრწნადი თესლისგან, არამედ უხრწნადისგან – ღმერთის ცოცხალი და საუკუნო სიტყვის მიერ. რადგან ყოველი ხორციელი ბალახს ჰგავს და ადამიანის ყოველი დიდება ბალახის ყვავილს. გახმა ბალახი და დაცვივდა მისი ყვავილიც. უფლის სიტყვა კი უკუნისამდე მკვიდრობს. და ეს ის სიტყვაა, თქვენ რომ გეხარათ.
იონა 3:10
იხილა ღმერთმა მათი საქმენი, რომ მოექცნენ თავიანთი ბოროტი გზიდან, გული მოუბრუნდა და აღარ მოუვლინა ის უბედურება, რომელიც წარმოთქვა მათზე.
იონა 4:2
შეღაღადა უფალს და უთხრა: „გემუდარები, უფალო, განა ამას არ ვამბობდი ჯერ კიდევ ჩემს ქვეყანაში ყოფნისას? ამის გამო გავიქეცი თარშიშს, რადგან ვიცოდი, რომ შემწყნარებელი ღმერთი ხარ და მიმტევებელი, სულგრძელი და დიდმოწყალე, და თავს არიდებ დასჯა