ღმერთი კეთილმოქმედია ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 118:68
კეთილი ხარ და კეთილმოქმედი; მასწავლე შენი წესები.

ფსალმუნები 144:9
ყველას მიმართ კეთილია უფალი და მისი წყალობა მის ყველა ქმნილებაზეა.

გოდება იერემიასი 3:38
განა უზენაესის პირიდან არ გამოდის უბედურება და სიკეთე?

მათეს 5:45
რათა იყოთ თქვენი ზეციერი მამის ძენი, რომელსაც თავისი მზე ამოჰყავს ბოროტთა და კეთილთა თავზე და წვიმას უგზავნის მართლებსაც და უმართლოებსაც.

ფსალმუნები 124:4
სიკეთე გაუკეთე უფალო კეთილთ და მათ, ვინც გულით მართალია.

იერემია 24:6
მათდა სასიკეთოდ მივაპყრობ მათ თვალებს და ხელახლა დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ და არ დავანგრევ, დავრგავ და არ აღმოვფხვრი.

მიქა 2:7
ასე არ ამბობენ იაკობის სახლო! განა სულმოკლეა უფალი? ასეთია მისი საქმენი? განა სიკეთე არ მოაქვს ჩემს სიტყვებს მათთვის, ვინც წრფელად იქცევა?

რომაელთა 8:28
ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველივე სასიკეთოდ ეწევა.

მარკოზის 7:37
მეტისმეტად უკვირდათ და ამბობდნენ: „ყოველივეს სასიკეთოდ აკეთებს, ყრუებს სმენას უხსნის და მუნჯებს ენას ადგმევინებს.“

საქმეები 14:17
თუმცა ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, გვაძლევდა წვიმას ზეციდან და ნაყოფიერ დღეებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს.“

დაბადება 32:9
და თქვა იაკობმა: „მამაჩემის, აბრაამის ღმერთო და ჩემი მამის, ისაკის ღმერთო, უფალო, რომელმაც მითხარი: დაუბრუნდი შენს სამშობლოს, შენს სახლეულს და სიკეთეს გიყოფო.

დაბადება 32:12
ნათქვამი გაქვს: სიკეთეს გიყოფ და შენს შთამომავლობას ზღვის ქვიშასავით გავამრავლებ; და ვერ დაითვლებაო იგი სიმრავლის გამო.

გამოსვლა 1:20
სიკეთე უყო ღმერთმა ბებიაქალებს. ხალხი კი მრავლდებოდა და ძლიერდებოდა.

ფსალმუნები 118:65
კეთილად ექცეოდი შენს მსახურს უფალო, შენი სიტყვისამებრ.

გამოსვლა 18:9
გაიხარა ითრომ ყველა იმ სიკეთის გამო, რაც უყო უფალმა ისრაელს, ეგვიპტელთაგან მათი გამოხსნისას.

რიცხვნი 10:29
უთხრა მოსემ ხობაბს, მოსეს სიმამრის, მიდიანელი რეღუელის ძეს: „ჩვენ იმ ადგილისკენ მივემგზავრებით, რომელიც უფალმა აღგვითქვა მოსაცემად. წამოგვყევი და სიკეთეს გწევთ, რადგან სიკეთეს შეპირდა უფალი ისრაელს.“

ზაქარია 8:15
ისევე გადავწყვიტე, რომ სიკეთე ვუყო იერუსალიმისა და იუდას ხალხს ამ დღეებში. ნუ გეშინიათ!

იერემია 32:41
მათთვის სიკეთის ქმნაში გავიხარებ და ერთგულებით დავრგავ მათ ამ ქვეყანაში მთელი ჩემი გულითა და მთელი ჩემი სულით,

იერემია 33:9
და იქნება ჩვენთვის სასიხარულოდ, საქებრად და სადიდებლად ქვეყნის ყველა ხალხის წინაშე, რომლებიც შეიტყობენ ყველა იმ სიკეთეზე, მე რომ ვიქმ; შეშინდებიან და ათრთოლდებიან იმ სიკეთისა და მშვიდობის გამო, რომელსაც მოვიმოქმედებ.

იერემიას 32:42
რადგან ასე ამბობს უფალი: როგორც მოვუვლინე ამ ხალხს ყველა ეს დიდი უბედურება, ასევე მოვუვლენ მათ ყველა იმ სიკეთეს, რასაც დავპირდი.

ეზეკიელი 36:11
გავამრავლებ თქვენზე ადამიანსა და საქონელს, იმრავლებენ და ინაყოფიერებენ. დაგაფუძნებთ წინანდებურად და პირვანდელზე უკეთესად იქნებით. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.

ფსალმუნები 72:1
ნამდვილად კეთილია ღმერთი ისრაელისადმი, გულით სუფთების მიმართ.

ფსალმუნები 50:18
სიკეთე უყავ შენი კეთილგანწყობით სიონს, აღადგინე გალავნები იერუსალიმისა.

რიცხვნი 10:32
თუ გამოგვყვები, რა სიკეთესაც მოგვმადლებს უფალი, იმავე სიკეთეს შენც გაგიზიარებთ.“

დაბადება 50:20
ბოროტება კი განიზრახეთ ჩემს წინააღმდეგ, მაგრამ ღმერთმა სიკეთედ მოაქცია იგი, რათა ექმნა ის, რაც დღეს ხდება: ეხსნა მრავალი ხალხის სიცოცხლე.

ფსალმუნები 22:6
ასე, სიკეთე და წყალობა დამედევნება კვალდაკვალ, ყოველ დღეს ჩემი სიცოცხლისა; და დავმკვიდრდები უფლის სახლში დღენი მრავალნი.

ფსალმუნები 15:2
ვუთხარი უფალს, შენ ხარ ჩემი ბატონი; შენ გარეშე არ არსებობს ჩემი სიკეთე.

იერემია 18:10
მაგრამ თუ ბოროტებას ჩაიდენს ჩემს თვალში და არ შეისმენს ჩემს ხმას, მაშინ მეც გადავიფიქრებ იმ სიკეთეს, მას რომ ვუპირებდი.