ესაია 66:13
როგორც დედა ანუგეშებს კაცს, ისე განუგეშებთ მეც და იერუსალიმში იქნებით ნუგეშცემულნი.
ესაია 51:3
რადგან უფალი ანუგეშებს სიონს, ანუგეშებს მის ყველა ნანგრევს, ედემად აქცევს მის უდაბნოს და მის გაუკაცრიელებულს – უფლის ბაღად; სიხარული და მხიარულება იქნება მასში, სამადლობელი და სიმღერის ხმა.
ზაქარია 1:17
კიდევ განაცხადე და თქვი, ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: კვლავ აივსება ჩემი ქალაქები დოვლათით, კვლავ ანუგეშებს უფალი სიონს და კვლავ ამოირჩევს იერუსალიმს.
ესაია 57:18
ვიხილე მისი გზები, მაგრამ განვკურნავ მას. წავუძღვები და ნუგეშს აღვუდგენ მას და მასზე მგლოვიარეთ.
იერემია 31:13
მაშინ მოილხენს ქალწული მოცეკვავეთა დასში, ჭაბუკნი და მოხუცნი ერთად გაიხარებენ, სიხარულად ვუქცევ გლოვას და ვანუგეშებ, გავამხიარულებ, მწუხარებას დავავიწყებ.
ესაია 25:8
სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს უფალი ღმერთი და მოსწმენდს ცრემლს ყველა სახიდან, მოაშორებს სირცხვილს თავის ხალხს მთელ ქვეყნიერებაზე, რადგან თქვა უფალმა.
გამოცხადება 7:17
ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროსკენ გაუძღვება; და ღმერთი მოსწმენდს ცრემლს მათ თვალთაგან”.
გამოცხადება 21:4
მოსწმენდს ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი; აღარ იქნება გლოვა, გოდება და ტკივილი, ვინაიდან გადაიარა უწინდელმა”.
ფსალმუნები 70:21
შენ მმატებდი დიდებას და ბრუნდებოდი ჩემს სანუგეშებლად.
ფსალმუნები 118:76
ნეტავი შენი წყალობით მანუგეშებდე, როგორც აღუთქვი შენს მსახურს.
2 თესალონიკელტა 2:17
ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ კეთილ საქმესა და სიტყვაში.
იობი 15:11
ნუთუ გეცოტავება ღვთის ნუგეში? შენთვის ნათქვამი ფაქიზი სიტყვები?
ფსალმუნები 93:19
როცა საზრუნავით მევსება გული, შენი ნუგეში ამხიარულებს ჩემს სულს.
ესაია 40:1
ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი,
2 კორინთელთა 1:3
კურთხეულია ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა; თანამგრძნობი მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთი.
ესაია 51:12
თვით მე ვარ თქვენი ნუგეშისმცემელი. ვინ ხარ შენ, რომ მოკვდავი ადამიანის და მისი შვილის გეშინია, რომელიც ბალახად ითვლება?
მათეს 5:4
ნეტარ არიან მგლოვიარენი, რადგან ისინი ნუგეშცემულნი იქნებიან.
იოანეს 14:16
მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ.
იოანეს 14:26
ხოლო ნუგეშისმცემელი, სულიწმიდა, რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით და გაგახსენებთ ყველაფერს, რაც თქვენთვის მითქვამს.
ესაია 61:2
უფლის სასურველი წელიწადისა და ჩვენი ღმერთის შურისგების დღის გამოსაცხადებლად, რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე.
2 კორინთელთა 1:4
ჩვენი ნუგეშისმცემელი ყოველგვარ გასაჭირში, რომ ჩვენც შევძლოთ ნუგეში ვცეთ ყოველგვარ გასაჭირში მყოფთ იმავე ნუგეშით, რომლითაც ღმერთი გვანუგეშებს.
2 კორინთელთა 1:5
რადგან, როგორც ქრისტეს ტანჯვანი გვაქვს უხვად, ასევე უხვად გვაქვს ქრისტეს მიერ ნუგეშიც.
2 კორინთელთა 1:7
ამიტომაა მტკიცე ჩვენი იმედი თქვენ მიმართ, ვინაიდან ვიცით, რომ, როგორც ჩვენი ტანჯვების თანამოზიარენი ხართ, ასევე ნუგეშისაც.
2 კორინთელთა 1:6
და აჰა, თუ გასაჭირში ვართ, ეს თქვენი ნუგეშისა და ხსნისთვისაა, ხოლო თუ ნუგეშცემულნი ვართ, ისევ თქვენს გასამხნევებლად, რათა შეგაძლებინოთ იმავე ტანჯვის ატანა, რომლითაც ჩვენც ვიტანჯებით.
ფილიპელთა 2:1
მაშ, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის სიყვარულით გამხნევება, თუ არის სულის მოზიარეობა, თუ არის გულითადობა და თანაგრძნობა,
2 თესალონიკელთა 2:16
ხოლო თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვცა მარადიული ნუგეში და კეთილი იმედი მადლით,