ბიბლიის მუხლები თემაზე
დაჩქარება
15 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
იგავები 19:2
ცოდნის გარეშე არ ვარგა კაცი და ვინც ნაბიჯებს იჩქარებს - შესცოდავს.
-
ფსალმუნები 69:1
ღმერთო, იჩქარე ჩემს სახსნელად, უფალო, იჩქარე ჩემს დასახმარებლად.
-
იგავები 21:5
მუყაითის ზრახვები სიუხვეს აჩენს, ხოლო მოჩქარისა - სიდუხჭირეს.
-
1 მეფეთა 21:8
უთხრა დავითმა ახიმელექს: „ხომ არა გაქვს ხელთ შუბი ან მახვილი? რადგან სასწრაფო იყო მეფის ბრძანება და თან არ წამომიღია ჩემი მახვილი და საჭურველი”.
-
2 ნეშტთა 24:5
შეკრიბა მღვდელნი და ლევიანნი და უთხრა: „წადით იუდას ქალაქებში, მთელი ისრაელისგან ააგროვეთ ფული ღმერთის სახლის შესაკეთებლად წლიდან წლამდე და, აჰა, დააჩქარეთ ეს საქმე”. მაგრამ არ დააჩქარეს ლევიანებმა.
-
2 ნეშტთა 35:21
მოციქულები გაუგზავნა ნექომ, ამ სიტყვებით: „რა საქმე მაქვს შენთან, იუდას მეფევ? შენს წინააღმდეგ არ გამოვსულვარ დღეს, სხვა სახლს ვებრძვი და თვით ღმერთმა მიბრძანა რომ ვიჩქარო; შეჩერდი და ნუ შეეწინააღმდეგები ღმერთს, რომელიც ჩემთანაა, რომ არ გაგანადგუროს”.
-
ფსალმუნები 118:60
ვჩქარობდი და არ ვაყოვნებდი შენი მცნებების დაცვას.
-
ლუკას 10:4
არც ქისა წაიღოთ თან, არც აბგა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში.
-
ლუკას 14:21
დაბრუნდა მონა და აუწყა ეს თავის ბატონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას: სასწრაფოდ გადი ქალაქის ქუჩებსა და შესახვევებში და გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები მომიყვანე.
-
დაბადება 19:22
იჩქარე, იქ შეაფარე თავი, რადგან არაფრის ქმნა არ ძალმიძს შენს იქ მისვლამდე!” ამიტომ ეწოდა ამ ქალაქს ცოყარი ანუ უმნიშვნელო.
-
გამოსვლა 12:11
ასე ჭამეთ - წელზე სარტყელი გერტყათ, ფეხსაცმელი გეცვათ, კვერთხი ხელში გეჭიროთ, აჩქარებით ჭამეთ; ეს საუფლო პასექია.
-
იგავები 25:8
ნუ იჩქარებ დავის დაწყებას სასამართლოში, რადგან რაღას იზამ ბოლოს, როცა შეგარცხვენს შენი მოყვასი?
-
ლუკა 15:20
ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა.
-
დაბადება 18:7
ნახირისკენ გაიქცა აბრაჰამი. აიყვანა ჩვილი, საღი ხბო, მსახურს მისცა და ისიც სასწრაფოდ შეუდგა მის მომზადებას.
-
იგავები 29:20
გინახავს სიტყვაში მოჩქარე კაცი? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.