Homeბიბლიაახალი აღთქმა

იაკობის 3

ახალი აღთქმა
იაკობ მოციქულის წერილი
ენა

3ჩემო ძმებო, ბევრნი ნუ გახდებით მასწავლებლები. იცოდეთ, რომ უფრო დიდი მსჯავრს მიიღებთ, რადგან ჩვენ ყველანი ბევრს ვცოდავთ. ვინც სიტყვით არ ცდება, სრულყოფილი ადმიანია. მას შეუძლია, ალაგმოს მთელი სხეულიც. აჰა, ცხენებს ლაგამს ამოვდებთ, რათა დაგვემორჩილონ და ვმართავთ მთელ მათ სხეულს. 4 აჰა, ხომალდები. როგორი დიდებიც არ უნდა იყვნენ და როგორმა ძლიერმა ქარებმაც არ უნდა ატორტმანონ, პატარა საჭე იქით მიაბრუნებს მათ, საითაც მესაჭე მოინდომებს. ასევეა ენაც. პატარა ასოა და ბევრს იქადის.
   აჰა, რა მცირე ცეცხლი ჰბუგავს დიდ ტყეს. ენაც ცეცხლია, უსამართლობის სამყაროა იგი. ენა ჩვენს ასოებს შორისაა მოთავსებული. იგია მთელი სხეულის წამბილწავი და, ჩვენი დაბადების ბორბლის აღმაგზნებელი, თვით აღგზნებულია ჯოჯოხეთისაგან. რადგან ყოველგვარი ბუნება მხეცთა და ფრინველთა, ქვეწარმავალთა და ზღვის ცხოველთა თვინიერდება და მოთვინიერებულია ადამიანის ბუნების მიერ. ენის მოთვინიერება კი კაციშვილს არ შეუძლია. დაუოკებელია ეს ბოროტება და მომაკვდინებელი გესლითაა სავსე. მით ვაკურთხებთ ღმერთსა და მამას და ვწყევლით ღვთის ხატად შექმნილ ადამიანებს. 10 ერთი პირიდან გამოდის ლოცვა–კურთხევა და წყევლა. ასე არ უნდა იყოს, ჩემო ძმებო. 11 განა მოედინება ერთი წყაროსთვალიდან ტკბილი და მწარე? 12 ჩემო ძმებო, განა შეუძლია ლეღვის ხეს ზეთისხილი მოისხას, ან ვაზს — ლეღვი? ასევე ერთი წყაროდან არ შეიძლება მოედინებოდეს მლაშე და ტკბილი წყალი.

სიბრძნე მაღლიდან გარდმომავალი

13 ვინაა თქვენს შორის ბრძენი და გონიერი? კარგი საქციელით აჩვენოს თავისი საქმენი ბრძნულ მოთმინებაში. 14 მაგრამ თუ გულში მწარე შური და შუღლი გაქვთ, ნუ ტრაბახობთ და ნურც ცრუობთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ. 15 ეს არაა მადლით გარდმოვლენილი სიბრძნე, არამედ ქვეყნიური, მიწიერი, ეშმაკისა. 16 რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ შფოთი და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა. 17 ხოლო მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე, პირველყოვლისა, წმიდაა, მერე მშვიდობიანი, ლმობიერი, ნებიერი, წყალობითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო. 18 სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ეთესებათ მშვიდობისმყოფელთ.

თავი მეორე                                                                                                                                           თავი მეოთხე  

COMMENTS