დაბადება 2:22-24
და აუშენა უფალმა ღმერთმა ადამისაგან ამოღებული ნეკნი დედაკაცად, და მიიყვანა იგი ადამთან. და თქვა ადამმა: „ეს ძვალი ჩემს ძვალთაგანია, ეს ხორცი ჩემს ხორცთაგანია. და ეწოდოს მას დედაკაცი, რადგან კაცისგანაა გამოღებული იგი. და ამიტომ მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და მიეკრობა თავის დედაკაცს. და იქნებიან ისინი ერთ ხორცად.”
იგავნი 5:19-20
საყვარელი ფურ-ირმითა და მშვენიერი შველით. მისმა მკერდმა დაგაკმაყოფილოს ყოველ ჟამს, მისი სიყვარული გიტაცებდეს მუდამ! რატომ გიტაცებს, შვილო ჩემო, უცხო ქალი და უცხოელის მკერდზე მოხვევა?
იგავნი 12:4
გამრჯე ქალი გვირგვინია თავისი ქმრისა, შემარცხვენელი კი – როგორც ხრწნა მის ძვლებში.
ეფესელთა 5:25
მამაკაცებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისევე როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის,
მათეს 19:9
მაგრამ მე გეუბნებით თქვენ: ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს.”
იგავნი 18:22
ვინც კარგი ცოლი ჰპოვა, მან სიკეთე ჰპოვა და უფლისაგან მადლი მოიხვეჭა.
იგავნი 19:14
სახლი და ქონება მამათა მემკვიდრეობაა, გონიერი ცოლი კი უფლისაგანაა.
მათეს 5:31-32
ასევე ნათქვამია: ‘ვინც თავის ცოლს გაუშვებს, მისცეს მას გაყრილობის მოწმობა.’ მე კი გეუბნებით თქვენ: ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს, სიძვის მიზეზის გარეშე, იგი მას მრუშად აქცევს. ვინც გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.
1 კორინთელთა 7:10-15
ხოლო დაქორწინებულებს ვამცნებ არა მე, არამედ უფალი: ცოლი არ გაეყაროს ქმარს. ხოლო თუ გაეყრება, უქორწინოდ დარჩეს ანდა ქმარს შეურიგდეს. და ქმარი ნუ დატოვებს თავის ცოლს. სხვებს კი ვეუბნები მე და არა უფალი: თუ ვინმე ძმას ჰყავს ურწმუნო ცოლი და ის ქალი თანახმაა მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს იმ ცოლს. დედაკაცი, რომელსაც ურწმუნო ქმარი ჰყავს და კაცს სურს მასთან ცხოვრება, ნუ დატოვებს ქმარს. ვინაიდან ურწმუნო ქმარი განიწმიდება ცოლით და ურწმუნო ცოლი განიწმიდება ქმრით. თორემ თქვენი შვილები არაწმიდები იქნებოდნენ, ახლა კი წმიდები არიან. მაგრამ თუ ურწმუნოს სურს გაყრა, გაეყაროს. ასეთ ვითარებაში ძმა ან და დამონებულნი არ არიან, რადგან მშვიდობისაკენ მოგვიწოდა ღმერთმა.
იგავნი 20:6-7
ბევრი გაიძახის თავის სიკეთეს, მაგრამ ერთგულ კაცს ვინ იპოვნის? მართალი თავისი უბიწობით დადის, ნეტარ არიან მისი ძენი მის შემდეგ.
იგავნი 30:18-19
სამი რამ არის საოცარი ჩემთვის, ხოლო ოთხი რამ არ ვიცი: გზა არწივისა ცაში, გზა გველისა კლდეზე, გზა ხომალდისა ზღვის შუაგულში და გზა მამაკაცისა ქალწულთან.
მარკოზის 10:11
და ეუბნება მათ: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, იგი მრუშობს მის მიმართ.
მარკოზის 10:2-12
მოვიდნენ ფარისეველნი და ეკითხებოდნენ: “თუ შეუძლია კაცს ცოლის გაშვება?” და სცდიდნენ მას. მან მიუგო და უთხრა მათ: „რა დაგიწესათ მოსემ?” მათ თქვეს: „გაყრის წიგნის დაწერა და გაშვება.” იესომ უთხრა მათ: „თქვენი გულქვაობის გამო დაგიწერათ მან ეს მცნება. მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეკრობა თავის ცოლს. და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად, ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან. ამრიგად, რაც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ გაყრის მათ.” სახლში მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს ამაზე. და ეუბნება მათ: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, იგი მრუშობს მის მიმართ. თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს.”
იგავნი 31:10
მარჯვე ცოლს ვინ ჰპოვებს? მარგალიტებზე მაღალია მისი ფასი.
მეორე რჯული 24:5
თუ კაცს ახლად შერთული ცოლი ჰყავს, ნუ გავა ლაშქარში და ნუ დაევალება მას ნურაფერი. ერთი წელი თავისუფალი იყოს თავის სახლში და გაახაროს თავისი ცოლი, რომელიც შეირთო.
მათეს 19:4-5
მან მიუგო და უთხრა მათ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი? და თქვა: ‘ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკრობა თავის ცოლს და ორნი იქნებიან ერთ ხორცად.’
1 კორინთელთა 7:1-9
ხოლო იმის შესახებ, რაც თქვენ მომწერეთ: კაცისათვის კარგია, არ გაეკაროს დედაკაცს. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყოველ მამაკაცს ჰყავდეს თავისი ცოლი და ყოველ დედაკაცს – თავისი ქმარი. ქმარმა ჯეროვანი პატივი უნდა სცეს ცოლს, აგრეთვე ცოლმაც ქმარს. ცოლი არ ხელმწიფებს თავის სხეულზე, არამედ ქმარი. ასევე ქმარიც არ ხელმწიფებს თავის სხეულზე, არამედ ცოლი. ნუ განშორდებით ერთმანეთს, გარდა შეთანხმებისა, დროებით, რომ მოიცალოთ მარხვისა და ლოცვისათვის, და კვლავ ერთად იყოთ, რათა არ გამოგცადოთ სატანამ თქვენი თავშეუკავებლობით. ხოლო ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანებით. ვინაიდან მსურს, ყველა ადამიანი იყოს, როგორც მე ვარ. მაგრამ ყველას თავისი ნიჭი აქვს ღვთისაგან, ზოგს ასეთი და ზოგს ისეთი. ხოლო დაუქორწინებლებს და ქვრივებს ვეუბნები, რომ მათთვის კარგია ჩემსავით დარჩნენ. თუ თავს ვერ იკავებენ, იქორწინონ, ვინაიდან უმჯობესია დაქორწინდნენ, ვიდრე აღიგზნებოდნენ.
ეფესელთა 5:22-23
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. ვინაიდან ქმარი არის ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე არის ეკლესიის თავი და ის არის სხეულის მაცხოვარი.
კოლოსელთა 3:18-19
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ.
მათეს 19:12
უთხრა მათ: „მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ თქვენი ცოლების გაშვების ნება, დასაბამიდან კი ასე არ ყოფილა.
იერემია 3:8
და დავინახე, რომ ყოველივე იმის გამო, რომ იმრუშა განდგომილმა ისრაელმა, გავუშვი იგი და მივეცი მას გაყრის წერილი, არ შეეშინდა მის მოღალატე დას – იუდას, და წავიდა და ისიძვა მანაც.
ებრაელთა 13:4
ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი – შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს.
ლუკას 16:18
ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.”
COMMENTS