ბედი – ბიბლიური ციტატები

იერემია 29:11
რადგან მე ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენზე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘ზრახვები მშვიდობაზე, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.

აბაკუმი 2:3
რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება.

ფსალმუნები 137:8
უფალი თავის მიზანს აღასრულებს ჩემზე; უფალო, შენი წყალობა მარადიულია; ნუ მიატოვებ ხელთა შენთა ქმნილებას.

გალატელთა 6:7
ნუ მოტყუვდებით: ღმერთი არ შეურაცხყოფს, ვინაიდან, რასაც დათესავს კაცი, იმას მოიმკის.

ესაია 55:11
ასეთი იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან; არ დამიბრუნდება ცარიელი, რადგან მოიმოქმედებს იმას, რაც მე მწადდა, და წარმატება ექნება იმაში, რისთვისაც მე მივავლინე.

რომაელთა 8:28
ჩვენ კი ვიცით, რომ ღვთის მოყვარულებს, მისი განზრახვით მოწოდებულებს, ყოველმხრივ ეწევა სასიკეთოდ.

იგავნი 16:3
მიანდე უფალს შენი საქმენი და შენი გეგმები აღსრულდება.

1 კორინთელთა 2:7-9
არამედ ვაუწყებთ ღმერთის სიბრძნეს, საიდუმლოსა და დაფარულს, რომელიც წინასწარ განსაზღვრა ღმერთმა საუკუნეთა უწინარეს ჩვენი დიდებისათვის, რომელიც ამ საუკუნის მთავართაგან ვერავინ შეიცნო, რადგან რომ შეეცნოთ, ჯვარს არ აცვამდნენ დიდების უფალს. მაგრამ, როგორც წერია: „რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ის მოუმზადა ღმერთმა თავის მოყვარულთ.“

იერემია 17:10
მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და თირკმელთა გამომცდელი, რათა მივაგო ყოველ კაცს მისი გზისამებრ, მის საქმეთა ნაყოფისამებრ.

იგავნი 19:20
ისმინე რჩევა და მიიღე დარიგება, რათა დაბრძენდე საბოლოოდ.

ესაია 46:10
ვაუწყებ დასაბამიდან უკანასკნელს, და ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა, ვამბობ: ‘ჩემი გადაწყვეტილება აღსრულდება და ყოველივე ჩემს ნება-სურვილს აღვასრულებ.’

რომაელთა 8:29
რადგან, რომელნიც წინასწარ იცნო, წინასწარვე განუსაზღვრა მათ თავისი ძის ხატების მსგავსად გარდაქმნა, რათა იყოს იგი პირმშო მრავალ ძმათა შორის.

ეფესელთა 2:10
რადგან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი კეთილი საქმეებისათვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა მათში ვიაროთ.

ფსალმუნები 36:37
დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს.

1 თესალონიკელთა 5:9
რადგან ღმერთმა დაგვადგინა არა შესარისხად, არამედ ხსნის მისაღებად ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით,

იგავნი 22:8
უსამართლობის დამთესავი უბედურებას მოიმკის და მისი მრისხანების კვერთხი გადატყდება.

ეკლესიასტე 6:10
ყველაფერს, რაც შეიქმნა, უკვე სახელიც მიეცა დიდი ხანია; ისიც ცნობილია, რა არის კაცი: თავისზე ძლიერთან დავა არ ძალუძს.

იოანეს 13:1
პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა ქვეყნიერებიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი, შეიყვარა რა თავისიანები, რომლებიც ამ ქვეყნად იყვნენ, და ბოლომდე შეიყვარა ისინი.

გამოცხადება 20:12
და ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ. და წიგნები გადაშლილი იყო. სხვა წიგნიც გადაიშალა, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და განისაჯნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათ საქმეთამებრ.