ათასწლოვანი სამეფო, საყოველთაო მშვიდობა და კურთხევა ბიბლიური ციტატები

ფსალმუნები 45:8-9
მოდით და იხილეთ უფლის საქმენი, როგორ გააპარტახა დედამიწა. ის შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ცეცხლით გადაბუგავს ეტლებს.

ესაია 2:4
ერებს შორის სამართალს განსჯის და ამხელს მრავალ ხალხს; თავისი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედენ ისინი და შუბებისგან – ნამგლებს; ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარავინ ისწავლის.

ესაია 9:5-7
რადგან მეომრის ყოველი ფეხსაცმელი და სისხლით გაჟღენთილი სამოსელი ცეცხლის კერძი გახდება. რადგან ვაჟი შეგვეძინა, ძე მოგვეცა; მის მხრებზე დაივანებს მმართველობა და ეწოდება მას სახელად საკვირველი მრჩეველი, ძლიერი ღმერთი, საუკუნო მამა და მშვიდობის მთავარი. განივრცობა მისი ხელმწიფება და არ ექნება დასასრული მის მშვიდობას დავითის ტახტსა და მის სამეფოზე, რათა განამტკიცოს იგი და დააფუძნოს სამართლითა და სიმართლით ამიერიდან უკუნისამდე; ცაბაოთ უფლის მოშურნეობა აღასრულებს ამას.

ესაია 11:6-9
იცხოვრებს მგელი კრავთან ერთად და ჯიქი თიკანთან წამოწვება; ხბო, ლომის ბოკვერი და ხარი ერთად იქნებიან და პატარა ბიჭი წაუძღვება მათ. ძროხა და დათვი ერთად იბალახებენ, ერთად წამოწვება მათი ნაშიერი და ხარივით ჩალას შეჭამს ლომი. ჩვილი ასპიტის ხვრელთან ითამაშებს და ძუძუს მოსხლეტილი გველგესლას ბუდეში შეყოფს ხელს. არ იბოროტებენ და არავის დაღუპავენ მთელ ჩემს წმიდა მთაზე, რადგან აივსება ქვეყანა უფლის შემეცნებით, როგორც ზღვაა წყლებით დაფარული.

ესაია 35:1-10
გაიხარებს უდაბნო და ურწყული მიწა, გამხიარულდება ყარაბა და მთის შროშანივით გაიფურჩქნება. გაიფურჩქნება, აყვავდება და ილხენს მხიარულებითა და სიმღერით; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელისა და შარონის ბრწყინვალება; უფლის დიდებას იხილავენ ისინი, ჩვენი ღმერთის ბრწყინვალებას. გაიმაგრეთ მოდუნებული ხელები და განიმტკიცეთ აკანკალებული მუხლები. უთხარით სულსწრაფებს: „გამაგრდით, ნუ შეშინდებით, აჰა, თქვენი ღმერთი. მოვა შურისგება, ღვთის საზღაური, მოვა და გიხსნით”. ბრმებს თვალები აეხილებათ და დაყრუებულთ ყურები გაეხსნებათ. ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება, რადგან უდაბნოში წყალი ამოხეთქავს და ტრამალზე – ნაკადულები. ტბად იქცევა ხრიოკი, წყლის ნაკადულებად – მოწყურებული მიწები, ტურების ბუნაგი ლერწმითა და ლელქაშით დაიფარება. და იქნება იქ გაკვალული ბილიკი, რომელსაც სიწმიდის გზას დაარქმევენ, უწმიდური ვერ გაივლის მასზე, დაკვალიანებულთათვის იქნება იგი და მასზე მავალი უგუნურნიც კი არ აიბნევიან. ვერ მოხვდება ზედ ლომი და მტაცებელი ცხოველი ვერ აღმოჩნდება; გამოსყიდულნი ივლიან მასზე. დაბრუნდებიან უფლის გამოსყიდულნი და სიმღერით მივლენ სიონში. ყიჟინა და საუკუნო მხიარულება იქნება მათში, ლხინი და სიხარული ეწევათ და დარდი და ოხვრა განშორდებათ.

ესაია 55:9-13
და როგორც ზეცაა დედამიწაზე მაღალი, ჩემი გზებიც ასევე მაღალია თქვენს გზებზე და ჩემი ზრახვები – თქვენს ზრახვებზე. რადგან როგორც წვიმა და თოვლი ჩამოდის ციდან და აღარ ბრუნდება უკან, თუ არ დაარწყულა დედამიწა, არ გაანაყოფიერა და არ აღმოაცენებინა, რომ მისცეს თესლი მთესველს და პური – მჭამელს; ასე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი ბაგიდან – ფუჭად არ დამიბრუნდება იგი, რადგან იმას მოიმოქმედებს, რაც მსურს და მიაღწევს იმას, რისთვისაც გავგზავნე. მხიარულებით გახვალთ და მშვიდობით იქნებით წაყვანილნი, მთანი და მაღლობნი შემოსძახებენ თქვენს წინაშე სიმღერას და მინდვრის ყველა ხე ტაშს შემოჰკრავს. კვრინჩხის ნაცვლად კვიპაროსი ამოვა და ჭინჭრის ნაცვლად – მურტი; და იქნება იგი უფლის სახსენებლად, მარადიულ ნიშნად და არ მოიკვეთება.

ესაია 65:20-25
აღარ იქნება იქ ჩვილი ან მოხუცი, რომელიც არ გაასრულებს თავის დღეებს, რადგან ასი წლისაც ყმაწვილივით მოკვდება, და ცოდვილი, თუნდაც ასი წლისა, დაიწყევლება. ააშენებენ სახლებს და იცხოვრებენ, გააშენებენ ვენახებს და შეჭამენ მათ ნაყოფს. სხვათა საცხოვრებლად არ ააშენებენ და სხვათა საჭმელად არ გააშენებენ, რადგან დღეები ჩემი ხალხისა ხის დღეებივით იქნება და თვითონვე გაცვეთენ თავიანთი ხელის ნამოქმედარს ჩემი რჩეულნი. ამაოდ არ იშრომებენ და შფოთისთვის არ გააჩენენ, რადგან უფლის მიერ კურთხეული თესლის არიან და მათი შთამომავალიც მათთან ერთად. და იქნება, სანამ მომიხმობენ – ვუპასუხებ, ჯერ კიდევ ლაპარაკში იქნებიან, რომ შევისმენ. მგელი და კრავი ერთად იბალახებენ; ლომი, ხარივით შეჭამს თივას, გველს კი მტვერი ექნება საჭმელად. აღარ ავნებენ და დააზიანებენ ისინი მთელს ჩემს წმიდა მთაზე! – ამბობს უფალი.

ოსია 2:18
აღთქმას დავუდებ იმ დღეს მათთვის ველის ცხოველებს, ცის ფრინველებსა და მიწის ქვეწარმავლებს; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილსა და ომებს და უსაფრთხოდ დაწვებიან.

იოველი 3:17-18
მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი; სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე დამკვიდრებული. წმიდა იქნება იერუსალიმი და ვეღარასოდეს გაივლის მასში უცხოელი. იმ დღეს იქნება: მთები ტკბილ ღვინოს გამოიღებენ, ბორცვებზე კი რძე გადმოდინდება. წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში, წყარო გამოვა უფლის სახლიდან და მორწყავს შიტიმის ველს.

იოველი 9:11-15
იმ დღეს აღვმართავ დავითის დაცემულ კარავს, შევკრავ გარღვეულ კედელს, ნანგრევებიდან აღვადგენ და ისე ავაშენებ, როგორც უწინდელ დღეებში იყო, რათა დაეპატრონონ ედომის ნატამალს და ყველა ერს, რომლებიც ჩემი სახელით იწოდებიან! – ამბობს უფალი, ამის მომქმედი. აჰა, დგება დღეები, – ამბობს უფალი, – როცა მხვნელი წამოეწევა მომკელს და ყურძნის მწურავი – მთესველს; ტკბილ ღვინოს ჩამოწვეთენ მთები და ყველა ბორცვი დადნება. ტყვეობიდან დავაბრუნებ ჩემს ხალხს – ისრაელს, ნანგრევებად ქცეულ ქალაქებს ააშენებენ და იქ იცხოვრებენ; ვენახებს ჩაყრიან და მათ ღვინოს დალევენ, ბაღებს გააშენებენ და მათ ნაყოფს შეჭამენ. თავიანთ მიწაზე დავნერგავ მათ და აღარ აღმოიფხვრებიან თავიანთი მიწიდან, მათ რომ მივეცი! – ამბობს უფალი, შენი ღმერთი.

მიქა 4:1-5
და იქნება უკანასკნელ დღეებში, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში განმტკიცდება, ამაღლდება იგი გორაკებზე და ყოველი ხალხი მისკენ დაიწყებს დინებას. მრავალი ხალხი მოვა და იტყვის „მოდით, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის ღმერთის სახლში; რათა მან გვასწავლოს თავისი გზები და ვიაროთ მისი ბილიკებით, რადგან სიონიდან გამოვა რჯული და იერუსალიმიდან – უფლის სიტყვა”. მრავალ ხალხს შორის სამართალს განსჯის და ამხელს ძლიერ, შორეულ ერებს; ისინი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედენ და შუბებისგან – ნამგლებს; აღარ აღმართავს მახვილს ერი ერზე და ომს აღარავინ ისწავლის. და დაჯდება თითოეული თავისი ვაზისა და ლეღვის ქვეშ და აღარაფერს შეუშინდება, რადგან ცაბაოთ უფლის ბაგემ ბრძანა. იაროს ყოველმა ხალხმა, თავ-თავიანთი ღმერთის სახელით, ჩვენ კი – უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით ვივლით, უკუნითი უკუნისამდე.

ზაქარია 9:10-11
მოვსპობ ეტლებს ეფრემიდან, ცხენებს იერუსალიმიდან; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი; მშვიდობას აუწყებს იგი ხალხებს, ზღვიდან ზღვამდე იქნება მისი ხელმწიფება და მდინარიდან – ქვეყნის ბოლომდე. შენ კი: შენთან დადებული აღთქმის გამო, სისხლით რომ იქნა დაბეჭდილი, გავათავისუფლებ შენს ტყვეებს უწყლო ჭიდან.

ზაქარია 14:6-9
არ იქნება იმ დღეს ნათელი, არამედ – მძიმე და ბნელი ღრუბელი. ეს დღე იქნება ერთადერთი, უფლისთვის საცნაური: არც დღე და არც ღამე. საღამოს ჟამს გამოჩნდება სინათლე. იმ დღეს ცოცხალი წყლები იდენენ იერუსალიმიდან, ნახევარი აღმოსავლეთის ზღვისკენ და ნახევარი – დასავლეთის ზღვისკენ. ზაფხულშიც ასე იქნება და ზამთარშიც. უფალი გამეფდება მთელ დედამიწაზე. იმ დღეს ერთი იქნება უფალი და ერთი იქნება სახელი მისი.

ეფესელთა 3:9-20
და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის საუკუნეთაგან დაფარული საიდუმლოს გამგებლობა, ყოვლის შემქმნელ ღმერთში. რათა ახლა ეკლესიის მეშვეობით ეუწყოს მმართველობებს და ხელისუფლებებს ზეცაში ღვთის მრავალმხრივი სიბრძნე. საუკუნო განზრახვით, რომელიც განახორციელა ჩვენს უფალ ქრისტე იესოში, რომელშიც გვაქვს გაბედულება და საიმედო მისადგომი მისადმი რწმენის მეშვეობით. ამიტომ გთხოვთ, გულს ნუ გაიტეხთ, თქვენს გამო რომ ვიტანჯები, რადგან ეს თქვენი დიდებაა. ამისთვის ვიდრეკ მუხლს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამის წინაშე, ვის მიერაც იწოდება ყოველი მამობა ცაში და დედამიწაზე, რომ მოგცეთ ძალა თავისი დიდების სიმდიდრით, რათა მისი სულის მეშვეობით განმტკიცდეთ შინაგან კაცში. ისე, რომ რწმენით დამკვიდრდეს ქრისტე თქვენს გულებში და იყოთ ფესვგადგმულნი და დაფუძნებულნი სიყვარულში; რათა შეძლოთ ყველა წმიდასთან ერთად ჩასწვდეთ, რა არის სიგანე, სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე, და შეიცნოთ ქრისტეს სიყვარული, ცოდნას რომ აღემატება, რათა აღივსოთ სრული ღვთიური სისავსით. ხოლო მას, ვისაც ჩვენში მოქმედი ძალით შეუძლია განუზომლად მეტის კეთება, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან ვფიქრობთ,


მსგავსი თემები:

ათასწლიანი სამეფო       ათასწლოვანი სამეფო, დედამიწა ღვთის შემეცნებით სავსე       ათასწლოვანი სამეფო, ქრისტე აღადგენს ისრაელს       ათასწლოვანი სამეფო, ქრისტე მუსრავს ბოროტებას