იგავნი 21:26
მას ყოველდღე ხარბად სწადია რაღაც, მართალი კი გასცემს და არ ზოგავს.
იაკობის 4:2
გსურთ და არ გაქვთ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ. ჩხუბობთ და იბრძვით და არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ.
რომაელთა 13:9
რადგან: „არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ ინდომო” და სხვა რამ მცნებაც შედის ამ სიტყვაში: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი.”
1 ტიმოთეს 3:3
არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, უშარო და ვერცხლის უყვარული,
მათეს 6:19
ნუ დაიუნჯებთ მიწაზე, სადაც ჩრჩილი და ჟანგი სპობს და სადაც ქურდები თხრიან და იპარავენ.
მათეს 19:23
იესომ კი უთხრა თავის მოწაფეებს: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძნელია მდიდრისათვის ცათა სასუფეველში შესვლა.
მათეს 13:22
ხოლო ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ სოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აჩანაგებენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქმნება.
ეკლესიასტე 5:10
ვერცხლის მოყვარული ვერ გაძღება ვერცხლით, და ვისაც სიმდიდრე უყვარს, ვერ გაძღება მით. ესეც ამაოებაა.
მათეს 6:24
არავის არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს, ანდა იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც.
მარკოზის 7:22-23
მრუშობანი, ანგარებანი, მზაკვრობანი, ვერაგობანი, გარყვნილებანი, თვალბოროტებანი, გმობანი, ამპარტავნება და უგუნურება. ყველა ეს ბოროტება შიგნიდან გამოდის და ბილწავს ადამიანს.”
ეზეკიელი 33:31
და მოდიან შენთან, როგორც მოდის ერი, და სხდება შენს წინ ჩემი ერი და ისმენენ შენს ნათქვამს, მაგრამ არ ასრულებენ მას, რადგან სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთი ბაგეებით. ანგარებას უკან მიჰყვება მათი გული.
2 პეტრეს 2:14
მათი თვალები აღსავსეა მრუშებით და განუწყვეტელი ცოდვით. ისინი აცდუნებენ უსუსურ სულებს და მათი გულები მიჩვეულნი არიან ანგარებას. წყევლა-კრულვის შვილნი არიან ისინი.
ეფესელთა 5:5
რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტეში და ღვთის სასუფეველში.
კოლოსელთა 3:5
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმიდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა. რომელთა გამოც ღვთის რისხვა მოდის,
1 ტიმოთეს 6:10
ვინაიდან ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლის მოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს.
აბაკუმი 2:5
მატყუარა ღვინოსავითაა ამპარტავანი, არ მოისვენებს. ჯოჯოხეთივით გაიბერა სული და სიკვდილივით გაუმაძღარია. თავისკენ შემოიკრებს ყველა ხალხს და ყველა ერს თავისთან შემოხვეტავს.
ფსალმუნები 38:6
ამიტომ აჩრდილს დადევნებია ადამიანი, მაგრამ ამაოდ ფაციფუცობს, აგროვებს და არ იცის, ვის დარჩება.