ბიბლიის მუხლები თემაზე
წინასწარმეტყველების შთაგონება ძველ აღთქმაში
17 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი
-
2 პეტრეს 1:20-21
პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ წერილის არც ერთი წინასწარმეტყველება არ განიმარტება თავისით. ვინაიდან წინასწარმეტყველება არასოდეს არ წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმიდის მიერ აღძრულნი, ღმერთისაგან წარმოთქვამდნენ მას.
-
ნეემია 9:30
მრავალ წელს უთმენდი მათ და შეაგონებდი შენი სულით, წინასწარმეტყველთა მეშვეობით, მაგრამ არ შეისმინეს და დედამიწის ხალხებს ჩაუგდე ხელთ ისინი.
-
ზაქარია 7:12
გულები გაიქვავეს, რომ არ ესმინათ რჯული და სიტყვები, ცაბაოთ უფალმა რომ მოავლინა თავისი სულით წინანდელ წინასწარმეტყველთა მეშვეობით; ამიტომ იყო მათზე დიდი რისხვა ცაბაოთ უფლისგან.
-
ებრაელთა 1:1
ღმერთი, ძველთაგან მრავალჯერ და მრავალგვარად ელაპარაკებოდა მამებს წინასწარმეტყველთა მეშვეობით,
-
ეზეკიელი 24:20-21
ვუპასუხე: „ასეთი სიტყვა იყო უფლისგან ჩემდამი: უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი, აჰა, შევბღალავ ჩემს საწმიდარს, თქვენი ძალის სიამაყეს, თქვენი თვალებისთვის სასურველს და თქვენი სულის სალხენელს. თქვენს ძეებსა და ასულებს კი, რომლებიც მიატოვეთ, მახვილით დავცემ.
-
1 მეფეთა 15:10
და იყო სიტყვა უფლისა სამუელის მიმართ:
-
2 მეფეთა 7:4
მაგრამ ესმა იმ ღამეს უფლის სიტყვა ნათანს:
-
3 მეფეთა 13:20
ჯერ კიდევ სუფრას უსხდნენ, რომ უფლის სიტყვა გამოეცხადა წინასწარმეტყველს, რომელმაც დააბრუნა იგი.
-
3 მეფეთა 16:1
ეუწყა უფლის სიტყვა ბაყაშას წინააღმდეგ იეჰუ ხანანის ძეს:
-
3 მეფეთა 17:2
გამოეცხადა უფლის სიტყვა და უთხრა:
-
4 მეფეთა 20:4
ჯერ შუა ეზოდან არ გასულიყო ესაია, რომ უფლის სიტყვა გამოეცხადა:
-
ეზეკიელი 6:2
ძეო კაცისავ! მიაქციე სახე ისრაელის მთებისკენ და იწინასწარმეტყველე მათ წინააღმდეგ.
-
იონა 1:1
და იყო უფლის სიტყვა იონა ამითაის ძის მიმართ:
-
ანგია 2:10
მეცხრე თვის ოცდამეოთხე დღეს, დარიოსის მეფობის მეორე წელს, იყო უფლის სიტყვა წინასწარმეტყველ ანგიას მიმართ:
-
ზაქარია 1:1
დარიოსის მეფობის მეორე წლის მერვე თვეს უფლის სიტყვა იყო ზაქარია ბერექიას ძის, ყიდოს ძის, წინასწარმეტყველის მიმართ:
-
მეროე რჯული 18:22
თუ უფლის სახელით ილაპარაკებს წინასწარმეტყველი, მაგრამ არ ასრულდება სიტყვა და არ ახდება, მაშინ არ ყოფილა ეს სიტყვა უფლის ნათქვამი; თვითნებურად ილაპარაკა წინასწარმეტყველმა. ნუ გეშინიათ მისი.
-
იერემია 28:9
წინასწარმეტყველს, რომელიც მშვიდობას წინასწარმეტყველებდა, მხოლოდ მისი წინასწარმეტყველური სიტყვის ასრულების შემდეგ სცნობდნენ წინასწარმეტყველად, რომელიც ჭეშმარიტად უფალმა გამოგზავნა”.
იერეია 1:2
ვისზეც გადმოვიდა უფლის სიტყვა იოშია ყამონის ძის, იუდას მეფის დღეებში, მისი მეფობის მეცამეტე წელს.