ულოცველობა ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 13:1-4
თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი”. გაირყვნენ, სისაძაგლე ჩაიდინეს; არავინაა სიკეთის მქმნელი. გადმოხედა უფალმა ზეციდან ადამიანთა შვილებს, რომ დაენახა, თუ არის ვინმე გონიერი, ღმერთს რომ ეძიებს, ყველამ გადაუხვია გზიდან, ერთიანად გაბინძურდნენ; არ არის მქმნელი სიკეთისა, ერთიც არ არის. ნუთუ ვერ შეუგნიათ ბოროტების ჩამდენთ, პურივით რომ ჭამენ ჩემს ხალხს და ღმერთს არ უხმობენ?

იობი 21:15
ვინაა ყოვლადძლიერი, რომ ვემსახუროთ? რა სარგებელია, რომ ვეძიოთ?,

რომაელთა 3:11
არავინ არის გონიერი, არავინ ეძებს ღმერთს.

იერემია 17:5
ასე ამბობს უფალი: „წყეულია კაცი, რომელიც ადამიანზე ამყარებს იმედს და ხორციელის მკლავს ენდობა, და რომლის გულიც უფალს შორდება.

სოფონია 3:2
არავის ხმას არ ისმენს, დარიგებას არ იღებს; უფალს არ მიენდო და თავის ღმერთს არ მიუახლოვდა.

ლუკას 22:45
ლოცვის შემდეგ წამოდგა, მივიდა მოწაფეებთან და მწუხარებისგან ჩაძინებულები ნახა ისინი.

1 პეტრეს 3:7
ასევე თქვენც ქმრებო, გონივრულად მოეპყარით ცოლებს, როგორც უფრო სათუთ ჭურჭლებს, პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეებს, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.

4 მეფეთა 1:16
უთხრა მეფეს: „ასე ამბობს უფალი, რაკი ბაყალ-ზებუბთან, ყეკრონის ღმერთთან გაგზავნე შენი მოციქულები საკითხავად, თითქოს არ ყოფილიყოს ისრაელში ღმერთი, რომ დაჰკითხოდი სიტყვას, ვეღარ ადგები სარეცელიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები”.

ესაია 43:22
მაგრამ არ მომიხმე, იაკობ, რადგან დაიქანცე ჩემით, ისრაელ!

ესაია 64:7
არავინაა შენს სახელს რომ მოუხმობდეს, თავს რომ იფხიზლებდეს, რათა მოგეჭიდოს, რადგან სახე დაგვიმალე და ჩვენსავე უმართლობას გადაგვეცი.

დანიელი 9:13
როგორც მოსეს რჯულში სწერია, ყველა ეს უბედურება დაგვატყდა თავს, მაგრამ მაინც არ ვეძიებდით ჩვენი უფლის, ღმერთის წყალობას, რომ მოვქცეულიყავით ჩვენი ურჯულოებიდან და შეგვეგნო შენი ჭეშმარიტება.

იერემია 5:3
უფალო, განა ჭეშმარიტებას არ ეძებს შენი თვალი? დალახვრე ისინი, მაგრამ არ ეტკინათ, შთანთქე ისინი, მაგრამ ვერაფერი შეიგნეს; კლდეზე მეტად გაიქვავეს სახეები, არ სურთ მობრუნება.

იოანეს 15:6
ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და გახმება; მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ.

ფსალმუნები 72:27
რადგან, აჰა, შენგან განშორებულნი დაიღუპებიან; შენ სპობ ყველას, ვინც არ გიერთგულებს.

იაკობის 4:2
გწადიათ და არ გაგაჩნიათ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ საწადელს. იბრძვით და ომობთ, მაგრამ არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ.

4 მეფეთა 17:15
უარყვეს მისი წესები და აღთქმა, უფალმა რომ დაუდო მათ მამებს, გაფრთხილებანი, რითაც აფრთხილებდა მათ და მიჰყვებოდნენ ამაოებას, სანამ თავადაც ამაონი არ გახდნენ; ჰბაძავდნენ გარშემო მყოფ ერებს, ვისზედაც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად.

იაკობის 4:1-4
საიდან მომდინარეობს ბრძ­ო­ლები და შეხლა-შემოხლანი თქვენს შორის, თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქ­ვენ ასოებს შორის იბრძვიან? გწადიათ და არ გაგაჩნიათ, კლავთ და გშურთ, მაგრამ ვერ აღწევთ საწადელს. იბრძვით და ომობთ, მაგრამ არ გაქვთ, რადგან არ ითხოვთ. ითხოვთ და ვერ იღებთ, რადგან ბოროტი განზრახვით ითხოვთ, რათა თქვენი გულისთქმებისთვის გაფლანგოთ. მრუშნო, განა არ იცით, რომ წუთისოფლის მეგობრობა ღვთის მტრობაა? ასეა, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება!