4 მეფეთა 1

მაისი 10, 2015
ძველი აღთქმა
4 მეფეთა
11 და განუდგა მოაბი ისრაელს ახაბის სიკვდილის შემდეგ. 2 და გადმოვარდა ახაზია თავისი ზემოთვალის სარკმლიდან სამარიაში და დასნეულდა. და გაგზავნა მოციქულები და დააბარა: „წადით და დაეკითხეთ ბაყალ-ზებუბს, ყეკრონის ღმერთს, მოვრჩები თუ არა ამ სნეულებისგან?” თ 3 უფლის ანგელოზმა უთხრა ელია თიშბელს: „წადი, და დახვდი სამარიის მეფის მოციქულებს და ეუბნე: ‘ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან მიდიხართ საკითხავად?’ 4 ამიტომ ამბობს ასე უფალი: ‘ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე.’“ და წავიდა ელია. 5 და დაბრუნდნენ მოციქულები მასთან და უთხრა მათ: „რისთვის დაბრუნდით?” 6 და უთხრეს: „კაცი ამოვიდა ჩვენს შესახვედრად და გვითხრა: წადით, დაბრუნდით მეფესთან, რომელმაც გამოგგზავნათ და უთხარით: ასე ამბობს-თქო უფალი: ‘ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაყალ-ზებუბთან, მიდიხართ სამკითხაოდ? ამიტომაც ვეღარ ადგები მაგ საწოლიდან, რომელზეც წევხარ, რადგან უნდა მოკვდე.’“ 7 ეუბნა მათ: „როგორ გამოიყურება ის კაცი, წინ რომ შემოგხვდათ და ეს სიტყვები გითხრათ?” 8 და უთხრეს მას: „ბალანი მოსავს იმ კაცს და წელზე ტყავის სარტყელი არტყია.” და თქვა: „ეს ელია თიშბელია.” თ 9 და მიუგზავნა მას ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და ავიდა მასთან, და აჰა, მთის თხემზე ზის ელია. და ეუბნა მას: „ღვთისკაცო! მეფე გეუბნება, ძირს ჩამოხვიდე.” 10 და მიუგო ელიამ და უთხრა ორმოცდაათისთავს: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქას შენი ორმოცდაათი კაცითურთ.” და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა მისი ორმოცდაათი კაცითურთ. 11 და კვლავ მიუგზავნა სხვა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათეულითურთ. და მიუგო და ეუბნა მას: „ღვთისკაცო! ასე ბრძანებს მეფე: ‘ჩამოდი სასწრაფოდ!’“ 12 და მიუგო ელიამ და ეუბნა: „თუ მე ღვთისკაცი ვარ, ცეცხლი ჩამოიჭრას ციდან და გშთანთქას შენი ორმოცდაათი კაცითურთ.” და ჩამოიჭრა ცეცხლი ციდან და შთანთქა იგი მისი ორმოცდაათი კაცითურთ. 13 და მესამედ მიუგზავნა ორმოცდაათისთავი თავისი ორმოცდაათეულითურთ. და ავიდა მესამე ორმოცდაათისთავი და მუხლი მოიყარა ელიას წინაშე, შეევედრა მას და ეუბნა: „ღვთისკაცო! ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს და ამ ორმოცდაათი შენი მსახურის სიცოცხლეს შენს თვალში. 14 აჰა, ციდან ჩამოიჭრა ცეცხლი და შთანთქა ორი წინა ორმოცდაათისთავი თავის ორმოცდაათ კაცთან ერთად. ახლა ფასი დასდე ჩემს სიცოცხლეს შენს თვალში.” 15 და ეუბნა უფლის ანგელოზი ელიას: „ჩაჰყევი, ნუ გეშინია მათი.” და ადგა ელია და ჩავიდა მათთან ერთად მეფესთან. 16 და ეუბნა მას: „ასე ამბობს უფალი: ‘რაკი ბაყალ-ზებუბთან, ყეკრონის ღმერთთან, გაგზავნე მოციქულები სამკითხაოდ, თითქოს არ ყოფილიყოს ისრაელში ღმერთი, რომ დაჰკითხებოდი მის სიტყვას, ამიტომაც ვერ ადგები მაგ საწოლიდან, სადაც წევხარ, რადგან უსათუოდ მოკვდები.’“ 17 და მოკვდა კიდეც უფლის სიტყვისამებრ, როგორც იუბნა ელიამ. და მის ნაცვლად იორამი გამეფდა იუდას მეფის იორამ იოშაფატის ძის მეორე წელს. რადგან მას ძე არ ჰყოლია. 18 და ახაზიაჰუს დანარჩენი საქმენი, რაც გააკეთა, ისრაელის მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
3 მეფეთა                                                                                                                                                 თავი მეორე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close