მათეს 6:1-4
ერიდეთ სიმართლის კეთებას ადამიანთა თვალწინ, მათ დასანახად, თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისაგან. ჰოდა, როცა მოწყალებას გასცემ, ნუ გაახმაურებ შენს წინაშე, როგორც თვალთმაქცნი აკეთებენ სინაგოგებსა და ქუჩებში, რათა ხალხმა აქოს ისინი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მათ უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური. შენ კი, როცა მოწყალებას გასცემ, შენს მარცხენას ნუ ეცოდინება, რას აკეთებს შენი მარჯვენა. რათა შენი მოწყალება დაფარულში იყოს და მამაშენი, რომელიც ხედავს დაფარულში, მოგიზღავს შენ ცხადად.
იგავნი 27:2
სხვამ შეგაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ და არა შენმა ბაგეებმა.
1 კორინთელთა 3:21
ამიტომ ნურავინ დაიკვეხნის ადამიანებით, ვინაიდან ყოველივე თქვენია.
იაკობის 3:14
მაგრამ თუ გულში მწარე შური და შუღლი გაქვთ, ნუ ტრაბახობთ და ნუ ცრუობთ ჭეშმარიტების წინააღმდეგ.
იგავნი 9:23-24
ასე თქვა უფალმა: „თავს ნუ შეიქებს ბრძენი თავისი სიბრძნით და თავს ნუ შეიქებს ძლიერი თავისი ძალით, და თავს ნუ შეიქებს მდიდარი თავისი სიმდიდრით. არამედ მაქებელმა იმითი შეიქოს თავი, რომ მიხვდა და მიცნობს მე, რადგან მე, უფალი, ვიქმ წყალობას, სამართალსა და სიმართლეს ქვეყანაზე, რადგან ეს არის ჩემთვის სასურველი!” – სიტყვა უფლისა.–
ფსალმუნები 74:5
ნუ მოჰყვებით მეტისმეტ ქედმაღლობას, ნუ ილაპარაკებთ ამპარტავნულად.
იგავნი 25:14
კაცი, მოტრაბახე ტყუილი საჩუქრით უწვიმო ღრუბელი და ქარია.
მსაჯული 9:38
და უთხრა მას ზებულმა: „სად არის შენი ბაგე, რომლითაც თქვი: ‘ვინ არის აბიმელექი, მას რომ ვემსახურებოდეთ?’ აგერ, ეს ხალხია, შენ რომ მოიძულე. გადი და შეები მათ.”
1 მეფეთა 2:1-3
ილოცა ხანამ და თქვა: „გამხიარულდა ჩემი გული უფლის წყალობით და ღვთის წყალობით რქა ამიმაღლდა. გამეხსნა ბაგე მტრების წინააღმდეგ, რადგან გავიხარე შენი შეწევნით. არავინ არის უფალივით წმიდა, რადგან არავინ არის ღმერთივით მფარველი. აღარ ილაპარაკებთ ქედმაღლურად, აღარ გამოვა თავხედური სიტყვები თქვენი ბაგიდან, რადგან ყოვლისმცოდნე ღმერთია უფალი, ყოველი საქმე მას აბარია.
ფსალმუნები 9:23
რადგან ტრაბახობს ბოროტი თავისი სულის ავხორცობით, ხოლო ანგარების მოყვარული უარყოფს უფალს.
იგავნი 14:23
ყოველ გარჯაშია მატება, ბაგეთა ამაო სიტყვისაგან – მხოლოდ დანაკლისი.
ამოსი 4:5
შესწირეთ მადლი უფუარიდან, გაახმაურეთ თქვენი ნებაყოფლობითი შესაწირი და ქვეყანას გააგებინეთ; რადგან ეს გიყვართ, ისრაელიანებო”, – ამბობს უფალი ღმერთი.
იგავნი 27:1
ნუ იქებ თავს ხვალინდელი დღით, რადგანაც არ იცი, რას დაბადებს დღე.
იუდა 1:16
ისინი მდრტვინავნი არიან, უკმაყოფილონი, თავიანთი გულისთქმებით მავალნი, რომელთა ბაგენი მაღალფარდოვან სიტყვებს წარმოთქვამენ, ანგარების გამო პირფერობენ.
გალატელთა 6:14
მე კი, თუ დავიკვეხო, მხოლოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რომლითაც სოფელია ჯვარცმული ჩემთვის და მე სოფლისთვის.