თავისუფალი დროის არსი და დანიშნულება ბიბლიური ციტატები

დაბადება 2:2
დაასრულა ღმერთმა მეშვიდე დღისთვის თავისი საქმე და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისაგან, რასაც აკეთებდა.

გამოსვლა 20:8-10
გახსოვდეს შაბათი დღე, რათა წმიდად შეინახო იგი.  ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყველა შენი საქმე;  ხოლო მეშვიდე დღე – უფლის, შენი ღმერთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთო არც შენ, არც შენმა ძემ, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა და არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენთან ცხოვრობს.

გამოსვლა 23:11
მეშვიდე წელს კი ნუ დაამუშავებ, არ შეეხოთ მას, რომ საზრდო ჰქონდეს შენი ხალხის ღარიბღატაკებს და ნარჩენები ველურმა პირუტყვმა ჭამოს. ასევე მოიქეცი შენი ვენახისა და ზეთისხილის მიმართ.

ლევიანნი 23:3
ექვსი დღე აკეთე საქმე, მეშვიდე დღე კი სრული დასვენების შაბათია, წმიდა შეკრება; არავითარი საქმე არ აკეთოთ; ეს უფლის შაბათია ყოველი თქვენგანის სადგომში.

ფსალმუნები 22:2
ხასხასა მოლზე დამასვენებს და წყნარ წყლებზე წამიძღვება.

მათეს 11:28
მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ!

მარკოზის 2:27
უთხრა: „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.

ესაია 48:22
„არ არის მშვიდობა ბოროტეულთათვის!” ამბობს უფალი.

გამოცხადება 14:11
მათი წამების კვამლი ავა უკუნითი უკუნისამდე და არ ექნებათ მოსვენება არც დღისით და არც ღამით მხეცისა და მისი ხატების თაყვანისმცემლებს და ვინც იღებს მისი სახელის ნიშანს.

იგავნი 10:5
ზაფხულში შემგროვებელი ჭკვიანი შვილია, მკის დროს მძინარე – შემარცხვენელი.

1 ტიმოტეს 5:13
და კიდევ, უსაქმურობაში კარდაკარ სიარულს ეჩვევიან, და მარტო უსაქმურნი კი არა, ყბედნი და ცნობისმოყვარენიც ხდებიან, და ისეთ რამეს ლაპარაკობენ, რაც არ არის მართებული.

იგავნი 26:14
კარი თავის ანჯამაზე ტრიალებს, ხოლო ზარმაცი – თავის ლოგინზე.

2 თესალონიკელთა 3:11
რადგან გვესმის, რომ ზოგიერთი თქვენგანი უწესოდ იქცევა, არაფერს აკეთებს და ფუჭად ფაციფუცობს.

ებრაელთა 6:12
რათა არ გაზარმაცდეთ, არამედ მიბაძოთ მათ, ვინც რწმენითა და სულგრძელობით იმკვიდრებს აღთქმებს.

ლუკას 8:14
ხოლო ეკალში ჩავარდნილნი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ, მაგრამ ცხოვრებისეული საზრუნავი, სიმდიდრის ძიება და განცხრომანი აშთობენ და ვეღარ მწიფდება ნაყოფი.

იგავნი 21:17
სიამეთა მოყვარული გაჭირვებაში იქნება, ღვინისა და ზეთის მოყვარული ვერ გამდიდრდება.

ესაია 5:11
ვაი დილაადრიდანვე სასმელის მძებნელთ, დაღამებამდე ღვინით რომ ენთებიან.

ლუკას 15:13
რამდენიმე დღის შემდეგ უმცროსმა ვაჟმა აიღო თავისი წილი, წავიდა შორეულ ქვეყანაში და თავაშვებული ცხოვრებით მთელი თავისი ქონება გაანიავა.

იაკობის 5:5
განცხრომას ეძლეოდით ამ ქვეყანაზე და ნებივრობდით, თითქოს დაკვლის დღისთვის დაისუქეთ გულები.

ამოსი 4:1
ისმინეთ ეს სიტყვები, ბაშანის ფურებო, სამარიის მთაზე რომ ხართ, ღარიბთა შემავიწროებელნო, გლახაკთა მჩაგვრელნო, თქვენს ბატონებს რომ ეუბნებით: მოიტანე, დავლიოთო.

ამოსი 6:1
ვაი, გულარხეინად მყოფთ სიონში და სამარიის მთაზე დანდობილთ! სახელგანთქმულთ, რჩეულთა შორის ერებში, ვისთანაც მიდის სახლი ისრაელისა.

ლუკას 21:34
„გაფრთხილდით, რომ არ დაგიმძიმდეთ გულები ღრეობით, ლოთობითა და ცხოვრებისეული საზრუნავით და მოულოდნელად არ დაგატყდეთ ის დღე.