იოანეს 10:30
მე და მამა ერთი ვართ.“
ფილიპელთა 2:6
რომელიც ღმერთის ხატება იყო და მიტაცებად არ თვლიდა ღმერთის თანასწორად ყოფნას,
იგავნი 22:2
მდიდარი და ღატაკი ერთად შეიყრებიან – ორივე უფლის ქმნილებაა.
საქმეები 17:26
ერთიდან შექმნა ადამიანთა მთელი მოდგმა, რათა მთელი დედამიწის ზურგზე დამკვიდრებულიყო. წინასწარ დააწესა მათ დასამკვიდრებლად დრონი და საზღვრები,
რომაელთა 3:22-24
ღმერთის სიმართლე იესო ქრისტეს რწმენით ყველა მორწმუნისათვის, რადგან არ არის განსხვავება, რადგან ყველამ შესცოდა და ყველა მოკლებულია ღმერთის დიდებას, და უსასყიდლოდ მართლდებიან მისი მადლით, ქრისტე იესოში გამოსყიდვით,
რომაელთა 2:11
რადგან ღმერთთან არ არსებობს მიკერძოება.
ეფესელთა 6:9
თქვენ კი, ბატონებო, ასევე მოექეცით მათ, თავი შეიკავეთ სისასტიკისაგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც უფალი გყავთ ცაში და იგი მიკერძოებული არ არის.
გალატელთა 3:28
აღარ არის არც იუდეველი და არც ბერძენი, აღარ არის არც მონა და არც თავისუფალი, არ არის მამრი, არც მდედრი, რადგან თქვენ ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.
1 კორინთელთა 12:25
რათა არ იყოს განხეთქილება სხეულში, არამედ ყოველი ასო ერთნაირად ზრუნავდეს სხვაზე.
იაკობის 2:1-4
ჩემო ძმებო, მიკერძოებით ნუ გექნებათ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, დიდების რწმენა. რადგან, თუ შემოვა კაცი თქვენს სინაგოგაში, ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსელში გამოწყობილი, და შემოვა აგრეთვე ღარიბი ჭუჭყიანი სამოსით, როცა შეხედავთ ბრწყინვალე სამოსში გამოწყობილს და ეტყვით მას: „აქ დაბრძანდი კარგად.” ღარიბს კი ეტყვით: შენ იქ დადექი, ანდა: აქ დაჯექი, ჩემს ფერხთითო, განა არ არჩევთ თქვენს შორის და ცუ-დი ფიქრებით განმკითხველნი არ გამოდიხართ?
ლევიანნი 19:15
სიცრუეს ნუ ჩაიდენ სამართალში, გლახაკს ნუ მოუფონებ და ძლიერს ნუ მიეპირფერები: სიმართლით განსაჯე შენი მოყვასი.
იაკობის 2:9
მაგრამ, თუ მიკერძოებით იქცევით, ცოდვას ჩადიხართ და მხილებული ხართ რჯულისაგან, როგორც რჯულის დამრღვევნი.
იოანეს 17:10
ყველაფერი ჩემი – შენია, შენი კი – ჩემი, და მე მათში განვდიდდი.
იოანეს 13:16
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული – მომავლინებელზე დიდი.
დაბადება 1:27
და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად, ღვთის ხატად შექმნა იგი, კაცად და ქალად შექმნა ისინი.
1 ტიმოთეს 2:3-4
ეს კეთილია და სათნოა ჩვენი მაცხოვრის, ღმერთის წინაშე, რომელსაც სურს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მისწვდეს ჭეშმარიტების შემეცნებას.