ლევიანნი 19:35
უსამართლოდ არ მოიქცეთ სამართალში, ზომა-წონასა და საწყაოში.
ეზეკიელი 45:10
მართალი სასწორი, მართალი ეფა და მართალი ბათი უნდა იქონიოთ.
ლევიანნი 19:36
სწორი სასწორი, სწორი საწონი, ეფა და სწორი ჰინი იქონიეთ. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტის ქვეყნიდან.
იგავნი 16:11
მართალი სასწორი და საწყაო აქვს უფალს, მისი შექმნილია აბგის ყველა საწონი.
მათეს 7:2
რადგან როგორც თქვენ განიკითხავთ, იმგვარადვე განიკითხებით, და რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.
მარკოზის 4:24
უთხრა მათ: „დაუკვირდით, რას ისმენთ: რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ და მოგემატებათ.
ლუკას 6:38
მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმითივე მოგეწყვებათ თქვენ”.
გამოცხადება 6:5
მესამე ბეჭედი რომ ახსნა, მესამე არსების ხმა მომესმა, რომელიც ამბობდა: „მოდი და იხილე!” და ვიხილე, აჰა, შავი ცხენი და მის მხედარს სასწორი უჭირავს ხელში.
გამოსვლა 30:13
და ყველამ, ვინც გაივლის აღრიცხვას, მისცეს ნახევარი შეკელი საწმიდრის შეკელისა, ერთი შეკელი ოც გერას იწონის; ნახევარი შეკელი – უფლისათვის შესაწირად.
გამოსვლა 38:24
და მთელმა ოქრომ, რაც საწმიდრის საქმის საწარმოებლად დაიხარჯა, შემონაწირ ოქროსთან ერთად ოცდაცხრა ტალანტი და შვიდას ოცდაათი შეკელი შეადგინა, საწმიდრის შეკელით.
გამოსვლა 38:35-36
ხოლო აღრიცხულთაგან შემოსულმა ვერცხლმა: ასი ტალანტი და ათას შვიდას სამოცდათხუთმეტი შეკელი შეადგინა, საწმიდრის შეკელით. კაცისგან ერთი ბეკაყი, რომელიც საწმიდრის შეკელის ნახევარია. ექვსას სამი ათას ხუთას ორმოცდაათი კაციდან, თითოეულისაგან, რომელიც ოც წელზე უფროსი იყო და აღრიცხვა გაიარა.
ლევინი 27:3
შეფასდეს ოცი წლიდან სამოც წლამდე მამაკაცი ორმოცდაათ შეკელ ვერცხლად, საწმიდარის შეკელით, შენი შეფასებით.
ლევიანი 27:25
ყოველი შენი შეფასება საწმიდრის შეკელით იყოს, ოცი გერა იყოს შეკელში.
რიცხვნი 3:47
ხუთ-ხუთი შეკელი აიღე ყოველ სულზე საწმიდრის შეკელის მიხედვით, რომელიც ოც გერას იწონის.
რიცხვნი 3:50
ისრაელიანთა პირმშოებისგან აიღო ეს ფული, საწმიდრის ათას სამას სამოცდახუთი შეკელით;
რიცხვნი 7:13
აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის.
რიცხვნი 7:19

რიცხვნი 7:25

რიცხვნი 7:31
აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
რიცხვნი 7:37

რიცხვნი 7:43
მისი შენაწირი იყო: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
რიცხვნი 7:49

რიცხვნი 7:55
აი, მისი შენაწირი: ას ოცდაათი შეკელის წონა ვერცხლის ერთი ლანგარი, სამოცდაათ შეკელიანი ვერცხლის ერთი სასხურებელი, საწმიდრის შეკელით, ორივე ზეთში შერეული გამტკიცული ფქვილით სავსე, პურეული ძღვნისთვის;
რიცხვნი 7:61

რიცხვნი 7:67

რიცხვნი 7:73

რიცხვნი 7:79

რიცხვნი 7:85-86
ვერცხლის ას ოცდაათი შეკელი თითოეულ ლანგარში და სამოცდაათი შეკელი თითოეულ სასხურებელში; ამ ჭურჭელში სულ ორი ათას ოთხასი საწმიდრის შეკელი ვერცხლი იყო; ოქროს თორმეტი თასი, საკმევლით სავსე, თითოეული მათგანი ათ წმიდა შეკელს იწონიდა. სასაკმევლეებში სულ ას ოცი შეკელი ოქრო იყო.
რიცხვნი 18:16
აი, მათი გამოსასყიდი: ერთი თვიდან გამოისყიდე შენი შეფასებით: ხუთ ვერცხლის შეკელად, საწმიდრის შეკელით, რომელიც ოცი გერაა.
ეზეკიელი 45:11
ეფა და ბათი ერთი საწყაო იყოს; ხომერის მეათედს შეიცავდეს ბათი და ეფაც ხომერის მეათედი იყოს. ხომერის მიხედვით იქნება მათი საწყაო.