ეფესელთა 4:26
განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე.
იაკობის 1:19
ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვაში ნელი და რისხვაში ნელი.
2 ტიმოთეს 1:7
ვინაიდან ღმერთმა ჩვენ მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების.
ფსალმუნები 106:29-30
გადააქცევს ზღვის ღელვას სიწყნარედ და დადუმდებიან მისი ტალღები. გამხიარულდებიან, რადგან მიწყნარდნენ და წაუძღვება ნანატრ ადგილას.
მათეს 8:23-27
ჩაჯდა ნავში და გაჰყვნენ მისი მოწაფეები. და, აჰა, საშინლად აღელდა ზღვა, ისე რომ, ტალღებით იფარებოდა ნავი: მას კი ეძინა. მივიდნენ მისი მოწაფეები, გააღვიძეს და უთხრეს: უფალო, გვიხსენ, ვიღუპებით. მიუგო მათ: რამ შეგაშინათ, მცირედ მორწმუნენო? მერე წამოდგა, შერისხა ქარები და ზღვა, და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი. ბოლო განცვიფრებული ხალხი ამბობდა: ვინ არის იგი, ქარებიც და ზღვაც რომ მორჩილებენ?
იოანეს 14:1
„ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
იოანეს 14:27
მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
ფსალმუნები 36:7-9
დაემორჩილე უფალს და დაელოდე მას. ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს. მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა; ნუ გამძვინვარდები, ვინძლო არ გაბოროტდე. რადგან ბოროტმოქმედნი ამოწყდებიან და უფალზე მინდობილნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას.
ეკლესიასტე 10:4
თუ ბატონის რისხვა აენთება შენზე, ნუ მიატოვებ შენს ადგილს, რადგან სიმშვიდე ფარავს დიდ ცოდვებს.
იგავნი 15:1
ტკბილი პასუხი მიაქცევს გულისწყრომას, შეურაცხმყოფელი სიტყვა კი აღაგზნებს რისხვას.
ფილიპელთა 4:6
არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს
ფსალმუნები 55:3
საშიშროების დღეს შენ მოგენდობი.
მათეს 11:28-30
მოდით ჩემთან, ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ. იტვირთეთ ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მე მშვიდი და თავმდაბალი ვარ, და ჰპოვებთ სულის სიმშვიდეს. ვინაიდან ჩემი უღელი ადვილია და ჩემი ტვირთი – მსუბუქი.”
ფსალმუნები 22:4
შავეთის ველზეც რომ ვიარო, ბოროტებისა არ მეშინია, რადგან შენა ხარ ჩემთან; მანუგეშებენ შენი კვერთხი და შენი საყრდენი.
ფსალმუნები 46:10
„შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ ღმერთი: ამაღლებული ხალხებს შორის, ამაღლებული ქვეყნიერებაზე.”