შეხსენებები ბიბლიის მუხლები

1 კორინთელთა 15:1
გაუწყებთ თქვენ ძმებო, სახარებას, რომელიც მე გიქადაგეთ, რომელიც მიიღეთ და რომელზეც დგახართ.

2 პეტრეს 1:12
ამიტომ გამუდმებით შეგახსენებთ ამას, თუმცა იცით და მტკიცედ დგახართ ახლანდელ ჭეშმარიტებაში.

2 პეტრეს 3:1
უკვე მეორე წერილს გწერთ საყვარელნო და ორივეში წრფელ აზროვნებას ვაღვიძებ თქვენში შეხსენებით,

დაბადება 9:12-16
თქვა ღმერთმა: „ეს არის ნიშანი აღთქმისა, რომელსაც ვდებ თქვენთან და ყოველ ცოცხალ არსებასთან, სამარადისო აღთქმა იმ თაობებთან, რომლებიც მოვლენ:  ჩემი ცისარტყელა დავადგინე ღრუბლებში და ის იქნება ჩემსა და დედამიწას შორის დადებული აღთქმის ნიშანი.  როცა გადავაფარებ ღრუბლებს დედამიწას და გამოჩნდება ღრუბლებში ცისარტყელა, გავიხსენებ აღთქმას, რომელიც ჩემსა და თქვენ შორის, ყოველ ცოცხალ არსებასა და ხორციელს შორის დავდე, და აღარ იქცევა წყალი წარღვნად ყოველი ხორციელის დასაღუპად.  გამოჩნდება ცისარტყელა ღრუბლებში, დავინახავ მას და გავიხსენებ საუკუნო აღთქმას ღმერთსა და ყოველ მიწიერ ხორციელ არსებას შორის, რაც კი არის დედამიწაზე”.

დაბადება 17:9-14
და უთხრა ღმერთმა აბრაჰამს: „შენ და შენმა შთამომავლობამ კი ჩემი აღთქმა დაიცავით ყველა თაობაში.  ეს არის აღთქმა ჩემსა და თქვენ შორის, რომელიც თაობიდან თაობამდე უნდა დაიცვათ: წინადაიცვითოს ყოველმა თქვენმა მამრმა.  დაიცვითეთ ჩუჩის ხორცი და ეს იყოს ჩემსა და თქვენ შორის დადებული აღთქმის ნიშანი.  რვა დღისამ დაიცვითოს ყოველმა თქვენმა მამრმა თაობიდან თაობამდე, სახლში შობილმა თუ უცხოელისაგან ვერცხლით ნაყიდმა, რომელიც არ არის შენი შთამომავალი.  წინადაიცვითოს შენს სახლში შობილმა, შენი ფულით ნაყიდმა და იყოს ჩემი აღთქმა თქვენს ხორცზე მარადიულ აღთქმად. წინადაუცვეთელი მამრი, რომელიც მერვე დღეს არ დაიცვეთს ჩუჩის ხორცს, მოიკვეთება თავისი ხალხისაგან, რადგან დაარღვია ჩემი აღთქმა”.

გამოსვლა 12:14-20
დაე, იყოს ეს დღე თქვენთვის სამახსოვროდ და იდღესასწაულეთ იგი, როგორც დღესასწაული უფლისა თქვენს თაობებში; სამარადისო წესად გქონდეთ ეს დღესასწაული. შვიდი დღე ხმიადი ჭამეთ. საფუარი პირველი დღიდანვე არ გააჩეროთ სახლებში, რადგან ყოველი სული, ვინც პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე გაფუებულ პურს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელისგან.  პირველ დღეს წმიდა შეკრებაა და მეშვიდე დღესაც წმიდა შეკრება გექნებათ: არავითარი საქმე არ გააკეთოთ ამ დღეებში; რაც თითოეულს საჭმელად გჭირდებათ, მხოლოდ ის გაკეთდეს.  დაიცავით უფუარობის დღესასწაული; რადგან ამ დღეს გამოვიყვანე თქვენი ლაშქარი ეგვიპტის ქვეყნიდან; დაიცავით ეს დღე თქვენს თაობებში მარადიულ წესად.  პირველი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოდან, იმავე თვის ოცდამეერთე დღის საღამომდე ჭამეთ ხმიადი.  შვიდი დღე საფუარი არ იპოვებოდეს თქვენს სახლებში; რადგან ყოველი, ვინც საფუარიანს შეჭამს, მოიკვეთება ისრაელის თემისგან – ხიზანი იქნება თუ ქვეყნის მკვიდრი.  საფუარიანი არაფერი ჭამოთ; და ყველგან, სადაც იქნებით, ხმიადი ჭამეთ”.

მეორე რჯული 16:1-8
„დაიცავით აბიბის თვე და აღასრულეთ უფლის, თქვენი ღმერთის პასექი; რადგან აბიბის თვეში, ღამით გამოგიყვანათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა, ეგვიპტიდან.  დაკალით საპასექო უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, ფარიდან ან ჯოგიდან იმ ადგილას, რომელსაც ამოირჩევს უფალი თავის სამკვიდრებლად.  არ ჭამოთ მასთან ერთად საფუარიანი; ჭამეთ შვიდი დღე მასთან ერთად ხმიადი – გაჭირვების პური, ვინაიდან ჩქარობდი ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსვლისას, რომ მთელი სიცოცხლე გახსოვდეთ ეგვიპტიდან თქვენი გამოსვლის დღე.  შვიდი დღის განმავლობაში ნუ იქონიებთ საფუარიანს მთელ თქვენს სამკვიდრებელში და დილამდე არ მოიტოვოთ პირველი დღის საღამოს შენაწირი ხორციდან. გეკრძალებათ საპასექოს დაკვლა უფლის, თქვენი ღმერთის მიერ საცხოვრებლად მოცემულ რომელიმე მხარეში,  გარდა იმ ადგილისა, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი, თავისი სახელის სამკვიდრებლად, იქ დაკალით საპასექო საღამოს, მზის ჩასვლისას, რა დროსაც გამოხვედით ეგვიპტიდან.  მოხარშეთ და ჭამეთ იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, თქვენი ღმერთი; განთიადისას გაბრუნდით და წადით თქვენს კარვებში.  ჭამეთ ხმიადი ექვსი დღე და მეშვიდე დღეს კი უფლის, თქვენი ღმერთის დღესასწაულია; არავითარი საქმე არ გააკეთოთ.

გამოსვლა 13:3-10
უთხრა მოსემ ხალხს: „გახსოვდეთ ეს დღე, როდესაც გამოხვედით ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან, რადგან უფლის მაგარი ხელით გამოხვედით იქიდან, არაფერი ჭამოთ საფუარიანი.  დღეს გამოდიხართ, აბიბის თვეში.  ოდეს შეგიყვანს უფალი ქანაანელთა, ხეთელთა, ამორელთა, ხიველთა და იებუსელთა ქვეყანაში, შენთვის რომ აღუთქვა უფალმა შენს მამა-პაპას, ქვეყანაში სადაც რძე და თაფლი მოედინება, ამ თვეს აღასრულე ეს მსახურება.  შვიდ დღეს ხმიადი ჭამე და იდღესასწაულე უფლისთვის მეშვიდე დღეს;  შვიდი დღე ჭამე ხმიადი – ნუ გამოჩნდება შენთან გაფუებული პური და ნუ გამოჩნდება საფუარი მთელ შენს საზღვრებში.  ასე განუცხადე შენს შვილს იმ დღეს: ეს იმისთვისაა, რაც უფალმა ეგვიპტიდან ჩემი გამოსვლისას გამიკეთა-თქო.  ნიშნად იქონიე ხელზე და გასახსენებლად თვალებს შორის, რათა უფლის სჯული იყოს შენს ბაგეზე, რადგან მაგარი ხელით გამოგიყვანა უფალმა ეგვიპტიდან.  დაიცავი ეს წესი თავის დროზე, წლიდან წლამდე.

გამოსვლა 17:14
უთხრა უფალმა მოსეს: „ჩაწერე ეს სამახსოვრო წიგნში და შთააგონე იეშუას, რომ პირწმინდად აღვგვი ყამალეკის სახსენებელს ცის ქვეშეთიდან”.

1 კორინთელთა 11:23-26
ვინაიდან მე უფლისგან მივიღე ის, რაც თქვენც გადმოგეცით; რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური,  მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: „მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად”.  სერობის შემდეგ სასმისი აიღო და თქვა: „ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად, ყოველთვის, როცა დალევთ”.  რადგან ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ, ვიდრე ის მოვიდოდეს.

2 პეტრეს 1:12-16
ამიტომ გამუდმებით შეგახსენებთ ამას, თუმცა იცით და მტკიცედ დგახართ ახლანდელ ჭეშმარიტებაში.  და სწორად მიმაჩნია, სანამ ამ კარავში ვიმყოფები, შეხსენებით გამოგაფხიზლოთ.  რადგან ვიცი, რომ მალე უნდა დავტოვო ჩემი კარავი, როგორც ჩვენმა უფალმა, იესო ქრისტემ გამომიცხადა.  ამიტომ შევეცდები, რომ ჩემი წასვლის შემდეგაც ყოველთვის იხსენებდეთ ამას.  ვინაიდან მოხერხებულად შეთხზული ამბების მოყოლით კი არ გაუწყეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ძალა და მოსვლა, არამედ საკუთარი თვალით ვიხილეთ მისი სიდიადე.

დაბადება 41:9
და უთხრა მწდეთუხუცესმა ფარაონს: “ჩემს ცოდვებს ვიხსენებ დღეს:

რიცხვნი 5:11-15
და უთხრა უფალმა მოსეს:  „ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ რომელიმე კაცის ცოლი წავიდა და უღალატა მას,  დაწვა ვინმესთან თესლისღვრით და დაიფარა ეს მისი ქმრის თვალთაგან, ფარულად შეიბილწა მაგრამ არაა მოწმე მის წინააღმდეგ და არ იქნა წასწრებული,  მაგრამ ეჭვიანობის სული ეწვევა ქმარს და ეჭვიანობს იგი თავის ცოლზე, ცოლი კი შებილწულია; ან ეწვია სული ეჭვიანობისა და ეჭვიანობს იგი თავის ცოლზე, თუმცა არ შებილწულა იგი;  დაე, მიიყვანოს ქმარმა თავისი ცოლი მღვდელთან და მიიტანოს შესაწირი მისთვის, ეფის მეათედი ქერის ფქვილი, ოღონდ ზეთს ნუ დაღვრის და საკმეველს ნუ დაადებს ზედ, რადგან მოსაგონარი შესაწირია ეს, ეჭვიანობის შესაწირი, რომელიც უმართლობას გაახსენებს.

რომაელთა 11:22
ამრიგად, ხედავ ღვთის სახიერებასა და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე, თუ დარჩები მის სიკეთეში, თორემ შენც მოიკვეთები.

2 ტიმოთეს 1:6
ამ მიზეზით შეგახსენებ, გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში;

1 ტიმოთეს 4:14
ნუ უგულებელყოფ შენში არსებულ ნიჭს, რომელიც მოგეცა წინასწარმეტყველების მეშვეობით და უხუცესთა ხელდასხმით.

მეორე რჯული 31:9-13
და დაწერა მოსემ ეს რჯული და მისცა იგი მღვდლებს, ლევის ძეებს, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველთ და ისრაელის ყველა უხუცესს.  ასე უბრძანა მოსემ: „ყოველი მეშვიდე წლის ბოლოს, მიტევების წელიწადს, კარვობის დღესასწაულზე,  როცა მთელი ისრაელი გამოცხადდება უფლის, შენი ღმერთის წინაშე, იმ ადგილზე, რომელსაც ამოირჩევს უფალი, წაიკითხე ეს რჯული მთელი ისრაელის გასაგონად.  შეკრიბე ხალხი – კაცები, ქალები და ბავშვები, ხიზნები, რომლებიც შენს კარიბჭეში არიან, რათა მოისმინონ, ისწავლონ და ეშინოდეთ უფლის, შენი ღმერთის და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა.  მათმა შვილებმაც, რომლებმაც არ იციან, მოისმინონ და ისწავლონ, რომ ეშინოდეთ უფლის, თქვენი ღმერთის, მთელი სიცოცხლე, ვიდრე არსებობთ იმ ქვეყანაზე, რომლის დასამკვიდრებლადაც გადადიხართ მდინარე იორდანეს”.

1 კორინთელთა 4:17
ამისთვის გამოვგზავნე თქვენთან ტიმოთე, ჩემი საყვარელი და ერთგული შვილი უფალში, რომელიც გაგახსენებთ ჩემს გზებს ქრისტე იესოში, როგორც ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში.

ტიტეს 3:1-2
შეახსენე მათ – დაემორჩილონ და მოუსმინონ გამგებლებსა და ხელისუფალთ, მზად იყვნენ ყოველგვარი კეთილი საქმისთვის.  არავინ დაძრახონ, იყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი და მუდამ თვინიერნი ყველა ადამიანის მიმართ.