გამოსვლა 19:4-8
ხომ ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტელებს; არწივის ფრთებზე აგიყვანეთ და ჩემთან მოგიყვანეთ. ამიერიდან თუ მართლაც მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, გამოგარჩევთ ყველა ხალხისგან ჩემს საკუთრებად, რადგან ჩემია მთელი დედამიწა. იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად. აჰა, სიტყვები, რომელთაც ეტყვი ისრაელის შვილებს!” და მივიდა მოსე, მოიწვია უხუცესნი ხალხიდან და მოახსენა ყველაფერი, რაც უბრძანა უფალმა. მიუგო მთელმა ხალხმა ერთად და თქვა: „რაც თქვა უფალმა, ყველაფერს ავასრულებთ”. და მოახსენა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს.
იესო ნავეს ძე 24:14-15
ახლა გეშინოდეთ უფლისა და ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად; მოიშორეთ ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდნენ თქვენი მამები მდინარის გაღმა და ეგვიპტეში; უფალს ემსახურეთ. და თუ ბოროტებად თვლით თქვენს თვალში უფლის მსახურებას, დღესვე აირჩიეთ, ვის ემსახუროთ – იმ ღმერთებს, რომლებსაც თქვენი მამები ემსახურებოდნენ იორდანეს გაღმა, თუ – ამორელთა ღმერთებს, რომელთა ქვეყანაშიც მკვიდრობთ; მე და ჩემი სახლი კი უფლის სამსახურში ვიქნებით”.
მათეს 3:1-2
იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეის უდაბნოში. ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სამეფო.
გალატელთა 4:4
და როცა მოვიდა სისრულე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისგან იშვა და დაემორჩილა რჯულს.
მათეს 10:7
როდესაც მიხვალთ, იქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სამეფო.
მარკოზის 1:15
ამბობდა: „აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება”.
რომაელთა 5:6
რადგან ქრისტე, როცა ჯერ კიდევ უძლურნი ვიყავით, განსაზღვრულ დროს მოკვდა უღმრთოთათვის.
საქმეები 3:24-26
ყველა წინასწარმეტყველი, ვინც სამუელიდან აქამდე იყო, იუწყებოდა ამ დღეებზე. თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველებისა და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა ჩვენს მამებს, როცა უთხრა აბრაჰამს: შენს თესლში იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი! აღადგინა რა ღმერთმა თავისი მსახური, იესო ქრისტე, ჯერ თქვენ მოგივლინათ თქვენდა საკურთხებლად, როცა მობრუნდებით თითოეული თავისი ბოროტი გზიდან”.
საქმეები 17:30
ამგვარად, ღმერთმა უგულებელჰყო უმეცრების ჟამი და ახლა მოუწოდებს ადამიანებს, ყველას, ყველგან, რომ მოინანიონ.
საქმეები 17:23
რადგან, როცა გავიარე და თქვენი სათაყვანო ადგილები დავათვალიერე, ვნახე სამსხვერპლოც, რომელსაც აწერია: „უცნობ ღმერთს!” მეც მას გიქადაგებთ, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით.
რომაელთა 2:4
თუ უგულებელყოფ მისი სახიერების, მოთმინებისა და სულგრძელობის სიმდიდრეს და ვერ შეგიგნია, რომ ღვთის სახიერებას მონანიებისკენ მიჰყავხარ?
2 პეტრეს 3:8-9
არც ის უნდა დაიფაროს თქვენგან, საყვარელნო, რომ უფლისთვის ერთი დღე არის, როგორც ათასი წელი, ხოლო ათასი წელი, როგორც ერთი დღე. არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად ეჩვენებათ; არამედ სულგრძელია თქვენდამი, რადგან ის კი არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ ის, რომ ყველამ მოინანიოს.
2 კორინთელთა 6:2
ვინაიდან ამბობს: „შესაფერ დროს გიპასუხე და ხსნის დღეს შეგეწიე”. აჰა, ახლაა შესაფერი ჟამი; აჰა, ახლაა ხსნის დღე.
ებრაელთა 4:7
კვლავ აწესებს გარკვეულ დღეს და ამბობს დავითის მეშვეობით: „დღეს, – ესოდენ ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგ, როგორც ზემოთაა ნათქვამი – თუ გაიგონებთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს”.
ფსალმუნები 94:7-8
რადგან ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი მისი სამწყსოს ხალხი და ცხვარი მის ხელში. დღეს, თუ მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს მასას უდაბნოში,
ესაია 49:8
ასე ამბობს უფალი: „შესაფერ დროს გიპასუხე და ხსნის დღეს შეგეწიე; შეგიფარებ და სახალხო აღთქმად დაგადგენ, რათა აღადგინო ქვეყანა და აოხრებული სამკვიდრებლები დაუბრუნო მემკვიდრეებს;
ესაია 55:6-7
ეძიეთ უფალი, სანამ შეიძლება მისი პოვნა, მოუხმეთ რადგან ახლოსაა. მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და უმართლომ – თავისი ზრახვები, დაუბრუნდეს უფალს, ჩვენს ღმერთს და ის შეიწყალებს, – ვინაიდან მრავალმოწყალეა იგი.
გამოცხადება 14:18
გამოვიდა სამსხვერპლოდან სხვა ანგელოზიც, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა ცეცხლზე, და დიდი ხმით შესძახა მას, ვისაც ბასრი ნამგალი ჰქონდა: გაგზავნე შენი ბასრი ნამგალი და მოკრიფე დედამიწის ვაზის მტევნები, ვინაიდან დამწიფდა მათი მარცვლები.
გამოცხადება 14:7
დიდი ხმით ამბობდა: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს”.
რიცხვნი 14:8-10
მოვიქცეთ უფლისთვის სათნოდ, შეგვიყვანს ამ ქვეყანაში და მოგვცემს ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი. ოღონდ ნუ ამბოხდებით უფლის წინააღმდეგ და იმ ქვეყნის ხალხისა ნუ გეშინიათ, რადგან ჩვენი ნადავლია იგი. ვინაიდან განერიდა მათ მფარველი, ჩვენს შორის კი თავად უფალია, ნუ გეშინიათ”. და თქვა მთელმა თემმა:„ქვებით ჩავქოლოთ ესენი!” მაგრამ უფლის დიდება გამოჩნდა საკრებულო კარავში მთელი ისრაელის წინაშე.
ფსალმუნები 94:7-11
რადგან ის არის ჩვენი ღმერთი, ჩვენ კი მისი სამწყსოს ხალხი და ცხვარი მის ხელში. დღეს, თუ მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ გულებს, როგორც მერიბაში, როგორც გამოცდის დღეს მასას უდაბნოში, როცა მცდიდნენ თქვენი მამები; გამომცადეს, თუმცა იხილეს ჩემი საქმენი. ორმოც წელიწადს მაძულებდა თავს ის თაობა და ვთქვი: მცდარი გულის ხალხია, არ იციან ჩემი გზები. ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანებისას, რომ ვერ შემოვლენ-მეთქი ჩემს სიმშვიდეში.
2 კორინთელთა 6:1-2
და ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ, რომ ფუჭად არ მიიღოთ ღვთის მადლი. ვინაიდან ამბობს: „შესაფერ დროს გიპასუხე და ხსნის დღეს შეგეწიე”. აჰა, ახლაა შესაფერი ჟამი; აჰა, ახლაა ხსნის დღე.
ებრაელთა 4:3
სიმშვიდეში კი შევდივართ მორწმუნენი, როგორც მან თქვა: „ამიტომ დავიფიცე ჩემი რისხვისას, რომ ვერ შემოვლენ ისინი ჩემს სიმშვიდეში”; თუმცა ღვთის საქმენი დასრულებულნი იყვნენ ჯერ კიდევ წუთისოფლის დასაბამიდან.
მათეს 10:14
ხოლო ვინც არ მიგიღებთ და არც თქვენს სიტყვებს მოისმენს, მაშინ სახლიდან ან ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი.
ლუკას 19:41-42
ქალაქს რომ მიუახლოვდა და დაინახა, ატირდა მის გამო. ამბობდა: „დღეს რომ მაინც გცოდნოდა, რა არის სამშვიდობო შენთვის, მაგრამ ახლა დაფარულია ეს შენს თვალთაგან.
საქმეები 13:46-51
მაშინ პავლემ და ბარნაბამ მხნეობა მოიკრიბეს და თქვეს: “პირველად თქვენთვის უნდა თქმულიყო ღვთის სიტყვა, მაგრამ ვინაიდან უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად ხდით თქვენს თავს, აჰა, წარმართებს მივუბრუნდებით. ვინაიდან ასე გვიბრძანა ჩვენ უფალმა: მე დაგაყენე წარმართთა სინათლედ, რომ შენ მიიტანო ხსნა ქვეყნის კიდეებამდე. ეს რომ გაიგეს, გაიხარეს წარმართებმა; ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ყველამ ირწმუნა, ვინც საუკუნო სიცოცხლისთვის იყო განწესებული. უფლის სიტყვა კი მთელ ქვეყანაში ვრცელდებოდა. მაგრამ წააქეზეს იუდევლებმა ღვთისმოშიში ქალები, ქალაქის წარჩინებულნი და მთავარნი, და იწყეს პავლესა და ბარნაბას დევნა და გამოაძევეს თავიანთი საზღვრებიდან. მათ ფეხიდან მტვერი ჩაიბერტყეს და იკონიაში წავიდნენ.
საქმეები 28:25-28
რომ ვერ შეთანხმდნენ და წასვლა დააპირეს, პავლემ უთხრა მათ: „კარგად უთხრა სულიწმიდამ თქვენს მამებს ესაია წინასწარმეტყველის პირით: მიდი ამ ხალხთან და უთხარი: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ. რადგან გაუხეშდა ამ ხალხის გული, ყური დაუმძიმდათ და თვალი დაებინდათ, რომ თვალით ვერ იხილონ, ყურით ვერ ისმინონ, გულით ვერ გაიგონ და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი. ამრიგად, იცოდეთ, რომ ღვთის ხსნა მოევლინა წარმართებს, და მოისმენენ კიდეც ისინი”.
იოანეს 4:35
განა არ ამბობთ, კიდევ ოთხი თვე და მკის დრო დადგებაო? აჰა, მე კი გეუბნებით, აახილეთ თვალები და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად.
ლუკას 10:2
უთხრა მათ: „სამკალი ბევრია, მუშაკი – ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.
1 კორინთელთა 16:9
ვინაიდან გამეღო ფართო კარი, ქმედითი მსახურებისთვის, ოღონდ მოწინააღმდეგენიც მრავლად არიან.
კოლასელთა 4:5
ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ და გამოისყიდეთ დრო.
1 პეტრეს 3:15
წმიდა ჰყავით ქრისტე, როგორც უფალი თქვენს გულებში და მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდით და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ.