იგავნი 15:2
ბრძენთა ენა საამურს ხდის ცოდნას, ბრიყვთა პირი კი სისულელეს გამოთქვამს.
მათეს 26:10
ხოლო იესო მიუხვდა და უთხრა მათ: „რატომ აწბილებთ ამ დედაკაცს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა?
მათეს 26:7-10
მივიდა მასთან ერთი დედაკაცი, მოიტანა ძვირფასი ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით და ინახად მჯდომს თავზე დაასხა. მოწაფეებმა რომ დაინახეს, გაბრაზდნენ და თქვეს: ასე ფუჭად რატომ დახარჯაო? ვინაიდან შეიძლებოდა ამ ნელსაცხებლის გაყიდვა კარგ ფასად და ღარიბებისათვის დარიგება. ხოლო იესო მიუხვდა და უთხრა მათ: “რატომ აწბილებთ ამ დედაკაცს? მან ხომ კეთილი საქმე გამიკეთა?
ლუკას 7:6-9
იესო წაჰყვა მათ და უკვე იმ სახლის შორიახლოს იყვნენ, როდესაც ასისთავმა გამოუგზავნა მეგობრები მისთვის სათქმელად: „უფალო, ნუ გაირჯები, რადგან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. ამიტომ ჩემი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა. რადგან მეც, ხელმწიფების ქვეშ მყოფს, ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: ‘წადი!’ და მიდის. და სხვას: ‘მოდი!’ და მოდის. ჩემს მონას: ‘გააკეთე ეს!’ და აკეთებს.“ ეს რომ გაიგონა იესომ, გაუკვირდა მისი, მიუბრუნდა უკან მომავალ ხალხს და უთხრა: „გეუბნებით, რომ ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა.“
მათეს 15:25-28
ქალი კი მივიდა, დაემხო მის წინ და უთხრა: „მიშველე მე, უფალო!“ მან მიუგო და უთხრა: „არ არის კარგი, რომ შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო.“ ქალმა უთხრა: „დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, რომლებიც მათი ბატონების სუფრიდან ცვივა.“ მაშინ მიუგო იესომ და უთხრა: „ო, ქალო! დიდია შენი რწმენა. დაე მოგეცეს შენ შენი სურვილისამებრ.“ და იმავე ჟამს განიკურნა მისი ქალიშვილი.
მათეს 16:17-18
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ნეტარი ხარ შენ, სიმონ იონას ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გამოგიცხადა შენ ეს, არამედ ჩემმა მამამ, რომელიც ცაშია. და მე გეუბნები შენ, რომ შენ ხარ პეტრე (კლდე), და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ვერ დაძლევენ მას ჯოჯოხეთის ბჭენი.
ლუკას 21:1-4
აიხედა და დაინახა, რომ მდიდრები საგანძურში ყრიდნენ თავიანთ შესაწირავს. და დაინახა ერთი ღარიბი ქვრივი ქალიც, რომელმაც სპილენძის ორი მონეტა ჩააგდო. და თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩადო, რადგან ყველამ თავისი მოჭარბებულისგან ჩადო, მან კი თავისი სიდუხჭირისაგან ჩადო მთელი სარჩო, რაც ებადა.“
ებრაელთა 11:4-5
რწმენით შესწირა აბელმა ღმერთს კაენზე უკეთესი მსხვერპლი. იმით მიიღო მოწმობა, რომ მართალია იგი, როცა ღმერთმა დაამოწმა მის ძღვენთა შესახებ, და ამის წყალობით კვლავ მეტყველებს, თუმცა მკვდარია. რწმენით იქნა გადაყვანილი ენოქი, რათა სიკვდილი არ ეხილა. ვეღარავინ ჰპოვა იგი, რადგან ღმერთმა გადაიყვანა. გადაყვანამდე კი მიიღო მოწმობა, რომ სათნო ეყო ღმერთს.
ფსალმუნები 39:4
ნეტარ არს კაცი, ვინც უფალზე ამყარებს იმედს, ვინც არ მისდევს კადნიერთ და გზას არ ასცდება ცრუ ღმერთების მოყვარულთა მსგავსად.
ფსალმუნები 118:1
ნეტარ არიან, ვისი გზაც უბიწოა, რომელნიც დადიან უფლის რჯულზე.
იგავნი 16:20
საქმეში ფრთხილი სიკეთეს ჰპოვებს, უფალს მინდობილი ბედნიერია.
ესაია 56:2
ნეტარია კაცი, ვინც ამას მისდევს, და ადამის ძე, ვინც მას შეითვისებს; ვინც იცავს შაბათს და ხელს არ იწვდის სიავის საქმნელად.“
იერემია 17:7
კურთხეულია კაცი, რომელსაც უფლის იმედი აქვს, და უფალია მისი საესავი.
მათეს 25:34
მაშინ ეტყვის მეფე თავის მარჯვნივ მდგომთ: ‘მოდით, ჩემი მამის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სამყაროს დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი.
რომაელთა 14:17-18
რადგან ღმერთის სასუფეველი საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი სასურველია ღმერთისათვის და მოსაწონი – ადამიანთათვის.
2 კორინთელთა 8:18
მასთან ერთად გამოვგზავნეთ ძმა, რომელსაც ყველა ეკლესიაში აქებენ სახარების ქადაგებისათვის.
იაკობის 1:12
ნეტარია კაცი, რომელიც დაითმენს განსაცდელს, რადგან, რაკი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც ღმერთმა აღუთქვა თავის მოყვარულთ.