იობი 13:23
რამდენი ბრალი და ცოდვა მაწევს? მაცოდინე ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა!
ფსალმუნები 4:4
რისხვისას ნუ შესცოდავთ: განსაჯეთ გულში თქვენს სარეცლებზე და იყუჩეთ.
ფსალმუნები 76:6
ვიხსენებ ჩემს გალობას ღამღამობით, ჩემს გულს ვესაუბრები, სული ჩემი ეძიებს პასუხს:
ფსალმუნები 118:59
ოდეს ვფიქრობ ჩემს გზებზე, ვაბრუნებ ფეხს შენი მცნებებისაკენ.
იერემია 31:19
ჩემი დაბრუნების შემდეგ მოვინანიე; და მას შემდეგ, რაც გონს მოვეგე, მუხლებში ვიცემდი ხელებს; შერცხვენილი ვიყავი და შეძრწუნებული, რადგან ჩემი სიჭაბუკის სირცხვილს ვატარებდი.
გოდება იერემიასი 3:40
გამოვცადოთ და გამოვიძიოთ ჩვენი გზები და მოვბრუნდეთ უფლისკენ.
ეზეკიელი 18:27-28
და თუ ბოროტი ზურგს აქცევს ბოროტებას, რასაც სჩადიოდა და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს, თავის სულს გაიცოცხლებს იგი. რადგან მიხვდა და ზურგი აქცია თავის ყველა ცოდვას. უცილობლად იცოცხლებს იგი, არ მოკვდება!
ლუკას 15:17-24
როცა გონს მოეგო, თქვა: მამაჩემის რამდენ მოჯამაგირეს აქვს საკმარისზე მეტი პური, მე კი შიმშილით ვკვდები. ავდგები, წავალ მამასთან და ვეტყვი: შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე, ღირსი აღარ ვარ, რომ შენს ძედ ვიწოდებოდე. მიმიღე როგორც ერთი შენი მოჯამაგირეთაგანი! ადგა და წავიდა თავის მამასთან. ჯერ კიდევ შორს იყო, მამამ რომ დაინახა, შეებრალა, გაიქცა, კისერზე მოეხვია და დაკოცნა. უთხრა ვაჟმა: მამა! შევცოდე ზეცის წინააღმდეგ და შენ წინაშე. ღირსი აღარ ვარ, შენს ძედ ვიწოდებოდე. მამამ კი უთხრა თავის მონებს: სასწრაფოდ მოუტანეთ საუკეთესო სამოსელი და ჩააცვით, ხელზე ბეჭედი გაუკეთეთ და ფეხზე სანდლები ჩააცვით! მოიყვანეთ ნასუქი ხბო და დაკალით. ვჭამოთ და ვიმხიარულოთ! ვინაიდან ეს ჩემი ვაჟი მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა. და იწყეს მოლხენა
1 კორინთელთა 11:27-31
ამიტომ, ვინც ამ პურს შეჭამს ან უფლის სასმისს შესვამს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ისე ჭამოს ამ პურიდან და დალიოს ამ სასმისიდან. ვინაიდან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ შეუცვნია რა უფლის სხეული. ამის გამო ბევრია თქვენ შორის უძლური და ავადმყოფი, და ბევრს სძინავს. თვითონვე რომ განვიკითხავდეთ ჩვენს თავს, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი.
გალატელთა 6:4
ამიტომ, ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება საკვეხნი, მხოლოდ საკუთარ თავთან და არა სხვასთან.
1 იოანეს 1:9
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, მაშინ ის, ერთგული და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და გაგვწმენდს ყოველგვარი უმართლობისგან.
1 იოანეს 3:20-21
რადგან თუ გული გვდებს მსჯავრს, ღმერთი ხომ ჩვენს გულზე დიდია და ყოველივე უწყის. საყვარელნო! თუ გული არ გვდებს მსჯავრს, გაბედულება გვაქვს უფალთან.
მათეს 7:5
თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ ამოიღო ბეწვი შენი ძმის თვალიდან.
2 კორინთელთა 13:5
საკუთარი თავი შეამოწმეთ, ხართ თუ არა რწმენაში. საკუთარი თავი გამოსცადეთ. ნუთუ არ იცნობთ საკუთარ თავს, რომ თქვენშია იესო ქრისტე? თუ არა, გამოუცდელნი ხართ.