ეკლესიასტე 4:9
ორნი სჯობიან ერთს, რადგან კარგი გასამრჯელო აქვთ თავიანთ შრომაში.
კოლოსელთა 3:14
ყოველივე ამასთან ერთად შეიმოსეთ სიყვარული, რომელიც სრულქმნილების ერთობლიობაა.
გამოსვლა 21:8-9
თუ თვალში არ მოუვიდა მის პატრონს, რომლის დანიშნულიც არის, მისცეს მას გამოსყიდვის ნება. უფლება არა აქვს მის პატრონს, რომ უცხო ხალხს მიჰყიდოს იგი, რადგან თავად უღალატა მას. ხოლო თუ დანიშნავს მას თავის ვაჟზე, მაშინ როგორც თავის ასულს, ისე მოექცეს.
გამოსვლა 22:16
თუ ვინმემ შეაცდინოს ქალწული, რომელიც დანიშნული არაა, და დაწვეს მასთან, მაშინ ურვადით უნდა შეირთოს ცოლად.
ოსია 2:19-20
და მე საუკუნოდ დაგწინდავ ჩემთვის, დაგწინდავ სიმართლით და სამართლით, წყალობითა და სიყვარულით; დაგწინდავ რწმენით და შეიცნობ უფალს.
მარკოზის 10:9
ამრიგად, ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ გაყრის მათ.“
ლევიანნი 19:20
თუ ვინმე დაწვეს ქალთან და იყოს იგი მხევალი, სხვა კაცის დანიშნული, მაგრამ ჯერ არ იყოს გამოსყიდული, ან გათავისუფლებული, მაშინ სასჯელი უნდა დაედოს მათ, მაგრამ არა სასიკვდილო, რადგან იგი არაა თავისუფალი.
მეორე რჯული 20:7
ვინც ქალი დანიშნა და ჯერ არ შეურთავს, წავიდეს და დაუბრუნდეს თავის სახლს, რომ ბრძოლაში არ მოკვდეს და სხვამ არ წაიყვანოს ის ქალი.“
მეორე რჯული 22:23-28
თუ კაცზე დანიშნულ ქალწულს ვინმე შეხვდება ქალაქში და დაწვება მასთან, გამოიყვანეთ ორივე იმ ქალაქის კარიბჭესთან და ქვით ჩაქოლეთ, და მოკვდებიან – ქალწული იმისათვის, რომ არ მოუხმო საშველად, კაცი კი იმისათვის, რომ ნამუსი ახადა თავისი მოყვასის ცოლს. ასე აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან. თუ მინდორში ნახავს კაცი დანიშნულ ქალწულს, ძალით დაიჭერს და დაწვება მასთან, მოიკლას კაცი, რომელიც ქალთან დაწვა; ქალწულს კი ნურაფერს უზამ. არა აქვს მას სასიკვდილო ცოდვა: რადგან ეს იმას ჰგავს, კაცი რომ დაესხას თავის მოყვასს და მოკლას იგი, რადგან კაცმა იგი მინდორში ნახა, ქალწულმა იკივლა, და იქ არავინ იყო მისი შემწე. თუ ნახავს კაცი ქალწულს, რომელიც არაა დანიშნული, დაიჭერს მას და დაწვება მასთან, და წაასწრებენ,
2 მეფეთა 3:14
და გაუგზავნა მოციქულები დავითმა იშბოშეთს, საულის ძეს, და შეუთვალა: „მომეცი ჩემი ცოლი მიქალი, რომელიც ასი წინადაუცვეთელი ფილისტიმელით დავწინდე.”
მათეს 1:18
ხოლო იესო ქრისტეს შობა ასე იყო: მისი დედა მარიამი დანიშნული იყო იოსებზე და ვიდრე ისინი შეუღლდებოდნენ, დაორსულებული აღმოჩნდა სულიწმიდის მიერ.
2 კორინთელთა 11:2
რადგან თქვენს მიმართ საღვთო შურითა ვარ სავსე. რადგან დაგნიშნეთ თქვენ ერთ კაცზე, რათა წმიდა ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.
ამოსი 3:3
თუ ივლიან ორნი ერთად, თუ ერთმანეთში არ შეთანხმდნენ?