მუშები – ბიბლიური ციტატები

იგავნი 10:4
ზარმაცი ხელი აღარიბებს, გამრჯე ხელი კი ამდიდრებს.

მათეს 20:1-6
რადგან ცათა სასუფეველი ჰგავს ადამიანს – მამულის პატრონს, რომელიც დილით ადრე გავიდა მუშაკთა დასაქირავებლად თავისი ვენახისთვის, მოურიგდა მუშაკებს დღეში თითო დინარად და გაისტუმრა თავის ვენახში. ასე მესამე საათს, გავიდა და დაინახა სხვები, მოედანზე უქმად მდგარნი. და უთხრა მათ: ‘წადით თქვენც ჩემს ვენახში და რაც გერგებათ, მოგცემთ.’ და ისინიც წავიდნენ. კიდევ გავიდა მეექვსე და მეცხრე საათს და ასევე მოიქცა. და ბოლოს, გავიდა მეთერთმეტე საათზე, ნახა სხვებიც მდგარნი და უთხრა მათ: ‘რას დგახართ აქ მთელ დღეს უქმად?’ უპასუხეს მას: ‘არავინ დაგვიქირავა ჩვენ.’ ეუბნება მათ: ‘წადით ვენახში და, რაც გერგებათ, მოგცემთ.’ როდესაც მოსაღამოვდა, ვენახის პატრონი ეუბნება თავის მოურავს: ‘დაუძახე მუშაკებს და გადაუხადე გასამრჯელო, უკანასკნელიდან პირველამდე.’ მივიდნენ მეთერთმეტე საათზე დაქირავებულნი და მიიღეს თითო დინარი  პირველად მოსულებმა იფიქრეს, რომ მეტს მიიღებდნენ, მაგრამ იმათაც თითო დინარი მიიღეს. და როდესაც იგივე მიიღეს, დაიწყეს დრტვინვა მამულის პატრონის მიმართ, და ამბობდნენ: ‘ამ უკანასაკნელებმა მხოლოდ ერთი საათი იმუშავეს და ისინი ჩვენ გაგვიტოლე, ვინც დღის სიმძიმე და სიცხე გადავიტანეთ.’ მან მიუგო ერთ მათგანს და უთხრა: ‘მეგობარო, მე შენ არ გჩაგრავ. განა დინარად არ გაგირიგდი? აიღე შენი და წადი. მე კი მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ. განა არა მაქვს უფლება, რომ ჩემი კუთვნილი ჩემი ნებისამებრ განვაგო? იქნებ შენს თვალს შურს, კეთილი რომ ვარ?’ ასე იქნებიან უკანასკნელნი პირველნი და პირველნი – უკანასკნელნი, რადგან წვეული ბევრია, რჩეული კი – ცოტა.“

ლუკას 10:7
იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაც მათ აქვთ, რადგან მუშაკი ღირსია თავისი საზღაურისა. სახლიდან სახლში ნუ დაიწყებთ სიარულს.

მათეს 10:10
ნურც გუდას გზაში, ნურც ორ სამოსელს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც ხელჯოხს, ვინაიდან მშრომელი თავისი საზრდოს ღირსია.

ტიტეს 2:9
მონები თავიანთ პატრონებს დაემორჩილონ ყველაფერში, აამონ, სიტყვა არ შეუბრუნონ,

იგავნი 24:12
ბეჯითი ხელი იბატონებს; ზარმაცს კი ბეგარა დაედება.

გამოსვლა 23:12
ექვს დღეს აკეთე შენი საქმე, და მეშვიდე დღეს დაისვენე, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და სახედარმა, და სული მოითქვას შენი მხევლის ძემ და ხიზანმა.

მეორე რჯული 5:13
ექვსი დღე იმუშავე და აკეთე ყოველგვარი საქმე,

ფსალმუნები 122:2
აჰა, ვითარცა მონათა თვალნი ბატონის ხელისაკენ, ვითარცა თვალნი მხევლისა ქალბატონის ხელისაკენ, ასევე ჩვენი თვალნი მიპყრობილია ჩვენი უფალი ღმერთისაკენ, ვიდრე შეგვიწყალებდეს.

იგავნი 17:2
გონიერი მსახური იბატონებს ბატონის შემარცხვენელ შვილზე, და წილს დაიდებს მემკვიდრებს შორის როგორც ერთი ძმათაგანი.

იგავნი 25:13
რაც თოვლის სიგრილე იქნებოდა მკის დროს, ის არის ერთგული მაცნე მისი გამგზავნისათვის, ის მას სულს უგრილებს.

იგავნი 27:18
ვინც ლეღვს უვლის, მის ნაყოფს იგემებს და ბატონის მომვლელს პატივი არ მოაკლდება.

მათეს 24:45
ვინ არის ერთგული და გონიერი მონა იმათგან, რომლებიც დაუყენა ბატონმა თავის სახლეულს, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?

ეფესელთა 6:5
დაემორჩილეთ, მონებო, თქვენს ხორციელ უფალთ შიშითა და ძრწოლით, წრფელი გულით, როგორც ქრისტეს,

კოლოსელთა 3:22-23
მონებო, ყველაფერში დაექვემდებარეთ თქვენს ხორციელ ბატონებს არა მოჩვენებითი სამსახურით, როგორც კაცთმაამებლებმა, არამედ გულწრფელად, როგორც უფლის მოშიშებმა. ყოველივე, რასაც აკეთებთ, გააკეთეთ გულით, როგორც ღმერთისათვის და არა კაცთათვის.

1 ტიმოთეს 6:1
მონობის უღელქვეშ მყოფებმა ყოველგვარი პატივი მიაგონ თავიანთ პატრონებს, რათა არ დაიგმოს ღმერთის სახელი და მოძღვრება.

1 პეტრეს 2:18
მსახურნო, დაემორჩილეთ ბატონებს ყველაფერში რიდით, არა მარტო კეთილებსა და შემწყნარებლებს, არამედ მრისხანეთაც.