მშიერის დაპურება ბიბლიის მუხლები

მათეს 25:35
ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და მიმიღეთ;

ესაია 58:10
თუ თავს არ დაიზოგავ მშიერისთვის და ტანჯულ კაცს გააძღობ, მაშინ ბნელში გაბრწყინდება შენი ნათელი და შენი წყვდიადი – შუადღესავით იქნება.

იაკობის 2:14-18
ჩემო ძმებო, რა სარგებელია, თუ ვინმე იტყვის, რომ რწმენა აქვს, საქმენი კი არ გააჩნია? ასეთ რწმენას არ ძალუძს მისი ხსნა! თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო აკლია, რომელიმე თქვენგანი კი ეტყვის მას, მშვიდობით წადი, გათბი და ისაზრდოვეო, სხეულისთვის საჭიროს კი არას მისცემს, რა სარგებელია? ასევეა რწმენაც – თუ საქმენი არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია. მაგრამ ვინმე იტყვის: „შენ გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმენი”. მაჩვენე შენი რწმენა საქმეთა გარეშე და გაჩვენებ ჩემს რწმენას ჩემს საქმეთაგან.

იგავნი 28:27
ვინც ღარიბს აძლევს, არ გაუჭირდება, ხოლო ვინც თვალს ხუჭავს, მრავალ წყევლას მიიღებს.

ლუკას 3:11
ეუბნებოდა მათ პასუხად: „ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს”.

1 იოანეს 3:17-18
ვისაც ამქვეყნიური ქონება აქვს, მაგრამ ძმას გაჭირვებაში ხედავს და გულს იკეტავს, როგორ დარჩება მასში ღვთის სიყვარული? შვილებო! გვიყვარდეს არა სიტყვით და არა ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით.

იგავნი 14:31
ღარიბის მჩაგვრელი გმობს თავის შემოქმედს, ღატაკის მწყალობელი კი მისი პატივისმცემელია.

იოანეს 6:35
უთხრა მათ იესომ:„მე ვარ სიცოცხლის პური. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ჩემს მორწმუნეს არასდროს მოსწყურდება.

მათეს 25:37-46
მაშინ ეტყვიან მას მართლები პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით? როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ? როდის გიხილეთ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ? მეფე მიუგებს მათ პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს გაუკეთეთ, მე გამიკეთეთ. მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის. ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით; მწყუროდა და არ მასვით; უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი, და საპყრობილეში, და არ მომინახულეთ. მაშინ ისინიც მიუგებენ პასუხად: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ? მაშინ მიუგებს იგი პასუხად: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, როგორც არც ერთს ამ მცირეთაგანს არაფერი გაუკეთეთ – არც მე გამიკეთეთ! და წავლენ ისინი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში”.

იგავნი 31:20
გლახაკთან ხელგაშლილია და მკლავს აშველებს დავრდომილს.

იგავნი 22:9
გულმოწყალე კურთხეული იქნება, რადგან ლუკმა გაუყო ღარიბს.

მათეს 14:15-21
როცა მოსაღამოვდა მივიდნენ მასთან მოწაფენი და უთხრეს: „აქ უკაცრიელი ადგილია, ჟამიც გვიანია; გაუშვი ეს ხალხი, რომ სოფლებში წავიდნენ და საჭმელი იყიდონ თავიანთთვის”. იესომ კი უთხრა მათ: „არ არის საჭირო მათი წასვლა; თქვენ მიეცით საჭმელი”. უპასუხეს: „არაფერი გვაქვს გარდა ხუთი პურისა და ორი თევზისა”. უთხრა: „აქ მომიტანეთ ისინი”. უბრძანა ხალხს ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დაამტვრია და მისცა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი ხალხს დაურიგეს. ყველამ ჭამა და გაძღა, ნატეხებით კი თორმეტი გოდორი აივსო. მჭამელი კი ხუთი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა.

მეორე რჯული 15:7
თუ იქნება შენს შორის ღარიბი, ერთი შენი მოძმეთაგანი, შენს რომელიმე კარიბჭეში, იმ მიწაზე, რომელსაც გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, არ გაიქვავო გული და ხელმოჭერილი ნუ იქნები შენი ღარიბი ძმის მიმართ;

გალატელთა 6:2
ზიდეთ ერთმანეთის ტვირთი და ასე აღასრულებთ ქრისტეს რჯულს.

4 მეფეთა 4:43
ჰკითხა მსახურმა: „განა რა იქნება ეს ასი კაცისთვის?” კვლავ უთხრა ელისემ: „მიეცი ხალხს და ჭამონ, რადგან ასე ამბობს უფალი: შეჭამენ და კიდევ დარჩება”.