კერპთაყვანისმცემლობის რაობა ბიბლიური ციტატები

ესაია 45:20
შეიკრიბეთ და მოდით, ერთად შეგროვდით ერთაგან გადარჩენილნო; უცოდინარნი არიან ისინი, ვინც თავის ხის ქანდაკებებს დაატარებენ და ევედრებიან ღმერთს, რომელიც ვერ დაიხსნის.

ესაია 46:6
ქისიდან ჰყრიან ოქროს ზოგიერთნი და სასწორზე სწონიან ვერცხლს, ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ მისგან ღმერთი გააკეთებინონ, მერე მის წინაშე ემხობიან და თაყვანს სცემენ.

ფსალმუნები 105:20
თავიანთი დიდება ბალახის მძოველი ხარის გამოსახულებაში გაცვალეს.

რომაელთა 1:23
და უხრწნადი ღმერთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში.

გალატელთა 5:19-21
ხორცის საქმეები აშკარაა: ეს არის სიძვა, უწმიდურება და თავაშვებულობა, კერპთმსახურება, მისნობა, მტრობა, ჩხუბი, ეჭვიანობა, რისხვა, შუღლი, უთანხმოება, განხეთქილება, სიძულვილი, მკვლელობა, ლოთობა, გაუმაძღრობა და სხვა ასეთი. გეუბნებით წინასწარ, როგორც ადრე მითქვამს, რომ ამის მკეთებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სამეფოს.

ეზეკიელი 20:16
რადგან უკუაგდეს ჩემი სამართალი, ჩემი წესებისამებრ არ დადიოდნენ და შებღალეს ჩემი შაბათები, ვინაიდან კერპებს ელტვოდა მათი გული.

ოსია 4:17
კერპებს მიეკრა ეფრემი, მარტოდ დატოვე იგი!

ოსია 10:5
ბეთ-ავენის ხბოს გამო შეშინდებიან სამარიის მკვიდრნი, ხბოს გლოვობენ ხალხი და მისი ქურუმები, მასზე რომ მხიარულობდნენ, რადგან გასცილდა მას მისი დიდება.

1 კორინთელთა 5:10
არ მიგულისხმია ამ ქვეყნიერების გარყვნილები, ხარბები, მტაცებლები ან კერპთაყვანისმცემლები, რადგან მაშინ თქვენც მოგიწევდათ ამ ქვეყნიერებიდან გასვლა.

1 კორინთელთა 8:7
მაგრამ ყველას როდი აქვს ცოდნა, ვინაიდან ზოგიერთები დღემდე ჩვეულებისამებრ ჭამენ კერპთაგან, როგორც კერპთშენაწირს და ამრიგად, მათი დაუძლურებული სინდისი იბილწება.

ეფესელთა 5:5
რადგან იცოდეთ, რომ არც ერთ მეძავს, ან უწმიდურს, ან ანგარს, რომელიც კერპთმსახურია, არა აქვს მემკვიდრეობა ქრისტესა და ღვთის სამეფოში.

კოლოსელთა 3:5
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა.

1 მეფეთა 15:23
რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, კერპთაყვანისმცემლობა და თვითნებობა”. როგორც შენ უარყავი უფლის სიტყვა, ისე უფალმაც უარყო შენი მეფობა.

რომაელთა 2:22
ჰქადაგებ – არ მოიპაროო, – და იპარავ! ამბობ – არ იმრუშოო, – და მრუშობ! კერპები გეზიზღება და საკერპოებს ძარცვავ?!


მსგავსი თემები:

სიხარბე