მთავარითემები „ი"იმედის არსი

იმედის არსი

21 მუხლი · დააჭირე მითითებას და წაიკითხე მთელი თავი

  1. 1 კორინთელთა 9:10
    თუ ყველა ჩვენთაგანისთვის ამბობს ამას? დიახაც, ჩვენთვის წერია, რადგან მხვნელმა იმედით უნდა ხნას და ლეწვისას, მლეწავსაც უნდა ჰქონდეს თავისი წილის მიღების იმედი.
  2. 1 ტიმოთეს 3:14
    ამას გწერ და ვიმედოვნებ, რომ მალე მოვალ შენთან,
  3. ლუკას 6:34
    თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, რა სარგებელია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ.
  4. საქმეები 24:26
    თანაც, იმედი ჰქონდა, რომ პავლე თავისუფლების სანაცვლოდ ფულს შესთავაზებდა. ამიტომ ხშირად უხმობდა და ესაუბრებოდა მას.
  5. რომაელთა 15:24
    ამიტომ, როგორც კი დავაპირებ ესპანეთში გამგზავრებას, გამოგივლით, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას, და თქვენ გამაცილებთ იქ, და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით.
  6. 1 კორინთელთა 9:15
    თუმცა მე არც ამათგან გამომიყენებია რაიმე; და არც იმიტომ გწერთ, რომ ახლა ვქმნა ასე; ვინაიდან სიკვდილი მირჩევნია ვინმეს მიერ ჩემი ქადილის გაბათილებას!
  7. 2 კორინთელთა 2:15
    და რაკი უფლის შიში ვიცით, ადამიანებს შევაგონებთ, ჩვენ კი გაცხადებულნი ვართ ღმერთისთვის და ვიმედოვნებ, რომ თქვენი სინდისისთვისაც ვართ გაცხადებულნი;
  8. ფილიპელთა 2:19
    ვიმედოვნებ უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ ტიმოთე, რათა გავმხნევდე თქვენი ამბის შეტყობით.
  9. რუთი 1:12
    გაბრუნდით, ჩემო ასულნო, წადით! დავბერდი, იმისთვის რომ ქმარი მყავდეს. კიდეც რომ ვიფიქრო, იმედიც რომ მქონდეს, ამაღამაც რომ შევიდე ქმართან და ვშვა ძენი,
  10. იგავები 19:18
    გაწვრთენ შენი შვილი, სანამ ჯერ კიდევ არის იმედი; შეხედე, ნუ დაღუპავ მას.
  11. იერემია 23:16
    ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: "ნუ მოუსმენთ წინასწარმეტყველთა სიტყვებს, რომლებიც გიწინასწარმეტყველებენ; ფუჭია, საკუთარი გულის ხილვებს აცხადებენ და არა იმას, რაც უფლის ბაგედანაა.
  12. 1 ტიმოთეს 6:17
    მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ - ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად,
  13. იობი 30:26
    როცა სიკეთის იმედი მქონდა ბოროტი მოვიდა; ნათელს ველოდი და ბნელი მეწია.
  14. იობი 19:10
    ყოველი მხრიდან მამსხვრევს და უკვე მივდივარ; ხესავით ძირკვავს ჩემს იმედს.
  15. ეზეკიელი 37:11
    მითხრა: ძეო კაცისავ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ, გახმა ჩვენი ძვლები, დაიღუპა ჩვენი იმედი, მთლიანად ამოვიხოცეთო!
  16. ლუკას 24:21
    ჩვენ კი ვიმედოვნებდით, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოესყიდა ისრაელი. აგერ, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა.
  17. ზაქარია 9:5
    იხილავს აშკელონი და შეშინდება, ღაზა და ყეკრონი დიდად შეძრწუნდება, რადგან გაწბილდება მისი იმედი; ღაზა დაკარგავს თავის მეფეს და აღარ დასახლდება აშკელონი.
  18. 1 თესალონიკელთა 4:13
    არ გვსურს, ძმებო, უცოდინარნი იყოთ განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, იმედი რომ არ გააჩნიათ.
  19. იგავები 10:28
    მართალთა სასოება სიხარულია, ბოროტეულთა იმედი კი მოისპობა.
  20. საქმეები 16:19
    დაინახეს იმისმა ბატონებმა, რომ წარხდა მათი მოგების იმედი, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან.
  21. ლუკა 20:20
    უთვალთვალებდნენ და მსტოვრები მიუგზავნეს, რომლებიც თავს მართალ ადამიანებად აჩვენებდნენ, რათა სიტყვაში დაეჭირათ და გამგებლის მმართველობასა და ძალაუფლებაში გადაეცათ იგი.

← ყველა თემა „ი"-ზე

Close
Close