ღვთისადმი ერთგულება ბიბლიის მუხლები

მეორე რჯული 27:10
და ისმინე უფლის, შენი ღმერთის, ხმა და შეასრულე მისი მცნებანი და მისი წესები, რომელთაც მე დღეს გიცხადებ.“

რომაელთა 12:1-2
ამრიგად, შეგაგონებთ, ძმებო, ღმერთის წყალობით, რომ შესწიროთ თქვენი სხეული ცოცხალ, წმიდა, ღმერთის სასურველ მსხვერპლად! ეს იქნება თქვენი სულიერი მსახურება. და ნუ მიესადაგებით ამ საუკუნეს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღმერთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

მეორე რჯული 10:12-13
და ახლა, ისრაელ, რას ითხოვს შენგან უფალი, შენი ღმერთი? თუ არა იმას, რომ გეშინოდეს უფლისა, შენი ღმერთისა, იარო მისი გზებით, გიყვარდეს ის, და ემსახურო უფალს, შენს ღმერთს, მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით, დაიცვა მცნებანი უფლისა და მისი წესები, რომელთაც გიბრძანებ დღეს შენს სასიკეთოდ.

2 ნეშტთა 19:9
და უბრძანა მათ და უთხრა: „ასე აკეთეთ საქმე უფლის მოშიშებით, ჭეშმარიტებითა და ერთგულებით.

იერემია 38:20
და უთხრა იერემიამ: არ გადაგცემენ; ოღონდ უსმინე უფლის ხმას, როგორც მე გეუბნები, და უკეთესად წაგივა საქმე, და იცოცხლებსო შენი სული;

1 თესალონიკელთა 4:1
და ბოლოს, ძმებო, გთხოვთ და გევედრებით უფალ იესოში, რომ, როგორც ჩვენგან ისწავლეთ, როგორ უნდა იაროთ ღმერთის საამებლად, და როგორც დადიხართ კიდეც, ეს კიდევ უფრო გააძლიეროთ.

2 ტიმოთეს 2:22
ყმაწვილკაცურ გულისთქმებს გაექეცი. მისდიე სამართლიანობას, რწმენას, სიყვარულს, მშვიდობას ყველასთან, ვინც სუფთა გულით მოუხმობს უფალს.

მეორე რჯული 7:9
იცოდე, რომ უფალი, შენი ღმერთი, არის ღმერთი, ერთგული ღმერთი, რომელიც იცავს აღთქმას და წყალობას მის მოყვარულთათვის და მის მცნებათა დამცველთათვის ათას თაობამდე.

იესო ნავეს ძე 24:24
და უთხრა ხალხმა იესოს: „უფლის, ჩვენი ღმერთის, მსახურებაში ვიქნებით და ყურს დავუგდებთ მის ხმას.“

რომაელთა 6:17
ხოლო მადლობა ღმერთს, რომ თქვენ, ადრე ცოდვის მონები, ახლა გულით დაემორჩილეთ მოძღვრების იმ სახეს, რომელსაც თქვენი თავი მიუძღვენით.

გამოსვლა 19:8
და ერთხმად მიუგო ხალხმა: „რაც უფალმა თქვა, ყველაფერს აღვასრულებთ.“ და მოახსენა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს.

3 მეფეთა 8:61
იყავით გულწრფელნი უფლისადმი, ჩვენი ღმერთისადმი, როგორც დღესა ხართ, რომ იაროთ მის წესებზე და დაიცვათ მისი შეგონებები.“

ფსალმუნები 39:6-8
მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე; მაგრამ ყური გამიმახვილე; სრულადდასაწველი და ცოდვის მსხვერპლი არ მოგითხოვია; მაშინ ვთქვი: „აჰა, მოვედი; წიგნის გრაგნილში წერია ჩემზე. შენი სურვილის შესრულება მწადია, ღმერთო, და რჯული შენი ჩემს გულშია.“

იერემია 7:23
მხოლოდ ეს ვუბრძანე მათ: გაიგონეთ ჩემი სიტყვა და მე ვიქნები თქვენი ღმერთი და თქვენ იქნებით ჩემი ერი, და ივლით ყველა იმ გზით, რომელსაც გიბრძანებთ, რომ სიკეთეს ეწიოთ.

იერემია 11:3
და უთხარი მათ, ასე ამბობს-თქო უფალი, ისრაელის ღმერთი: წყეულია კაცი, რომელიც არ მოუსმენს ამ აღთქმის სიტყვებს,

იოანეს 14:15
თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.

იოანეს 15:10
თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში.

საქმეები 5:29
მიუგეს პეტრემ და მოციქულებმა და უთხრეს: „ღმერთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანების.