ღვთის სრულყოფილება ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 17:25-26
ერთგულს ერთგულად ექცევი, უბიწოს – უბიწოებით. წმიდას მისი სიწმიდისამებრ ექცევი და უკუღმართს – მისი უკუღმართობისამებრ.

ფსალმუნები 91:15
რათა გაცხადდეს, რომ მართალია უფალი – კლდე ჩემი; და არ არის მასში უსამართლობა.

ესაია 26:7
მართლის გზა მოსწორებულია; შენ ასწორებ მართალთა ნაბიჯებს, წრფელო!

მარკოზის 10:18
ხოლო იესომ უთხრა: „რატომ მიწოდე კეთილი? არავინ არის კეთილი, გარდა ერთისა – ღმერთისა.

ლევიანნი 19:2
„ელაპარაკე ისრაელის შვილთა მთელ თემს და უთხარი მათ: იყავით წმიდა, რადგან წმიდა ვარ მე, უფალი, თქვენი ღმერთი.

2 კორინთელთა 13:11
და ბოლოს, ძმებო, იხარეთ და სრულყოფას მისდიეთ, ინუგეშეთ და იყავით ერთსულოვანნი, იცხოვრეთ მშვიდობაში; და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან.

მეორე რჯული 32:4
სალი კლდეა იგი, სრულყოფილია მისი საქმენი, რადგან სამართლიანია მისი ყველა გზა; ჭეშმარიტი ღმერთია ის, არ არის მასში უსამართლობა; მართალია იგი და წრფელი.

რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ გარდაისახენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

ფსალმუნები 18:7-11
რჯული უფლისა სრულყოფილია, სულს ანახლებს; მცნება უფლისა სარწმუნოა, გულუბრყვილოებს აბრძენებს. მართებულია უფლის ბრძანებანი, გულს ახარებენ; მცნება უფლისა სპეტაკია, შუქს აძლევს თვალებს. შიში უფლისა წმიდაა, მარადიული. უფლის განსჯანი ჭეშმარიტია, ყველა სამართლიანია. ოქროზე და ბაჯაღლოზე მეტად სასურველნი არიან და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა. მათით არის გაფრთხილებული შენი მსახური; დიდია საზღაური მათი დაცვისთვის.

იობი 37:16
თუ იცი ღრუბელთა განფენილობა, საოცრებანი ცოდნაში უნაკლოსი?

ესაია 25:1
უფალო, ღმერთო ჩემო! აგამაღლებ და მადლობას ვუძღვნი შენს სახელს, რადგან საოცრებანი მოიმოქმედე სრული ერთგულებით. ეს იყო შენი ჩანაფიქრი ადრინდელი დროიდან!

ებრაელთა 2:10
ვინაიდან ის, ვისთვისაც არის ყოველივე და ვისგანაც არის ყოველივე, ვინც მრავალი ძე მიიყვანა დიდებამდე, ტანჯვით უნდა აღსრულებულიყო, როგორც მათი გადარჩენის წინამძღოლი.

ებრაელთა 5:8-9
და თუმცა ძე იყო, ტანჯვის მეშვეობით ისწავლა მორჩილება. და სრულქმნილი, მარადიული გადარჩენის მიზეზი შეიქმნა ყველა მისი მორჩილისთვის.

ებრაელთა 7:28
ვინაიდან რჯული უძლურ ადამიანებს ადგენს მღვდელმთავრებად, ხოლო რჯულის შემდგომ მოსულმა ფიცის სიტყვამ დაადგინა ძე, უკუნისამდე სრულქმნილი.