იოანეს 17:11
მე აღარ ვარ წუთისოფელში, ისინი კი წუთისოფელში არიან; მე შენთან მოვდივარ. წმიდა მამავ, შენი სახელით დაიცავი ესენი, შენ რომ მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ!
მათეს 21:9
ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკან მისდევდა, ღაღადებდა: “ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა, მაღალთა შინა!”
მათეს 23:39
ვინაიდან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’”
ლუკას 19:38
ამბობდნენ: „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ზეცად და დიდება მაღალთა შინა!”
მიქა 5:4
დადგება და უფლის ძალით დამწყემსავს, უფლის, თავისი ღმერთის სახელის სიდიადით და დამკვიდრდებიან ისინი თავიანთ ქვეყანაში, რადგან ამიერიდან ქვეყნის კიდემდე იდიდებს ის.
იოანეს 5:43
მე მამაჩემის სახელით მოვედი და არ მღებულობთ; სხვა ვინმე მოვა თავისი სახელით და მას მიიღებთ.
იოანეს 10:25
მიუგო მათ იესომ: „გითხარით და არ ირწმუნეთ! ჩემი საქმეები, მამაჩემის სახელით რომ ვაკეთებ, მოწმობენ ჩემზე!
იოანეს 17:12
ვიდრე მათთან ვიყავი, შენი სახელით ვიცავდი მათ, შენ რომ მომეცი; და დავიცავი, არავინ დაღუპულა მათგან, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულებულიყო წერილი.
იაკობის 5:10
ჩემო ძმებო, ტანჯვისა და სულგრძელობის მაგალითად გყავდეთ წინასწარმეტყველები, რომლებიც უფლის სახელით ლაპარაკობდნენ.
იაკობის 5:14
არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი, ილოცონ მასზე და ზეთი სცხონ უფლის სახელით.
მეორე რჯული 18:7
და იმსახურებს უფლის, თავისი ღმერთის სახელით, როგორც ყველა მისი ძმა ლევიანი, რომელიც დგას იქ უფლის წინაშე.
მიქა 4:5
იაროს ყოველმა ხალხმა, თავ-თავიანთი ღმერთის სახელით, ჩვენ კი – უფლის, ჩვენი ღმერთის სახელით ვივლით, უკუნითი უკუნისამდე.
ზაქარია 10:12
გავამაგრებ მათ უფალში და ივლიან მისი სახელით – ამბობს უფალი.
ფსალმუნები 19:5
ვიყიჟინებთ შენი გამარჯვებით და ღმერთის სახელით დროშას ავაფრიალებთ; ყველა შენი სათხოვარი შეგისრულოს უფალმა.
იგავნი 18:10
უფლის სახელი – ძლიერი გოდოლია, მართალი შეაფარებს თავს და სამშვიდობოზეა.
1 მეფეთა 17:45
და უთხრა დავითმა ფილისტიმელს: „შენ ხმლით, შუბითა და ფარით გამოდიხარ ჩემთან, მე კი ცაბაოთ უფლის, ისრაელის მხედრობის ღმერთის სახელით, რომელიც შენ შეურაცხევ.
ეზრა 5:1
წინასწარმეტყველებმა ანგიამ და ზაქარია ყიდოს ძემ იუდასა და იერუსალიმში მცხოვრებ იუდაელებს ისრაელის ღმერთის სახელით უწინასწარმეტყველეს.