ღმერთის ნება ბიბლიის მუხლები

იერემია 29:11
რადგან მე კარგად ვიცი ის ზრახვები, რაც მე განვიზრახე თქვენთვის, – ამბობს უფალი, – სამშვიდობო ზრახვები, რომ მოგცეთ თქვენ მომავალი და იმედი.

1 ტიმოთეს 2:3-4
ეს კეთილია და სათნოა ჩვენი მაცხოვრის, ღმერთის წინაშე, რომელსაც სურს, რომ ყველა ადამიანი გადარჩეს და მისწვდეს ჭეშმარიტების შემეცნებას.

1 თესალონიკელთა 5:18
ყველაფერში მადლიერნი იყავით, რადგან ეს არის თქვენს მიმართ ღმერთის ნება ქრისტე იესოში.

1 თესალონიკელთა 4:3
რადგან ღმერთის ნებაა თქვენი განწმედა, რათა განერიდოთ გარყვნილებას,

ებრაელთა 13:20-21
ხოლო მშვიდობის ღმერთმა, რომელმაც საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით ამოიყვანა ცხვრების დიადი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო, სრულგყოთ ყოველ კეთილ საქმეში მისი ნების შესასრულებლად. მას, რომელიც იესო ქრისტეს მეშვეობით ჩვენში მის წინაშე მოსაწონს აკეთებს, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ლუკას 9:23
ყველას კი უთხრა: „ვისაც სურს გამომყვეს მე, უარყოს თავისი თავი, იტვირთოს ყოველდღე თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.

იგავნი 3:5-6
მიენდე უფალს მთელი გულით და შენს გონებას ნუ დაენდობი. ყოველ შენს გზაზე შეიცანი იგი, და ის წარმართავს შენს ბილიკებს.

1 პეტრეს 2:15
რადგან ასეთია ნება ღვთისა: რათა კეთილის ქმნით დაადუმოთ უგუნურ ადამიანთა უმეცრება,

მათეს 6:10
მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.

ეფესელთა 5:15-20
მაშ, ყურადღებით იყავით, როგორ იქცევით – მოიქეცით არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. გამოიყენეთ ჟამი, რადგან ეს დღეები ბოროტია. ამიტომ, ნუ იქნებით უგუნურები, არამედ შეიცანით, რა არის უფლის ნება. ნუ დათვრებით ღვინით, რომელშიც აღვირახსნილობაა, არამედ აღივსენით სულით. ელაპარაკეთ ერთმანეთს ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით, უმღერეთ და ეფსალმუნეთ უფალს გულებში. მადლობდეთ ყოველთვის ყველაფრისათვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით ღმერთსა და მამას.

2 პეტრეს 3:9
არ აყოვნებს უფალი აღთქმულს, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ სულგრძელია თქვენდამი და არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველა მივიდეს მონანიებამდე.

1 იოანეს 1:9
თუ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, იგი, სარწმუნო და მართალი, მოგვიტევებს ცოდვებს და განგვწმედს ყოველგვარი უკეთურებისაგან.

მიქა 6:8
ხომ გეუწყა შენ, მოკვდავო, რა არის სიკეთე, და რას ითხოვს შენგან ღმერთი? მხოლოდ სამართლის ქმნას, და წყალობის სიყვარულს; მოწიწებით სიარულს უფლის წინაშე.

იგავნი 16:4
უფალმა ყველაფერი თავისი მიზნისათვის შექმნა, თვით უკეთურიც კი – უბედური დღისათვის.

რომაელთა 12:2
და ნუ მიესადაგებით ამ საუკუნეს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღმერთის ნება – კეთილი, სასურველი და სრულყოფილი.

ებრაელთა 10:36
მოთმინება გმართებთ, რათა აღასრულოთ ღმერთის ნება და მიიღოთ აღთქმული.