ღმერთის იმედი ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 130:3
უფლის იმედი ჰქონდეს ისრაელს, ამიერიდან უკუნისამდე

1 ტიმოთეს 6:17
მდიდრებს ამ წუთისოფელში ამცნე, რომ არ გადიდგულდნენ, ნურც მაცდურ სიმდიდრეზე დაიმედდებიან, არამედ – ცოცხალ ღმერთზე, რომელიც ყველაფერს უხვად იძლევა გასახარად,

რომაელთა 12:12
იმედით იხარეთ, მომთმენნი იყავით გასაჭირში, ლოცვაში – მდგრადნი.

ებრაელთა 10:23
მტკიცედ მივყვეთ იმედის აღიარებას, ვინაიდან აღმთქმელი ერთგულია;

ესაია 42:4
არ შედრკება და არ გატყდება, ვიდრე სამართალს არ დაამკვიდრებს ქვეყნად. მისი რჯულის მოლოდინში არიან ზღვისპირელნი.

საქმეების 26:6
და ახლა იმ აღთქმის იმედის გამო ვდგავარ სამსჯავროს წინაშე, რომელიც ღმერთმა ჩვენს მამებს მისცა,

კოლასელთა 1:5
თქვენთვის ზეცაში გამზადებული იმედის გამო, წინასწარ რომ გესმათ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით,

2 კორინთელთა 1:10
რომელმაც გვიხსნა კიდეც ასეთი სიკვდილისგან და ახლაც გვიხსნის; და იმედი გვაქვს, რომ კვლავაც დაგვიხსნის.

ეზრა 10:2
მიუგო შეხანიამ, იეხიელის ძემ, ყელამის ძეთაგან და უთხრა ეზრას: ვუღალატეთ ჩვენს ღმერთს და შევირთეთ უცხოელი ცოლები ამ ქვეყნის ხალხთაგან; მიუხედავად ამისა, არის იმედი ისრაელისთვის!

იობი 5:16
იმედი აქვს უძლურს და პირს კუმავს უსამართლობა.

იერემია 14:19
სამუდამოდ უარყავი იუდა? სიონი შეიზიზღა შენმა სულმა? ისე რატომ დაგვკარი, რომ ფეხზე ვეღარ ვდგებით? მშვიდობას ველოდით და არ არის სიკეთე, განკურნების ჟამს და, აჰა – საშინელება.

1 ტიმოთეს 5:5
ნამდვილი ქვრივი, რომელიც მარტო დარჩა, ღმერთზეა მინდობილი და ვედრებასა და ლოცვაში ატარებს ღამესა და დღეს.

გოდება იერემიასი 3:21-22
მაგრამ ამას გავიხსენებ გულში და ამიტომ ვიმედოვნებ, რომ უფლის მოწყალება არ დასრულებულა, რომ მისი სიბრალული არ გამოლეულა.

იგავები 24:14-16
იცოდე, ასევეა სიბრძნე შენი სულისთვის; თუ ჰპოვე იგი – მომავალი გექნება და შენი იმედი არ წარიკვეთება. ბოროტეულო! მართალი კაცის სამკვიდროს ნუ ჩაუსაფრდები და თავს ნუ დაესხმი მის სამყოფელს! რადგან შვიდჯერაც რომ დაეცეს მართალი, მაინც წამოდგება, ბოროტეულნი კი უბედურების ჟამს წაბორძიკდებიან.

მიქა 7:7
მე კი უფალს შევცქერი, ჩემი ხსნის ღმერთის მოლოდინში ვარ; მომისმენს ჩემი ღმერთი.

ზაქარია 9:12
დაუბრუნდით ციხე-სიმაგრეებს, ტყვენო, რომლებსაც გაქვთ იმედი! დღეს გიცხადებთ, რომ ორმაგად აგინაზღაურებთ დანაკარგს.

ტიტეს 1:2
საუკუნო სიცოცხლის იმედით, რომელიც აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა საუკუნეთა უწინ.

1 პეტრეს 3:5
ასე იმკობდნენ თავს წარსულში ღმერთის მოიმედე წმიდა ცოლები, ემორჩილებოდნენ რა თავიანთ ქმრებს.

1 იოანეს 3:3
ყოველმა, ვისაც ეს იმედი აქვს მასში, განიწმიდოს თავი, როგორც ის არის წმიდა.