ღმერთი, როგორც მსაჯული ბიბლიის მუხლები

ფსალმუნები 74:7
არამედ ღმერთია მსაჯული: ერთს დაამდაბლებს და მეორეს აამაღლებს.

2 ტიმოთეს 4:8
ახლა კი მომელის სიმართლის გვირგვინი, რომელსაც მომცემს იმ დღეს უფალი, მართალი მსაჯული; და არა მარტო მე, არამედ ყველას, ვისაც უყვარს მისი გამოჩენა.

იაკობის 4:12
ერთია რჯულმდებელი და განმკითხველი, რომელსაც ხსნაც შეუძლია და დაღუპვაც. შენ კი ვინა ხარ, მოყვასს რომ განიკითხავ?

1 მეფეთა 24:15
უფალი იყოს ჩვენს შორის მსაჯული, მან განგვსაჯოს. ის შეხედავს და განსჯის ჩემს სამართალს და დამიხსნის შენი ხელიდან”.

ესაია 2:4
ერებს შორის სამართალს განსჯის და ამხელს მრავალ ხალხს; თავისი მახვილებისგან სახნისებს გამოჭედენ ისინი და შუბებისგან – ნამგლებს; ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარავინ ისწავლის.

დანიელი 7:9-10
ვაკვირდებოდი, სანამ დაიდგმებოდა ტახტები და დღეთა უძველესი დაჯდებოდა თავის ტახტზე. მისი სამოსელი თოვლივით თეთრი იყო და სუფთა მატყლივით ჰქონდა თმები თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ალივით იყო, ეტლის თვლები კი – მგზნებარე ცეცხლი. ცეცხლის მდინარე მოედინებოდა და მის წინიდან გამოდიოდა. ათასი ათასეული ემსახურებოდა მას და ათი ათასეული იდგა მის წინაშე; დაჯდა მსაჯული და გადაიშალა წიგნები.

გამოცხადება 20:11-15
ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომი, ვისგანაც გარბოდა ცა და დედამიწა, და არ მოინახა მათთვის ადგილი. ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი წიგნები; გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია; და განკითხულ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ. მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები; და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმაც მისცეს მათში მყოფი თავიანთი მკვდრები; და თითოეული განკითხულ იქნა თავისი საქმეებისამებრ. სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში; ეს არის მეორე სიკვდილი, ცეცხლის ტბა. ვინც არ აღმოჩნდა სიცოცხლის წიგნში ჩაწერილი, ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული.

ეზეკიელი 33:20
თქვენ კი ამბობთ: არასწორიაო უფლის გზა! მაგრამ თითოეულს თქვენი გზის მიხედვით გაგასამართლებთ, ისრაელის სახლო!

სოფონია 3:8
ამიტომ მაცალეთ – ამბობს უფალი – იმ დღემდე, როცა მოწმედ წამოვდგები, რადგან ჩემი განაჩენით მოიყრიან თავს ერები, შეიკრიბებიან სამეფოები, რომ თავზე დავანთხიო ჩემი წყრომა და მთელი ჩემი მგზნებარე რისხვის მძვინვარება, რადგან ჩემი ეჭვიანობის ცეცხლით შთაინთქმება მთელი ქვეყანა.

გამოცხადება 6:15-17
დედამიწის მეფეები და მთავრები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყოველი მონა და თავისუფალი მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებში შეიმალნენ. და ეუბნებოდნენ მთებსა და კლდეებს: „ზედ დაგვეცით და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისგან და კრავის რისხვისგან; რადგან დადგა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?”

ებრაელთა 10:30
რადგან ვიცნობთ ამ სიტყვის მთქმელს: „მე მეკუთვნის შურისგება და სამაგიეროს მიზღვა” და კიდევ: „განიკითხავს უფალი თავის ხალხს”.

მეორე რჯული 32:36
რადგან უფალი განიკითხავს თავის ხალხს, შეიბრალებს თავის მონებს, როცა დაინახავს, რომ გამოეცალათ ძალა – აღარც ტყვე დარჩა და აღარც თავისუფალი.

მათეს 25:41
მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვის.

გამოცხადება 20:10
ხოლო ეშმაკი, მათი მაცდუნებელი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი იმყოფებიან, და იტანჯებიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე.

ამოსი 9:1-4
ვიხილე უფალი, სამსხვერპლოსთან მდგარი. მითხრა: ბუღაურებს დაჰკარი, რომ შეირყეს ზღურბლის ძელნი და თავზე დაემხოს ყველას; მათგან გადარჩენილთ მახვილით მოვსრავ, ვერსად გაიქცევა გამქცევი, მათგან ვერავინ გადარჩება. ქვესკნელშიც რომ ჩაძვრნენ, იქიდანაც ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდანაც ჩამოვიყვან. ქარმელის წვერზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი და წამოვიყვან; ზღვის ფსკერზეც რომ მიეფარონ ჩემს თვალს, იქ ვუბრძანებ გველს და დაგესლავს მათ. ტყვედ რომ ჩაუვარდნენ თავიანთ მტრებს, მახვილს ვუბრძანებ, რომ იქ ამოხოცოს ისინი. საბოროტოდ დავადგამ თვალს და არა სასიკეთოდ.

1 კორინთელთა 4:5
ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, სანამ უფალი არ მოვა, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს! მაშინ მიიღებს თითოეული ქებას ღვთისგან.

დანიელი 4:31-33
ჯერ კიდევ პირზე ჰქონდა მეფეს ეს სიტყვა, რომ ხმა ჩამოესმა ზეციდან: „შენ გეუბნებიან, მეფე ნაბუქოდონოსორ, გამოგეცალა სამეფო! განიდევნები ადამიანთაგან და მინდვრის მხეცებთან იქნება შენი სამყოფელი: ხარივით ბალახს შეჭამ; შვიდი ჟამი გადაივლის შენზე, სანამ არ მიხვდები, რომ უზენაესი მბრძანებლობს ადამიანთა სამეფოზე და ვისაც უნდა იმას აძლევს”. მყისვე აღსრულდა ეს სიტყვა ნაბუქოდონოსორზე: განიდევნა ადამიანთაგან, ხარივით ბალახს ჭამდა და ციური ნამით რწყულდებოდა მისი სხეული; სანამ თმები არწივის ბუმბულივით არ გაეზარდა, ფრჩხილები კი – ფრინველის კლანჭებივით.

მსაჯული 2:11-15
ბოროტად იქცეოდნენ ისრაელის ძენი უფლის თვალში და ბაყალებს ემსახურებოდნენ. და მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და გაჰყვნენ სხვა ღმერთებს, იმ ხალხთა ღმერთებს, მათ ირგვლივ რომ იყვნენ, თაყვანს სცემდნენ მათ და აჯავრებდნენ უფალს. მიატოვეს უფალი და ემსახურებოდნენ ბაყალსა და ყაშთაროთებს. აღიგზნო უფლის რისხვა ისრაელზე, ხელში ჩაუგდო მძარცველებს და მათაც ძარცვეს იგი; ხელში ჩაუგდო გარშემორტყმულ მტერს და ვეღარ უმკლავდებოდნენ მათ. და ყველგან, სადაც კი გავიდოდნენ, უფლის ხელი მათ წინააღმდეგ იყო საბოროტოდ, როგორც უთხრა და დაუფიცა უფალმა; დიდ უბედურებაში ჩაცვივდა ხალხი.