დაბადება 11:5
და ჩამოვიდა უფალი ზეციდან, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენებდნენ კაცთა ძენი.
დაბადება 11:7
დაბლა ჩავიდეთ და ავურიოთ ენა, რომ ვეღარაფერი გააგებინონ ერთმანეთს.“
გამოსვლა 19:11
მზად იყვნენ მესამე დღისთვის, რადგან მესამე დღეს ჩამოვა უფალი მთელი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე.
გამოსვლა 19:20
და ჩამოვიდა უფალი სინაის მთის წვერზე. მოსესაც მთის წვერისკენ მოუხმო უფალმა და ავიდა მოსე.
გამოსვლა 34:5
ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და დადგა იქ მასთან; და გამოაცხადა სახელი: ‘უფალი’.
გამოსვლა 19:18
ბოლავდა მთელი სინაის მთა, რადგან უფალი ჩამოვიდა მასზე ცეცხლში; როგორც ღუმელს ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა.
2 მეფეთა 22:10
მოდრიკა ცანი და ჩამოვიდა; უკუნი ნისლი იდგა მის ფეხქვეშ.
ესაია 64:3
როცა ახდენდი საოცრებებს, რომელთაც არ ველოდით, ჩამოდიოდი და მთები ირყეოდნენ შენ წინაშე.
ფსალმუნები 143:5
უფალო, მოდრიკე ცანი შენი და ჩამოდი, შეეხე მთებს, რომ აკვამლდნენ.
ესაია 64:1
ოჰ, ცანი რომ გაგერღვია და ჩამოსულიყავი, შეირყეოდნენ მთები შენ წინაშე,
იგავნი 30:4
ვინ ავიდა ზეცად და ვინ ჩამოვიდა? ქარი ვინ დაიჭირა მუჭით? წყალი ვინ შეკრა მოსასხამით? ვინ დაადგინა დედამიწის ყოველი კიდე? რა არის მისი სახელი და რა არის მისი ძის სახელი, თუ იცი?
1 თესალონიკელთა 4:16
ვინაიდან თვითონ უფალი ჩამოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმით და ღვთის საყვირით; და ჯერ ქრისტეში განსვენებულნი აღდგებიან;
ოსია 11:4
ადამიანური საბელებით ვატარებდი, სიყვარულის თოკებით, ვითარცა ამხსნელი ლაგამისა მათი ყბებიდან; დავიხარე და ვკვებავდი მათ.
მიქა 1:3
რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოვა და ფეხქვეშ გათელავს დედამიწის სიმაღლეებს.
ფსალმუნები 112:6
თავს იმდაბლებს, რათა იხილოს ცა და ქვეყანა;
მარკოზის 1:10
და წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა გახსნილი ცანი და სული ღვთისა, მტრედივით გადმომავალი მასზე.
იოანეს 1:32-33
ამოწმებდა იოანე და ამბობდა: „ვიხილე ციდან გადმომავალი სული, როგორც მტრედი და დაივანა მასზე. მე არ ვიცნობდი მას, მაგრამ ვინც მომავლინა წყლით სანათლად, მან მითხრა: ვისზეც დაინახო სული, გადმომავალი და მასზე დავანებული, ის არის, ვინც მონათლავს სულიწმიდით.